ცვლილებები

გავიზარდე და შევიცვალე. ნურავინ იტყვის რომ ადამიანები არ იცვლებიან. იცვლებიან და თანაც როგორ. ზოგადად არც მესმის რას გულისხმობენ “ადამიანების შეცვლაში”. რამე ფიზიკურ მახასიათებელს? სულიერს? ადამიანები იცვლებიან გარემო პირობების ცვლილების პირდაპირპროპორციულად, იცვლება მათი შეხედულებები, ფასეულებები, იცვლება მათი ღირებულებებიც, წარმოდგენები, იცვლება ყველაფერი. დადებითისკენ ან უაროფითისკენ… ზოგჯერ უბრალოდ გაურკვევლობისკენ.

მეც შევიცვალე, შეიცვლა მაგალითად ის, რომ წერა აღარ მიყვარს, უფრო სწორად ვეღარ ვწერ. არადა ზოგადად ამბობენ: ადამიანები წერას მაშინ იწყებენ სათქმელი რომ უგროვდებათო, ახლა რომ აქვს იმდენი არასოდეს მქონია, მაგრამ რაღაც მაინც მაკავებს…

შეიცვალა ჩემი დამოკიდებულება ზოგადად მოვლენებისადმი, აღარ ვითხოვ იდიალურს აღარაფერს, აღარც ურთიერთიერთობებს, აღარც ადამიანებს, მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ მე მცირედით ვკმაყოფილდები ან ვბედნიერდები, არა, უბრალოდ გაურკვევლობაში ვარ.

აღმოვაჩინე, რომ ადამიანი მართლაც გაუმაძღარი არსებაა.  გგონია  მიაღწიე მწვერვალს, თითქოს ეს ის არის რაც შენ იქამდე ბედნიერების გარანტად მიგაჩნდა, მაგრამ არაფერიც.. “ფა ფუ”… აისრულებ თუ არა ოცნებას, ან მიაღწევ მიზანს თუ არა მაშნივე ინგრევა შენი წარმოდგენა ბედნიერებაზე… ან უბრალოდ ხვდები რომ ეს არ ყოფილა საკმარისი.

აღმოვაჩინე ისიც, რომ არ არსებობს ცხოვრებისეული ფილმები, ცხოვრება ცხოოვრებაა, სწორედ აქ მთავრდება და იწყება ყველაფერი. ცხოვრებაში მეტი ნაცრისფერია. ცხოვრებაში როცა ერთი შეყვარებული ფიქრობს მეორეზე, ამ დროს მეორე შეიძლება სულაც არ ფიქრობდეს პირველზე, ცხოვრება ნაკლებად გვპატიობს დაგვიანებას და ძნელად გვჩუქნის ისეთ კადრებს ფილმებში რომ არის, თვითმფრინავზე/მატარებელზე რომ მიუსწრებენ ხოლმე წასვლამდე ან გაფრენამდე პატიების სათხოვნელად, ან უბრალოდ „არ წახვიდე“, „მიყვარხარ“ – სიტყვების სათქმელად, ხან საერთოდ თვითმფრნავს რომ აბრუნებენ უკან. აქ ვერაფერსაც ვერ მოაბრუნებ. ასე რომ შეიძლება შენს გულის სწორს ვერ მიუსწრო, გამობრუნდე, გზაში ვინმეს შეეჯახო და სწორედ ეს შეგიყვარდეს.ცხოვრება მაინც სჯობს ფილმს იმ მხრივ, რომ მეტი ალტერნატივაა და არ ხარ ვალდებული ცხოვრების ბოლომდე ვინმე სუპერ ბიჭთან ან სუპერ გოგოსთან იყო.

სასაცილო კიდევ ის არის ფილმის ყურების დროს თავი ყველას მთავარი გმირის როლში  წარმოგვიდგენია, არადა რელობაში შეიძლება მთავარი გმირის უიღბლო მეგობრები, მეჯვარეები ან ყოფილი შეყვარებულები ვართ.

აღმოვაჩინე ისიც, რომ არასოდეს ღირს ხელის ჩაქნევა, ყოველთვის გვიმზადებს ცხოვრება რაღაც მოულედნელობას, ყოველთვის თენდება ღამე და ყოველთვის იცვლება ცუდი კარგით, ან პირიქით. ე.წ. “მუღამიც” ამაშია, ნუ იქამდე სანამ დაამუღამებ🙂

და საერთოდაც რას ვწვალობ, რას ვბოდიალობ, ეს ყველაფერი ხომ ისეც ნათელია, ისედაც უკვე გაბანალურებული ჭეშამარიტებაა, ამას გადააწყდებით ყველზე ბანძ წიგნსა და ფილმშიც კი, მაგრამ მერე რა.. არაფერი შეედრება იმას როცა ყველაზე მარტივ დასვნამდეც კი შენ მიდიხარ, შენი პატარ-პატარა გამოდილებებით, შეცდომებით, შენ მიერ გადადგმული ნაბიჯებით, და საერთოდაც, მერე რა რომ ბანალური ვარ, სხვაც რომ ბანალურია და ზოგადად, საზოგადოებაც~ რომ ბანალურია.

ბანალურობა ხომ მაინცდამაინც ცუდს არ ნიშნავს (ესეც კიდევ ერთი აღმოჩენა).

3 thoughts on “ცვლილებები

  1. მიზნის მიღწევის შემდეგ ყველაფერი ბანალურდება და ჩვენი ყოველდღიურობა ხდება.ვეღარ ვამჩნევთ,რომ ამ მიზნისთვის ბევრს ვწვალობდით,ვოცნებობდით.ბევრჯერ მიფიქრი ამ თემაზე და ვთვლი რომ ჩვენი ასეთი გაუმაძღრობა სასარგელოა ჩვენთვის.მცირე ეგოიზმიც საჭიროა.
    “არასოდეს ღირს ხელის ჩაქნევა”

  2. მარტივად,კალონურად, გულწრფელად ^^ აი, ამიტომ შემოვდივარ შენს ბლოღზე :* :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s