გოგო, ბიჭი და წიგნი

იყო ერთი გოგო. ეს გოგო არ იყო არც ძალიან ლამაზი და არც მახინჯი.  ის იყო ჩვეულებრივი გოგო. გოგომ არ იცოდა რა უნდოდა. ამიტომაც კითხულობდა ძალიან ბევრ წიგნს. მას მოსწონდა წიგნების კითხვა, მაგრამ განსაკუთრებით სიყვარულზე დაწერილი წიგნები უყვარდა.  ისევე როგორც სხვა ჩვეულებრივ გოგოებს.  გოგოს მოსწონდა ის ყველაფერი, რაც შუა საუკუნეების წყვილებს ახასიათებდათ და ეგონა, რომ თვითონაც ასე იქნებოდა. თვითონაც შორიდან დატკბებოდა გულის სწორის ხილვით და  თვითონაც დასწვავდა მისი ერთ შემოხედვა. ეგონა, რომ მასაც ისეთივე მოკრძალებით მოეპყრობოდნენ, როგორც წიგნებში  ექცევიან ბიჭები გოგოებს. გოგო მართლა ფიქრობდა, რომ  გამოჩნდებოდა ვინმე, ვინც ვარსკვლავებს მოუწყვეტდა.

ერთხელ გოგო ერთ ბიჭს შეხვდა. ეს ბიჭიც ჩვეულებივი იყო, არც ძალიან ლამაზი და არც ძალიან მახინჯი. ბიჭმა კარგად გათვალა როგორ უნდა მოეწონებინა გოგოსთვის თავი, გოგოც აჰყვა მას და ერთ საღამოს ბნელ ბაღში აღმოჩნდა მასთან ერთად. ამ დროს გოგო 16 წლის იყო და ისევ ბევრ წიგნს კითხულობდა. ბევრს ისევ სიყვარულზე. ამ საღამოს ციოდა და უკვე  კარგად ბნელოდა, გოგომ ტუჩებზე ცივი, სველი და რბილი ტუჩების შეხება იგრძნო. გოგოს არ ესიამოვნა, მაგრამ იფიქრა ალბათ ესაა ის ჯადოსნური კოცნაო და გადაწყვიტა მაინც სასიამოვნო მოვლენად აღექვა.  ერთხელ ამ ბიჭმა კოცნის დროს ხელი მკერდში ჩაუცურა.  გოგო გაბრაზდა და დაშორდა.

ამის მერე კიდევ შეხვდა სხვა ბიჭს. მასთანაც იგივე განმეორდა. მაგრამ გოგო მიხვდა რომ მკერდზე შეხება თვითონაც სიამოვნებდა და დაუთმო. თან იფიქრა ალბათ ასე საჭიროო.  ამ დროს ის კიდევ კითხულობდა წიგნებს.  ამ მეორე ბიჭმა ერთხელ ხელი ფეხბს შორის მოუსვა, გოგო გაბრაზდა, მაგრამ ესიამოვნა. ვერ მიხვდა რა უნდა გაეკეთებინა და ბიჭს აჰყვა.

მერე რომ დაფიქრდა, დაიბნა. ვერ ხვდებოდა რატომ არ აღწერდნენ წიგნებში ამ სასიამოვნო მომენტებს. ვერ ხვდებოდა ეს კარგი იყო თუ ცუდი. მას უბრალოდ სჯეროდა, რომ რაც წიგნებში ეწერა ყველაფერი კარგი და სწორი იყო.

როცა ამ ბიჭსაც დაშორდა და სხვა ბიჭს შეხვდა, მაშინ მიხვდა გოგო რომ წიგნშიც ატყუებდნენ მწერლები და თავის რეალობაშიც ბიჭები.

6 thoughts on “გოგო, ბიჭი და წიგნი

  1. ყოველი ადამიანის მოვალეობაა შეიძინოს ცოდნა, ეზიაროს მსოფლიო ლიტერატურას, მაგრამ ქრისტიანმა ადამიანმა უნდა გამიჯნოს ერთმანეთისაგან, რა არის მისთვის მისაღები და რა – არა.

    სამწუხაროდ ბევრი ვერ აცნობიერებს

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s