დრო, როგორც შემზღუდველი ფაქტორი

შუქნიშანს ვერ გავასწარით.

30. 29, 28, 27, 26, 25, 24,23, 22…

ეს ის ოცდაათი წამია, რომელსაც ვითვლი. რამდენი ასეთი ოცდაათია დღის, კვირის, თვის განმავლობაში. არც ისე ბევრი და ისინიც ისე სწრაფად გადაიან როგორც ეს ერთი ოცდაათი წამი.

7,6,5,4,3,(გაყვითლდა),2,1.

დაიძრა.

ასეთ მომენტებში ყველაზე კარგად შევიგრძნობ სეკუნდებისა და მინუტების მნიშვნელობას.

დროის გამოუყენებლობა ამ ქვეყნად ყველაზე დიდ ცოდვად მიმაჩნია, თუმცა, მაინც ისე ხდება,  რომ ჩემი შემზღუდველი ფაქტორი ხშირად დროა, უფრო სწორად – გამოუყენებლი დრო.

საღამოს გვიან მოვდივარ, დაღლილსა და მიქანცულს პროდუქტიულობაზე ფიქრი აღარ შემიძლია, უბრალოდ ფილმს ვუყურებ, რამეს ვკითხულობ ან ამ მცირე დროსაც კი facebook-ზე ვახრჯავ. დილთ იქამდე შემიძლია ძილი სანამ ჩემი დაგვიანება უკანასკნელ ზღვარს არ მიაღწევს სამსახურში/უნივერსიტეტში/ან სადმე სხვაგან. ეს მეორდება ყოველდღე. ყოველ კვირა.

მერე აღმოვაჩენ ხოლმე, რომ უამრავი რამ ვერ მოასწარი ან ყველაზე მნიშვნელოვანი დამრჩა გაუკეთებელი. რა მოხდებოდა დღე-ღამეში 27, 28 საათი რომ იყოს? ა ალბათ ის მოხდებოდა რომ მე კიდევ რამე პროექტზე დავხარჯავდი დროს და დილით კი კიდევ უფრო მეტს დავიძინებდი🙂

დროის მართვა ყველაზე მნიშვნელოვანია, რაოდენ შრომისმოყვარე ან ჭკვიანიც არ უნდა იყო ვერასოდეს მიაღწევ წარმატებას თუ კი დროს სწორედ ვერ მართავ. ჩემი პატარ-პატარა გამოცდილებებით მივხვდი რომ ეს რკინის კანონია, უბრალოდ მიჭირს ოქროს შუალედის პოვნა.

ათასგვარი ტრენინგები იმართება ეხლა დროის მართვაზე,  ე.წ. “დროის მენეჯმენტი” ისეთივე პოპულისტური თემა გახდა. როგორც “ლიდერობა”, “public speaking” და სხვები. არადა ყველა მათგანი ისეთია, ადამიანმა თვითონვე რომ უნდა მოაგვაროს.

მაგალითად, ჩესტერფილდის “წერილები ვაჟიშვილს” ათასჯერ მეტს გვასწავლის ლიდერობაზე და ეფექტურ კომუნიკაციებზე ვიდრე ეს ტრენინგები, ერთსა და იმავეს რომ ტკეპნიან. ხო რაც შეეხება დროის მენეჯმენტს, ამაზე არც დამიგუგლავს, ვფიქრობ არც მჭირდება ტრენინგი, იმიტომ რომ ზედმეტად ინდივიდუალური თემაა და ყველამ ჩვენით უნდა მივხედოთ.

რაც მთავარია მე მივხვდი სამ რამეს

1)იმას რომ დროს ცუდად ვანაწილებს;

2) დროსთან ერთად პრიორიტეტებსაც;

3)იმდენად ჩქარა უნდა შევცვალო ეს ყველაფერი, რამდენადაც შესაძლებელია.

ვფიქრობ ეს სამი პოსტულატი თუ რაცაა🙂 დამეხმარება დროის სწორად გამოყენებაში და სემესტრის ბოლოსაც სინანულის მიზეზი ნაკლები მექნება🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s