კვერცხუჯრედის დონაცია, სუროგატული დედობა და ბნელი ხალხი

წეღან facebook.ზე შემთხვევით “კვერცხუჯრედის დონაციასა და სუროგატულ დედობაზე” გადავწყდი რეკლამას და დავინტერესდი როგორ აზრი ჰქონათ ამაზე ქართველებს. ჩვენ ხომ ზოგადად ძალიან პრეტენზიული ხალხი ვართ და როგორც წესი რწმენაც სხვაზე მეტი გვაქვს🙂. ის კომენტარები, რაც ფეიჯზე დამხვდა არ გამკვირვებია, ველოდი კიდეც, რომ ამაშიც პრობლემას დაინახავდნენ, მაგრამ ზოგიერთი ჭეშმარიტად შემაშფოთებლად აზროვნებს. თვითონ რაც უნდა ის უქნია, მაგრამ შეიძლება ბევრი წყვილი უშვილო საზოგადოების აზრის გამო დარჩეს.

პირველ რიგშ გავნვმარტავ ზემოთ აღნიშნულ ტერმინებს


სუროგატი დედა, ეს არის ქალი, რომლის საშვილოსნოშიც ათავსებენ წყვილის განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს. ანუ სუროგატი დედა ბილოგიურად და გენეტიკურად არაა დაკავშირებული ბავშვთან, არანაირად. მას მხოლოდ ორსულობა მიჰყავს 9 თვემდე, აჩენს ბავშვს და აბარებს ბიოლოგიურ მშობლებს. სუროგატი დედა აჰყავთ მაშინ, თუკი ქალს აქვს საშვილოსნოს პრობლემა ან უცნობი გენეზისის უნაყოფობა, ან ჰორმონალური დარღვევაა, ან სომატური დაავადება. მაგალითად, ქალს შაქრიანი დიაბეტის ისეთი ფორმა აქვს, რომ მისთვის ორსულობა არ შეიძლება, ან თირკმლის პათოლოგია აქვს. ამ დროს აქვს ხარისხიანი კვერცხუჯრედები და მას შეუძლია საკუთარი, გენეტიკური შვილი ჰყავდეს.

სუროგატი დედა შეიძლება იყოს 35 წლამდე, აუცილებელია, ჰყავდეს საკუთარი შვილი. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, აქ ფსიქლოგიური მომენტია ჩადებული და თანაც, რაიმე გართულება რომ მოჰყვეს, შეიძლება უშვილოც დარჩეს და საკუთარი შვილიც ხომ უნდაო. სუროგატ დედას ეკრძალება მუშაობა, გულდაგულ უნდა მიხედოს თავს და ბავშვს. ფულს რა თქმა უნდა, ბავშვის ბიოლოგიური მშობლები უხდიან.

კვერცხუჯრედის დონორი კი ასე ვთქვათ, გასცემს უკვე მომწიფებულ კვერცხუჯრედს, რომელსაც გაანაყოფიერებენ და გადააქვთ უკვე მომავალი დედის საშვილოსნოში. კვერცხუჯრედის დონორი მას სჭირდება, ვისაც კვერცხუჯრედი არ აქვს ან საკვერცხეები ამპუტირებული აქვს. ამ შემთხვევაში დონორის კვერცხუჯრედს და მეუღლის სპერმას სინჯარაში ანაყოფიერებენ და გადააქვთ ამ ქალის საშვილოსნოში, ის თავად ხდება ე.წ. სუროგატი. დაბადებული ბავშვი მისი მეუღლის და კვერცხუჯრედის დონორის გენეტიკური შვილი იქნება. კვერცხუჯრედის დონორი უნდა იყოს 33 წლამდე და მასაც აუცილებლად უნდა ჰყავდეს შვილი. საქართველოში კვერცხუჯრედის დონროს 2000 ლარს უხდიანო.

მომავალში შევეცდები უფორ მეცნიერულად ავხსნა ეს ყველაფერი, მაგრამ ამ პოსისთვის პოპულისტური გაგებაც კი საკმარისია იმისთვის რომ გარვეული პოზიცია ჩამოგვიყალიბდეს.

უბრალოდ მე  კვერცხუჯრედის დონაციასთან დაკავშირებით იმას ვერ მივხვდი რამდენად უზრუნველყოფენ , რომ მომავალში ეს ბავშვი თავის ბიოლოგიურ ნახევარ ძმას/დას ან ნათესავს არ შეხვდეს და ინცესტის მსხვერპლი არ გახდეს…

მაგრამ იმ ხალხს, ვინ აქ კომენტარებს წერდნენ ამაზე არ უფიქრიათ ისე შერაცხეს ეს ყოველივე ლამის სოდომ-გომორის ცოდვად. არ შემიძლია ზოგიერთი მაგალითად რომ არ მოვიყვანო :

donori iyo xoo da mere visi an rit moxdeba ganayopiereba cadi da ikitxe magalitad beso keso mama da deda xdeba da ese gmertis ar geshiniat? verc xvdebit pulma dagabrmavat daxmarebas kiarucevt mag dros tqvennairebi gupaven samyaros!!!”

“რა ვისით ან რითი” :დ სიბნელეცაა და სიბნელეც, ან კესო და ბესო რა შუაშია:/

“თუ სწორედ მივხვდი შვილი გავყიდო 2000-ად?”

ჯილდო უნდა დავაწესო  “ყველაზე ბნელის” ნომინაციისთვის.

“ar sheidzleba es moviwonot radgan gmerti adzlevs shvils da suls shtaberavs.”

ადამიანეს სქესობრივი აქტის დროს ღმერთი სულს უბერავს.  ბიბლიის ასეთი პირდაპირი გაგება ჯერ არ მინახავს.

“საშინელებაა ,ღმერთმა უკეთ იცის ვის რა ბედი არგუნოს ბედისწერას ხელოვნურად ვერ შევცვლით.”

მაშინ კიბოთი დაავადებულებს, ავარიაში მოყოლილებს ნუ ვუმკურალებთ, მაგათი ბედი ეგ ყოფილა :დ უნდა დავხოცოთ.

“yvelas vusurveb,bednier dedobas magram,me tu shvils gavachen,imas saxvas vegar mivcem,es sashineli codvaa,sheni sxeulis nacils sxvas rom adzlev”

Nini Sixarulidze meti saqme aramaq an surogati gavxde an kide genetikuri donori gmertis nebas miyevit da ara tqven survilebs.

კარგი შენ არ გაქვს სურვილი ნუ გაქვს, სხვა სუროგატ ქალებს რაღატო აყენებ შეურაცხყოფას?

San Anano tu ams aketeb, fuli arunda aigo,gaakete usasyidlod

და ფულს რომ იღებ პრობლემა რატომ არის ვერ ვხვდები.
Miranda Abramishvili chemi azrit yvela qals unda rom iyos deda magram tu gmertis neba araa mashin arc am gzis sashualebit ar unda gaxdes i deda imitom rom uplis nebit xdeba yvelaperi da es rasac surogacti deda qvia namdvilad codvaa da yovelgvar martlmadideblobas ewinaagmdegeba…. yvela jobia dapiqrdes da kitxon modzgvrebs sanam miigeben gadawyvetilebas torem adre tu gvian chven chvens codvebze mogviwevs pasuxis gacema…. dmertma dagiparot gansacdelebisagan…
აი ეს კი  მემგონი დამსახურებულად იმსახურებს ყველაზე “ბნელის” სტატუსს.
 მოკლედ იდეა და აზრი ალბათ გასაგები გახდა. სახელები და გვარები არ წავშალე იმიტომ რომ ხალხმა უნდა იცოდეს ვინ უშლის საქართველოს ხელს, როგორც მენტალურ ისე ეკონომიკურ განვითარებაში.
ერთი რამ კი ფაქტია,  ბიოლოგია სასწაულების მეცნიერებაა, მაგრამ თუ მაინც და მაინც უფალს ვაბრალებთ ყველაფერს, მაშინ ინ ვიტრო განაყოფიერებაც შეუძლებელი იქნებოდა მისი სურვილის არ არსებობის შემთხვევაში:)

3 thoughts on “კვერცხუჯრედის დონაცია, სუროგატული დედობა და ბნელი ხალხი

  1. კრისტალს ბაზრობ! :დ
    არა , სერიოზულად, მეც ზუსტად იმავეს ვფიქრობ..

  2. ძალიან მაგარია და არა მარტო ეს, შედარებით ახალ პოსტებს გადავხედე და ჩამითრია. ახლა ვფიქრობ ზოგ-ზოგიერთ ბლოგს უფრო მეტი მკითხველი რატომ ჰყავს და ვერ ვხვდები..

    აფერუმ დიაცო😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s