გათხოვება 9000 ლარად ან უფრო იაფად

დედა გეუბნებოდა, კარგად ისწავლეო. შენც იღებდი წიგნს, იზეპირებდი, ყვებოდი, ნიშანს გიწერდნენ. წლის ბოლოს გამოასწორებდი ხოლმე ნიშანს… მთლად ვერა, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ლამაზად გამოიყურებოდა შენი გვარის გასწვრივ ჩამწკრივებული ციფრები. სკოლა რომ დაამთავრე, მედალი ვერ აიღე… ბევრი იწუწუნა დედაშენმა. შენ კი იფიქრე, მედალი რა ჯანდაბად უნდაო, მაგრამ ბევრი თავის მტვრევის მერე მოეშვი ფიქრს. ახლა ემზადები უნარებში, ქართულში, ინგლისურში და კიდევ რაღაცაში. მაღალი ქულები უნდა აიღო, რომ გრანტი მოგცენ. ყველაზე იაფფასიანი ინსტიტუტი წელიწადში 2250 ლარი ღირს ე.ი. სულ 9000 ლარი. ამხელა ხარჯი გათხოვებაში? არა, არა. აი, რატომ უნდა გესწავლა კარგად სკოლაში – მომზადებაზეც დაზოგავდი ფულს, გრანტსაც აიღებდი და შენი გათხოვების ამბავიც უფასოდ მოგვარდებოდა. თუ უფასოდ არა, უფრო იაფად მაინც…
მაგრამ ნუ ნერვიულობ! გამოსავალი ჯერ კიდევ არსებობს! გრანტს რომ ვერ აიღებ, გულის სიღრმეში შენც კარგად იცი, მაგრამ თუ პირველივე კურსზე მოიგდებ ვინმეს, გათხოვდები და დაორსულდები, მიანებებ თავს იმ ინსტიტუტს (რაღა აზრი აქვს იქ ყოფნას, მისია შესრულებულია!) და შემდეგი სამი წლის საფასურს მაინც დაზოგავ.

პოსტის ავტორი

ჩემი მეგობარი :ანონიმი

One thought on “გათხოვება 9000 ლარად ან უფრო იაფად

  1. ჰაჰააა :)) მაგარი იყო. მაგრამ, რომ ვაკვირდები, გათხოვებას სულაც არ უნდა მაგხელა ხარჯი. ვინც საერთოდ არაფერში იწუხებს თავს, ის უფრო მალე თხოვდება😛 თორე 4 წელი რომ უფასოდ ისწავლი და სამომავლო ამბიციები გიჩნდება, გათხოვება მოგინდება მერე და ზედმეტი საზრუნავი?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s