რეალობიდან ფანტასტიკამდე

საერთოდ ლიტერატურაზე  და წიგნებზე პოსტს არ ვწერ ხოლმე. მეშინია, რომ ზედმეტად მარტივი და პოპულისტური გამომივა.  მაგრამ არ შემიძლია ახლა არ დავწერო. თან იქნებ ცოტათი წერაც გავიხსენო.  :)

ზოგადად  ბესთსელერების კითხვას თავს ვარიდებ.  ალბათ ამას ბოლო წლების პრაქტიკაც მკარნახობს, ყველა ბესთსელერი ერთი ამოსუნთვქით წასაკითხი აღმოჩნდა, რომელმაც ჩასუნთქვის მერე არაფერი დატოვა. ამ არდადაგებზე კი ისევ გადმოვიღე ძველი ლიტერატურა, ბავშვობაში რომ ვკითხულობდი და აღმოვაჩინე, რომ ყველაფერი თავიდან მაქვს წასაკითხი. მაგალითად “ტრიუმფალური თაღი” მეშვიდე კლასში წავიკითხე, მახსოვს, ზოგ რაღაცას ვტოვებდი კიდეც. ეხლა კიდევ ვიზოგავ, გვერდებს ხელმეორედ ვკითხულობ. ვაღიარებ, მსგავსი გალენა ჩემზე უკვე დიდი ხანია წიგნს არ მოუხდენია.  საერთოდაც, კარგი იქნებოდა ბავშვობაში თუ გამიკონტროლებდნენ წიგნებს. როცა ბავშვი ხარ ყურადრებას შინაარსზე ამახვილებ, უფრო სიუჟეტი გიტაცებს, ამ დრო კი გრჩება მთავარი. როცა იზრდები და გარკვეულ გამოცდილებას შენც აგროვებ, მერე წიგნის გმირებიც გიახლოვდებინ, ხშირად საკუთარ თავს პოულობ მათში, ისინი აღარ არიან უცხოები და შენც ითვისებ რომელიმე წიგნს. “ტრიუმფალურ თაღზე” კი აუცილბლად დავწერ ცალკე პოსტს, აუცილებლად გავკადნიერდები და გამოვთქვამ ჩემს აზრს.

რემარკის გარდა გადავიკითხე გოზლოურთი, ჯეკ ლონდონი, ჰოფმანი, თომას მანი და რაც უფრო მეტს ვკითხულობდი, უფრო მეტად ვოცდებოდი, ყველგან ვპოულობდი ჩემი ცხოვრების ნაწილს, ყველგან თითქოს წინასწამეტყველებასავით იდო  ჩემ გარშემო მყოფი ადამიანების ქცევები და მივხვდი, რომ მათ ამოწურეს ადამიანი. ხო ძველმა მწერლებმა, ძველმა ეპოქამ ამოწურა ადამიანი და სწორედ ამიტომაა, რომ მწერლები ახლა სხვა ჟანრში წერენ. ყურადღების მისაქცევად და მკითხველის გასაჩენად  იგონებენ ახალ სამყაროს, იგონებენ ახალ არსებებს, ქმნიან დაუჯერებელ ამბებს. მე პირადად “ჰარი პოტერის” ფანი ვარ, რამდენჯერმე მაქვს ყველა ტომი წაკითხული და საწინააღმდეგოც არაფერი მაქვს, მაგრამ ისე გამოდის რომ ახლა მხოლოდ ფანტასტიკა იწერება. ან ფანტასტიკა ხდება პოპულარული, დანარჩენის ნაწერი კი ასე თუ ისე უკვე ნაცნობია და შესაბამისად ბესთსელერობიდანაც შორს დგას.

დღეს რაღაც გადაცემას ვუსმენდი და აღმოვაჩინე, რომ ეს ტენდენცია კინოინდუსტრიაშიც გაჩნდა. “ავატარი”, “ბეჭდების მბრძანებელი”, “შიმშილის თამაშები”, ‘ბინდი’ და ასე შემდეგ.  მწერლების მსგავსად 21-ე საუკუნეში კინოსაც შემოაკლდა ფელინი, ჰიჩკოკი., ფორმანი.. რეჟისორებიც  ფანტასტიკის ხარჯზე ცდილობენ ადამიანების მიზიდვას.

რატომ ხდება ასე? რატომ ვცხოვრობთ ასეთ ცარიელ საუკუნეში, სადაც ფილმებისა და წიგნების მსგავსად გაცვდა სხვა ყველაფერიც. გახუნდა გრძნობები და ზოგადად ურთიერთობა. ყველაფერი ყველაფერზე აისახა და საზოგადოების დიდი ნაწილი დაპროგრამებულ კარიერისტად გადაიქცა. ხელოვნების ცეცხლი, ის რაც გვიყვარს ფილმ “მოდილიანში”, წიგნს “წყურვილი სიცოცხლისაში” ჩამქარალია ან ქრება. არ ვიცი, შეიძლება მე მეჩვენება ან ვაზვიადებ კიდეც ამ  ეპოქალურ ცვლილებებს, მაგრამ ფაქტია, სათქმელი უკვე ითქვა.

One thought on “რეალობიდან ფანტასტიკამდე

  1. ყურადღებით გადავიკითხე თქვენი პოსტი, ვიფიქრე იქნებ რამე ვერ გავიგე სწორად-თქო მაგრამ არა, ყველაფერი ნათლად ჩამოაყალიბეთ. ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით იმაში რომ ბესტსელერის კითხვის შემდეგ “ჩასუნთქვის გარდა აღარაფერი რჩება”, არ ვიცი რა კრიტერიუმებით შეაფასეთ მაგრამ ნამდვილად არ არის “მიზანშეწონილი” “შიმშილის თამაშების” “ბინდის” გვერდით დაყენება. სულაც არ მგონია რომ დღევანდელი ბესტსელერები, რომლებიც ხარისხიან ლიტერატურას მიეკუთვნებიან უბრალოდ ხალხის მოსაზიდად არის შექმნილი (იგივე “შიმშილის თამაშები”, ლარსონი და ფამუქზე აღარც მაქვს საუბარი). “ფანტასტიკა იწერება” და მარტო ეს როდი ხდება პოპულარული, ფენტეზშიც შეგვიძლია ვიპოვნოთ ხარისხიანი ლიტერატურა, მათ შორის სიმაყით შეგვიძლია დავაყენოთ ნატო დავითაშვილის წიგნები. და ბოლოს, ადამიანის ამოწურვა რაღაც “უხეში” გამონათქვამია, მერწმუნეთ სანამ ადამიანი იარსებებს მას ვერავინ ამოწურავს, ა ბატონო ნახეთ ფამუქი. მაპატიე რადიკალიზმის გამო.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s