რაც მეწერინება და მეთქმევინება

ძველ პოსტებს გადავხედე და მივხვდი რომ ბლოგი ჩემთან ერთად იზრდება. ამიტომაც ის არის და იქნება ჩემი ცხოვრების ფენომენი.  არცერთი დღიური ან ჩანაწერი არ გამოხატავს ჩემს ემოციებს ასე ქრონოლოგიურად.თუმცა,  მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა დიდი ხანია აქ ასეთი გულწრფელი პოსტი აღარ გაჭაჭანებულა. ისევ და ისევ იმის გამო რომ ბლოგიც იზრდება და მეც ნაკლებად და ნაკლებად მაქვს აქ წერის სურვილი.

პირველი პოსტი რომ დავწერე, თუ სწორად მახსოვს მეათე კლასში ვიყავი. ჰოდა იმის მერე ბევრი რამ შეიცვალა, ბევრი რამ მე თვითონ შევცვალე. მაგრამ რეალურად ალბათ ისევ ის დავრჩი. ისევ ის ვარ იმიტომ რომ კვლავაც ბევრს ვფიქრობ, კვლავაც ვერ ვანაწილებ პრიორიტეტებს და რაც მთავარია დროს. ჰო, ჩემს შეცდომებზეც ნაკლებად ვსწავლობ.

ჩემი გზა, რომელსაც ცხოვრების გზას ეძახიან ხოლმე,  შეიძლება ითქვს რომ ლაბირინთადაა ქცეული.  სულ რაღაცას ვეძებ და ბოლოს ვხვდები რომ ეს „რაღაცა“ ვიღაცაა“ ანუ ჩემი თავი.  ოთხწლიანი ბლოგერობის განმავლობაში წესით ახლა  ყველაზე იღბლიანი პერიოდი მაქვს. იღბლიანი იმ გაგებით რომ ნელ-ნელა  მოვიგროვე ჩემს გარშემო ისეთი რაღაცები, რომლებიც ადრე  ბედნიერების აუცილებელ ნაწილად წარმომედგინა. ესენია: სწავლა, სამსახური, მეგობრები და საყვარელი ადამიანი გვერდით. ხო, ძალიან მშრალად ჟღერს და არა მარტო ჟღერს, არის კიდეც ეს ყველაფერი მშრალი.  მე მაინც არ ვარ კმაყოფილი და შესაბამისად არ ვარ ბედნიერი, თუმცა კი ბედნიერება და კმაყოფილება ერთი და იგივე სულაც არ არის.

არ ვარ ბედნიერი იმის გამო რომ ამ 4-მა კომპონენტმა სათითაოდ პრობლემაც  ბევრი მოიტანა. აი მაგალითად ჩემს სასწავლებელში ანუ თსუ-ში, მე ვერ ვანაწილებ დროს, ვერ ვირჩევ მიმართულებას. ჯერ საერთოდ არ მიყვარდა ჩემი ს პეციალობა, მერე შევეჩვიე, ეხლა ნელ-ნელა მიყვარდება, ბევრმა მიმართულებამ დამაინტერესა და აღარ ვიცი რა ვქნა. ამას გარდა ბილოგია სპეციფიკური დარგია, მეცნიერებაა და ბევრ სწავლას, ბევრ მუშაობას, ბევრი რაღაცის წაკითხვას ითხოვს. რაშიც მე მემგონი არც ისე წარმატებით ვმოღვაწეობ.

სამსახურს რაც შეეხება აქ ჯერ არ მაქვს პრობლემები, უბრალოდ მეშინია რომ ზევით აღნიშნულში ხელს შემიშლის.

იმდენი მეგობარი ახლა რომ მყავს არასდროს მყოლია.  რა თქმა უნდა, ნამდვილი მეგობარი გავრცელებული სტერეოტიპის მიხედვით ერთი ან ორია, მაგრამ ჩემები ბევრნი არიან. ^_^ ისინი ავსებენ და ალამაზებენ ჩემს ცხოვრებას. მარამ ხანდახან ხდება ისე, რომ მე არ მრჩება მათთვის დრო, ხანდახან ყველაგან ვეღარ მივდივარ და ამას სამწუხაროდ, ამას ჩემს უყურადღებობას აბრალებენ.

ე. წ. „საყვარელ ადამიანთან“ კიდევ იმდენი პრობლემა მაქვს ვერ მოვთვლი, აღარც მინდა ამაზე წერა.

ამ ყველაფრის გარდა კიდევ უამრავ ტრენინგს, კონფერენციას ვარ შეჭიდული. არ ვიტყვი რომ ვიღლები. იმიტომ რომ არ ვიღლები, იმიტომ რომ ეს ყველაფერი სათითაოდ ჩემი წარმატებული კარიერისთვის საჭიროა, მაგრამ კარიერაცაა და კარიერაც. უკვე ეჭვი მეპარება რომ წარმატებული კარიერა გამაბედნიერებს. საერთოდ ვერ ვხვდები რა მჭირდება ბედნიერებისთვის. წინა წელს უფრო გაბედული ვიყავი, უფრო ბევრს ვკამათობდი, უფრო მეამბოხე აზრები მაწუხებდა, წელს რაღაცნაირად ზომბივით დავდივარ. წელს ყველაფერს ვამოწმებ, ჩუმად ვარ, გამოცდილებას ვიღებ. მაგრამ ბედნიერი მაინც არ ვარ.

გადამიუფასურდა ბევრი რამე. შესაბამისად შეიცვალა რაღაც პრინციპები და კიდევ უფრო შესაბამისად ძალიან მერყევი გავხდი. დაქვეითდა ჩემი მიზანდასახულობის  კოეფიციენტიც, თავდაჯერებულობის ხომ საერთოდ. არ ვიცი სადამდე წამიყვანს ეს ყველაფერი. არ ვიცი სადაა ჭეშმარიტება ან საერთოდ რა არის ჭეშმარიტება. ან ეს ჭეშმარიტება მაინც თუ გამაბედნიერებს. ჩემს განწყობას ვერ დავარქმევ მელანქოლიას, ვერც იმას ვიტყვი რომ დეპრესიაში ვარ, უფრო მეტად ალბათ გაზომბებული ვარ. ყველაფერს ვაკეთებ ოღონდ იმ შეგრძნებით რომ უნდა გავაკეთო. რაღაც მაკლია, რაღაც მგუდავს, რაღაც ისეთი მინდა რაც ამავსებს და გამომაფხიზლებს. არ ვიცი რა იქნება ეს რაღაც, შეიძლება იყოს ერთი წამი, ერთი ფილმი, ერთი წიგნი. ერთი მუსიკა, ერთი კოცნა, მაგრამ რაღაც ნამდვილად არის. სად არის არ ვიცი, ამიტომაც ვწერ ამ პოსტს უმისამართოდ.

ამიტომაც ვწერ უაღრესად კონკრეტულ პოსტს, ლირიკული გადახვევების გარეშე.

ეს პოსტი მაინც არ გამოვიდა იმის ამსახველი რაც მეწერინება და მეთქმევინება.

5 thoughts on “რაც მეწერინება და მეთქმევინება

  1. და რომ იცოდე, კიდევ რამდენი რამე გადაგიუფასურდება🙂 წარმატებები!

  2. ჩემი სტუდენტობა გამახსენდა 😉 same story… საქმე ისაა, აირჩიო რაიმე პრიორიტეტი და სხვა ყველაფერი მოარგო მას. ეგ არ ნიშნავს რომ სწავლის გულისთვის მუშაობა უნდა მიატოვო ან-პირიქით. მაგრამ უნდა აირჩიო რა არის უფრო მთავარი და დანარჩენი რამეები შეუხამო, მოარგო, შეათავსო. თორემ ორი კურდღლის მადევარი არ გამოგივიდეს შენ… ისე, ჩემი გამოცდილებიდან გეტყვი, რომ მუშაობას მერეც მოესწრები და სხვა უფრო კარგი რამეებია სტუდენტობაში და იმით დატკბი სჯობს. :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s