წერილი ჩემს უნარშეზღუდულ მეგობარს

არიან ადამიანები ვისთან საუბარიც მაბნევს. ისინი მაკომპლექსებენ და მეც ყოველნაირად  ვცდილობ გავექცე.

ასეთი ხარ შენც, ჩემო პატარა მეგობარო. მე მიჭირს შენთან კომუნიკაცია, არადა უნარშეზღუდული საზოგადოებამ სწორედ შენ დაგარქვა. შენ ხარ ყველაზე თბილი და მგრძნობიარე არსება მათ შორის, ვინც კი ოდესმე შემხვედრია. ალბათ სწორედ ამიტომ ვიბნევი, მე ხომ შენსავით ვერ გამოვხატავ ვერც სითბოს და ვერც გრძნობებს. მე შენ გამო მრცხვენია ჩემი თავის . მრცხვენია და ამიტომაც გავრბივარ.  მე ხან ვისი მშურს, ხან ვისი, ხან  ვისზე ვამბობ აუგს, ხან ვისზე. ხან შენ წარმოიდგინე და სხვისი ბედნიერებაც შეიძლება არ გამიხარდეს, მაშინ, როცა შენ უსაზღვროდ კეთილი ხარ. ალბათ სწორედ ამ უსაზღვროობის გამო შეგარქვეს უნარშეზღუდულიც.

მრცხვენია, მრცხვენია და ათასჯერ გაგიმეორებ ამას. მრცხვენია იმისაც კი რომ ვერ ვიცვლები. ვერ ვხვდები  სათანადოდ კარგი იმისთვის, რომ შენნაირ ადამიანებთან მქონდეს ურთიერთობა. შეამჩნევდი, ხანდახან ფეისბუქზეც არ გპასუხობ, ან რომ მწერ მაშინვე გავდივარ.  არ ვიცი რაზე გელაპარაკო, არ ვიცი რა მაქვს  შენთან საერთო. უფრო სწორად შენ რა გაქვს ჩემთან საერთო.  ყოველთვის ხვდები თუკი ცუდად და ვარ და მზად ხარ დამეხმარო. მერე რა, თუ არ შეგიძლია, მთავარია რომ გინდა. მე კი  შემიძლია, მაგრამ არ გეხმარები, მაშინ, როცა შენ ის ყოველ წამს გჭირდება.

მაპატიე, თუ შეგიძლია მაპატიო.   და იცოდე, თუკი ჩვენ ორს შორის, რომელიმე ცხოვრებისგან დადაღულია ეს მე ვარ. მე ვარ შეზღუდული და არა შენ, ყველაზე კეთილო, ლამაზო და გონიერო არსებავ.

2 thoughts on “წერილი ჩემს უნარშეზღუდულ მეგობარს

  1. მეც მყავს ასეთი ადამიანები გარშემო და მეც მრცხვენია, როცა ხანდახან მათ უბრალო და გულწრფელ მოკითხვასაც არ ვპასუხობ ხოლმე(( არადა ისინი არც სურათების მოწონებას მთხოვენ,არც ყავაზე დაპატიჟებას მოელიან ჩემგან და არც იმის იმედი აქვთ, რომ რამე ნივთს ვათხოვებ (ჩემი მეგობრების უმრავლესობა მოკითხვის მერე ზუსტად იგივეს ითხოვს :))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s