sweet november


ჰელოუ ნოვემბერ^^ ჰელოუ, ნეტავ როგორი ნოემბერი იქნება.. ტკბილი თუ ძალიან ტკბილი..

რა მალე გავიდა ეს შემოდგომაც. საერთოდ ვერ ვიგრძენი, ისე ვარ ჩაფლული მშრალ ქაღალდებში და ყოფით უაზრობებში. ვერ ვიგრძენი როგორ ჩამირბინა შემოდგომამ. არადა მთელი წელი მენატრებოდა.

გადავიღალე.

ვიცი ეს ცუდი სიტყვაა და არ უნდა დავწერო, ვიცი ამით მკითხველს დავაფრთხობ მაგრამ გადავიღალე და რა ვქნა. რა მშრალი და უსუსურია ყველაფერი და რა პათეტიკური ვარ ეხლა მე. ხანდახან მინდება ავდგე და არსებულ რეალობას ვუყვირო, ვაგინო,  ხელის ერთი მოძრაობით როგორც ეს კომპიუტერში ხდება ჩავკეცო ან საერთდ გამოვრთო. გადავიდე იქ სადაც სულ შემოდგომაა და სულ მუსიკაა. თუნდაც ძველი ფრანგული მუსიკა.

გადავიღალე მაშინ როცა პრეზენტაცია, კონფერენცია, მერე ისევ პრეზენტაცია და ზოგადად ბევრია “ცია” არის დატეხილი ჩემს თავს. ნუ ისინი რა საკვირველი მე თვითონ დავიტახე, ალბათ იმიტომ რომ მათ გარეშე უფრო უბედური ვიქნებოდი ვიდრე ახლა ვარ მათთან ერთად.

წინა ნოებერში ერთი ბიჭი გავიცანი. სხვათაშორის ძალიან ლამაზი ამბავია, ოღონდ ერთ დღე გაგრძელდა. დილის 9 საათიდან საღამოს 9 საათამდე. უკვა თოვდა თბილისში და იმ დროს, როცა მე ქიმიის ლექციაზე უნდა ვყოფილიყავი, უცნობ ბიჭთან ერთად ვიჯექი რომელიღაც კაფის მეორე სართულზე და მრგვალი ფანჯრიდან ვაკვირდებოდი თოვას. ხომ ხდება ხოლმე ასეც. რატომ დასრულდა ეს ამბავი ასე მალე? იმიტომ რომ რეალურად არც დაწყებულა და ჭეშმარიტად ასე სჯობდა. ის დღე იყო და მეტად აღარ შევხვედრილვარ, ალბათ სწორედ ამიტომაც დარჩა კარგ მოგონებად.

ეს ამბავი ისე მოვყევი, განწყობისთვის, იმიტომ კი არა რომ წლევანდელი ნოემრისგანაც იგივეს ველი🙂 უბრალოდ კარგი იქნება აქაც ერთი-ორი ტკბილი ურთიერთობა.

და მაინც, ისევ ძალიან მინდა გავშორდე ამ რეალობას.  ამ ადამიანებს, რომლებიც მღლიან. ძალიან მღლიან. მღლიან იმით რომ არ ესმით ჩემი უსიტყვოდ, აბა ისე, სიტყვიერად გაგებინებას არც ვცდილობ, აზრი არ ექნება. არ ესმით ჩემი იმიტომ რომ ამ მოკლე ხანში მეც მათნაირი გავხდი, შესაბამისად არ ჩანს სხვაობა. არც ის, რომ მე სხვა რამ მინდა. და ასე. ვერ ვიტყვი  რომ ვიტანჯები. იქნებ ყველაზე უკეთესად ახლა ვარ, მაგრამ მაინც. გადავიღალე.

ამ შაბათს ვაშლოვანში მივდივარ და ცოტა მეშველება მგონი. რაღაც მაინც შეიცვლება. ნუ, ცოტათი უფრო მეტი მაინც ხომ მექნება ნანახი.

როგორ მიყვარს ნოემბერი.

2 thoughts on “sweet november

  1. “არ ესმით ჩემი იმიტომ რომ ამ მოკლე ხანში მეც მათნაირი გავხდი”

    ყოჩაღ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s