“სანაქებო ქართული პოლიცია”

 

შეიძლება პოსტის სათაური ვინმეს ძალიან მყვირალა და იქნებ გაზვიადებულიც მოეჩვენოს, მაგრამ, როგორც წესი ადამიანები სუბიექტურები ვართ და ყველაფერს ჩვენი პრიზმიდან ვჭვრეტთ. ხოდა სწორედ ამის გამო, მეც ჩემი ვიწრო პრიზმიდან დანახულ ქართულ პოლიციაზე მოგიყვებით. იმ ავბედითი შემთხვევის გამო, რომლის დროსაც მე ჩემი სამსუნგ სთარ სამი (ანუ ჩემი ტელეფონი) დავკარგე,  დღეს დილას პოლიციაში მიბრძანება მომიწია. თუმცა წუხელვე მქონდა პატრულთან საუბარი. მოკლედ მოვყვები რაც მოხდა. ავტობუსიდან ჩამოვედი, აღმოვაჩნე რომ ტელეფონი თან არ მქონდა, საყვარელმა (ყოველგავრი ცინიზმის გარეშე)  კონტროლიორებმა კი იზრუნეს ჩემზე და მიმიყვანეს პატრულთან. ამ წუთიდან დაიწყო ჩვენი ქართული პოლიცის სანაქებო, სწრაფი და დამაჯერებელი მუშაობა. ნუ სხვა აღმატებულ ეპითეტებს უბრალოდ ვერ ვპოულობ. შეგახსენებთ რომ ამ წუთას, 33 ნომერი ავტობუსი (სადაც ამომივარდა ტელეფონი)  სავარაუდოდ 2-3 წუთის გასული იყო და შეიძლებოდა დავწეოდით. მაგრამ ეს ჩემო კარგებო მხოლოდ ფილმებში ხდება. ჩემმა  პატრულმა გააჩერა სხვა პატრული, იმ სხვა პატრულმა გადარეკა კიდევ სხვასთან, გაიგო რაღაც ბიუროკრატიულობები  და შემდეგ ყველამ გულმოდგინე ზოზინით დაიწყო აქტის შედგენა.  არა, იმათიც მესმის, პოლიციელები არიან და ეს ფორმალობები უნდა დაიცვან მაგრამ ხო  შეიძლება ყველაფერი უფრო სწრაფად გაკეთდეს. ამის მერე ჩამსვეს თავიანთ მანქანაში, და დაახლოებით 20 წუთი ავსებდნენ რაღაც ფორმებს და თან მამშვიდებდნენ რომ აუცილებლად იპოვიდნენ.  ნუ სხვა თუ არაფერი დამშვიდება და ადამიანის გამხნევება ნამდვილად კარგად გამოუვვიდათ.

მოკლედ აღმოჩნდა რომ, პოლიციაში ჩემი ტელეფონის ყუთი უნდა მიმეტანა, სადაც წერია კოდი, რომლის საშუალებითაც იმ წუთასვე აღმოაჩენენ ტელეფონის ადგილმდებარეობას როგორც კი ის ჩაირთვება. ჰოდა, აღნიშნული მიზეზის გამო დღეს ჩემს საუბნო პოლიციაში გამოვცხადდი. აღვფრთოვანდი მათი მობილიზებული მუშაობით, ერთმა მეორესთან გამაგზავნა, მეორემ მესამესთან, მესამემ მეოთხესთან და სწორედ ამ უკანასკნელის საშუალებით აღმოვჩნდი კანცელარიაში სადაც კიდევ ერთხელ აღვწერე ტელეფონის დაკარგვის ამბავი. ხოდა ამ ქალმა, რომელიც ფრიად საინტერესო გარეგნობის იყო, სავსე, ზედმეტად ჩახატული მითუმეტეს იმ საზოგადოებისთვის სადაც 90 % მამაკაცები არიან, ძალიან მშვიდად მომიგო რომ ამ დღეებში დამიბარებდნენ გასაუბრებაზე.  გასაუბრების მერე კი გადაწყდებოდა ვინ დაიწყებდა ტელეფონის ძებნას: ჩემი უბანის პოლიცია თუ იმ უბნის სადაც დავკარგე. ჰოდა აქ უკვე ძალიან გავბრაზდი, აღარც იმ იარაღის მომერიდა რომლითაც ასე თავმომწონედ დააბოტებდნენ ჩვენი პოლიციელები და  ხმამაღლა ვთქვი რომ სანამ საზღვარზე არ გაიტანდენ იქამდე მოძებნას არ დაიწყებთ  მეთქი? ამაზე დამცინეს რა თქმა უნდა, იქაც აღმოვაჩენთო. მეტი არაა ჩემი მტერი ამ გაზულქებულმა ხალხმა საზღვრებს გარეთ დაიწყოს ჩემი 200 ლარიანი ტელეფონის ძებნა.

ასეა თუ ისე, ჩემმა უხეშმა ტონმა გაამართლა და გამომძიებელთანაც გამასაუბრეს. ეს კიდევ ცალკე აღსანიშნი მოვლენაა. მსგავს ანტიკვარებს იშიათად თუ გადავაწყდებით. ალბათ ზუსტად 5-6- ჯერ მკითხა რა ნომერი ავტობუსით ვმგზავრობდი და როდის მოხდა აღნიშნული შემთხვევა. ის ის იყო შეადგინა ოქმი, რომ ახლა ამან დაიწყო  უფროსებში რეკვა ძებნას ვინ დაიწყებსო. აი ერთი ტელეფონის ამბავზე თუ ამხელა გაურკვევლობა წარმოიშობა, წარმომიდგენია რეალურად რთულ და ჩახლართულ საქმეებს რა ენთუზიაზმით უძღვებიან. მას მერე რაც საბოოლოდ გაირკვა, რომ ტელეფონს იმ უბნის პოლიცია მოძებნიდა სადაც მე დავკარგე და მეგონა რომ ამ ძებნას მაქსიმუმ ხვალიდან დაიწყებდნენ, გამომძიებელმა მითხრა სამი დღე თუ არ დაგიკავშირდნენ მერე ჩემთან მოდი და მე გაგყვებიო.

ამ დროს ვიფიქრე ღმერთო ურო მესროლე ამათ ხელში რომ მომიწია ჩავარდნა-მეთქი.

პატრულს დამშვიდება მაინც გამოუვიდა, ამათ კიდევ პირიქით გამაღიზიანეს, როცა დავინახე როგორ ცდილობდნენ საქმე ერთმანეთისთვის გადაებარებინათ. შეიძლება მე რაღაცები არასწორად აღვიქვი, მაგრამ არა იმიტომ რომ ჩასაფრებული პოლიტიკა მქონდა და რეალურადაც ამისთვის მივიდე. არა, უბრალოდ გარედან, მოქალაქესთვის ასე ჩანს და გულში რა ცეცხლი უტრიალებთ არც ვიცი და არც მაინტერესებს.

მეტი ეთუზიამი, მეტი ენთუზიამი ბიჭებო, თქვენ თქვენი მოქალაქეების უსაფრთოხოების სადარაჯოზე დგახართ:) :*

3 thoughts on ““სანაქებო ქართული პოლიცია”

  1. მდაა!!! მოდით დავიწყოთ იქიდან რომ ისინ მოქმედებდნეენ ისე როგორც მათ ევალებოდათ და არა ისე როგორც აქაა აღწერილი, გამაღიზიანებელია ის როდესაც იმ ადამიანების მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამენ რომლებიც ჩვენს უსაფრთხოებაზე ზრუნავენ კიდევ ვიმეორებ ისინი მოიქცნენ ისე როგორც საჭირო იყო არასწორი იქნებოდა ის რომ ავტობუსს გაკიდებოდა და დაეწყოთ გაჩხრეკვა სისულელეა ეს სისულელე :)))) ჩვეულებრივმა მოქალაქემ არ იცის შსს-ს შიდა სამზარეულო და ამიტომ მსჯელობენ უაზროდ

    1. მადლობა ავტორს რომ ოსიაურის განყოფილების ფოტო გამოიყენა :)))))))))))

      1. ჩემი ყველაზეე საყვარელი განყოფილებაა :))))))))) ♥♥♥

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s