აღსარება ჩემს ბლოგს

საოცრად მომინდა რაღაცის დაწერა. დიდი ხანია ასე არაფერი მდომებია.

არის მომენტი, როცა გგონია რომ ყველაფერი შენ წინააღმდეგაა. რეალურად შეიძლება ასე საერთოდაც არ ხდება, შეიძლება ყველაფერი ბევრად უკეთესადაა, მაგრამ ამას მხოლოდ მაშინ ხვდები, როცა თენდება. გათენებამდე მისვლაა მთავარი.

ის მომენტი მაქვს ზედმეტი ხმა, არასწორად შერჩეული ან დაუმთავრებელი სიმღერაც რომ ნერვებს გიშლის. ფეისბუქს უყურებ და ელოდები როდის გაიხსნება პატარა ფანჯარა, როდის მოგწერს თავად პირველი. გგონია ამ დროს გაგინათდება და ყველა პრობლემა უცბად გაქრება. არა, მკითხველო, მე ვინმე ბანალური გოგო არ გეგონო „იმის მოწერას“ რომ ელოდება, არც ის გეგონოს რომ „მე პირველად მიწერის მიტყდება“, არა,  არც ის გეგონოს რომ მერე მეშველება. არ მეშველება. თამამად ვწერ ამასაც, ვიცი რომ არ წაიკითხავს. ვიცი რომ არ აინტერესებს ჩემი ნაწერები და სიმართლე რომ ვთქვა მე ეს მტკივა, ხო, სხვა ბევრი რამეც მწყინს, ბევრ რამესაც ვითმენ.  რატომ? რის გამო? გგონია ამაზე მაქვს კონკრეტული პასუხი? გგონია ის ვარ ვინც ყველას ჰგონია – „წარმატებული, აქტიური, მშრომელი, ძლიერი გოგო?“ ნწ, მწარედ მოუტყუებიხარ საზოგადოების სტერეოტიპებს. ხო, იმ საზოგადოების თვალებგაფართოებული რომ ელოდება ყველა შენს „გაფაჩუნებას“  ცაში რომ აგიტაცოს და მერე მწარედ დაგახეთქოს. ხოდა, იმას ვამბობდი რომ მეც სუსტი ვარ.  იმაზე ბევრად სუსტი ვიდრე ეს სხვებს ჰგონიათ. თუმცა რაში მაინტერესებს, ან გაინტერესებს სხვებს რა ჰგონიათ. სხვებს რა უნდათ.

და მაინც, რატომ არ მწერს? ჰო, აი „ონლაინაა“ და არ მწერს. არ მწერს. მაგრამ ეს მაინც არაა პრობლემა. უი ეხლა მომწერა. და მერე? არაფერი. ხომ ვთქვი არაფერი იქნება-მეთქი.ჩემი ცუდი თვისება ისაა რომ ასეთ სიტუაციაშიც კიჩემს თავს ვადანაშაულებ.  ეს მაშინ როცა თავად არ ესმის ჩემი, როცა მე შემიძლია მისი ბოლომდე გამართლება, როცა მე მის „უნებურად“ ნათქვამსაც ვიმახსოვრებ და მისი „უნებური“ ნათქვამის გამო საათობით ნერვები მაქვს მოშლილი. მას კი უბრალოდ ავიწყდება, რომ  რაღაც წამოსცდა „უნებურად“.  დაფაქ. იქნებ მაინც ჩემშია პრობლემა.

ვიცი, ზედმეტა დეპრესიული, გადაღლილი, არეული ვჩანვარ. თუმცა იქნებ არ ვჩანვარ, იქნებ უბრალოდ ასეთი ვარ. დაბნეული, გაურკვეველი არსება.

ვიცი რატომაც ვეღარ ვწერ, რატომ აღარ ჰგავს ჩემი ბლოგი ბლოგს, რატომ აღარ მყავს მკითხველი, უცნობი დარდის გამზიარებლები, რატომ? იმიტომ რომ ახლა რომ ვწერო ისევ გულწრეფელად უნდა ვთქვა რა ხდება ჩემს ცხოვრებაში. მე კი არ მინდა ეს, არ ვიცი რატომ მაგრამ ალბათ იმიტომ რომ ამ გულწრფელობის მეშინია, საკუთარ თავთან გახსნის, საკუთარი თავისთვის აღსარების ჩაბარების მეშინია.

დაუმთავრებელია თითქოს. შუაში გაწყვეტილი.

რა ხდება ჩემ თავს.

One thought on “აღსარება ჩემს ბლოგს

  1. ნათია, შუაში გაწყვეტილი კი არა, ჯერ გაურკვეველი უფრო ეთქმის …
    ზურგის ქარია საჭირო, პატარა ბიძგი…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s