ახალ წელს

სანამ ყველას ახალ წელზე დაუწყია წერა იქამდე დავწერ, თორემ წინა წელს უკვე მეხამუშებოდა კიდეც ბლოგზე ახალი წლის ხსენება.

ახალი წელი ის დღესასწაული, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს,და ყველაფერს მირჩევნია. სიმართლე გითხრათ  არ ვიცი რატომ, მაგრამ ეს ერთადერთი დრესასწაული რომელიც მე და ჩემს ოჯახს გვეკუთვნის. მთელი ბავშობა ვწუწუნებდი სახლში რატომ ვხვდბეი ახალს წელს-მეთქი და იმდენი ვიწუწუნე სახლი მომენატრა. ხოდა ამ ახალ წელს ყველაფერი გათვლილი მაქვს. არ წავალ არავისთან ერთად, “დავიკიდებ” ყველა “პონტს”, ავიღებ ჩემს ქინდლს, ჩავალაგებ ბარგს და რამდენიმე დღით მოვშორდები თბილისს.

დავისვენებ ფერადი ახალი წლის ფონზე. დღეს და ღამეს წიგნების კითხვაში გავატარებ, იმ საახალწლო ფილმებს ვუყურებ ტელევიზორში რომ გადის  ხოლმე, იმ უნიჭო საახალწლო შოუებსაც, ღუმელთან მივჯდები, პლედს მივიფარებ და დავივიწყებ ქალაქის ხმაურს.

რამე ძალიან მარტივი, სადა და უბრალო სიტუაცია მინდა, ისეთი, როგორიც მხოლოდ ოჯახში შეიძლება შეიქმნას.

სიწყნარე.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s