როგორ ჩავუშვი მეზობელთან წყალი

მარტო ცხოვრება ძალიან კარგი რამე უნდა იყოს. ერთხელ მომეცა ამის შანსი მხოლოდ.

ჯერ მარტო ის მომენტი რად ღირს, სახლის კარებთან ჩანთას რომ მოიჩხრეკავ გასაღების ამოსაღებად, მერე მარჯვენა ხელის არც ისე მკვეთრი მოძრაობით სინათლეს რომ აანთებ. სახლში შესული გზადაგზა მოსაცმელს, ჩანთას, ფეხსაცმელს  ტოვებ… მაცივრიდან იღებ სადილს, აცხელებ გაზზე და მაგიდას ერთ კაცზე შლი. პარალელურად რთავ ტელევიზორს და მეორე ოთახიდან გამომავალ საინფორმაციოს უსმენ. სადილის შემდეგ ადუღებ წყალს, იმზადებ საყვარელ ყავას, ნახევრად დაბნელებულ ოთახში რთავ კომპიუტერეს, ამოწმებ შეტყობნებებს..  იმ საიდუმლო ადგილიდან კარადაში რომ გაქვს იღებ სასმელს, იმ წვრილ სიგარეტს და ეძლევი მარტოობისგან მოგვრილ სიამეს.

ძირითადად ასე ხდება, მაგრამ სხვანაირადაც მოხდა…

ჩვეული მოძრაობით ვაღებ კარს, არ ვანთებ სინათლეს, იმიტომ რომ მარჯვენა ხელი დაიკავა მაცივრის კარმა. გარეთ ცხელა. აგვისტოა. თბილისში ვარ და ბუღი ტრიალებს. მაცივარში არ არის ცივი წყალი. რა გინდა მეტი საშინელება. ვუშვებ ონკანს სადაც გახურებულ მილებში გამოვლილი წყალი არაფრიღ ჩამოუვარდება ადუღებულს. ონკანს ვტოვებ მოშვებულს, იმ იმედით რომ ცოტა მაინც გაგრილდება. გავდივარ მეორე  ოთახში და ზემოთ აღწერილი გრაციოზულობის გარეშე, ინსტიქტურად ვიხდი ყველაფერს რის საშუალებასაც მაძლევს ზაფხული.  ვრთავ ისევ ტელევიზორს, კომპიუტერეს და სულ მავიწყდება მოშვებული ონკანი. არც გამახსენდებოდა მეორე ოთახში გამოსული წყლის კლაკნილი ხაზი  რომ არ დამენახა. ფაქ:/ წყალი გადმოვიდა ნიჟარიდან, რაღაცამ ჩაკეტა და იმის წარმოდგენაც არ მინდა რა ხდება სამზარეულოში. შევდივარ და ვტოპავ გუბეებში.  მაშინვე ყველაფერს ძირს ვყრი, ვკეტავ ონკანს და მთელი ძალისხმევას წყლის ამოხაპვას ვანმდომებ. ვიღას ახსოვს  ის არაადამიანური სიცხე. თან გული მიკანკალებს იმის გაფიქრებაზე რომ წყალი მეზობლებს ჩაუვათ.  გულის კანკალი კიდევ ვერ გამოხატავს ჩემს მდგომარეობას, სუნთქვაც მეკვროდა. წარმოვიდგინე როგორ დამყვიროდნენ ეს ადამიანები, როგორ გამიბრაზდებოდნენ ჩემი მშობლები, რომლებიც აღარასოდეს დამტოვებდნენ მარტოს. ღმერთო ნეტავ არ ჩასულიყო წყალი, ნეტავ. ალბათ 10 წუთი გავიდა ამ შემთხვევის მერე, როცაკიბეებზე მძიმე ნაბუჯების ხმა მომესმა.  ძველი კანკალი რაღა მოსაგონია, ერთიანად მიწისფერი დამედო ალბათ.  განწირული ვარ.  ვფიქრობ, რომ არის  შანსი ჩემთან არ დააკაკუნოს და სწორედ ამ წამს აკაკუნებენ
. რის ვაი-ვაგლახით გავდივარ დატბორილ სამზარეულოს, ვიკრებ ყველა ძალას რაც კი იმ წამს გამაჩნდა და ვაღებ კარს.  ჩემი მეზობელი აღმოჩნდა. სხვა სადარბაზოდან. უცბად ვიფიქრე რომ სხვა სადარბაზოშიც ჩავიდა წყალი, მაგრამ მერე მივხვდი რომ ჩემმა ფანტაზიამ საბოლოოდ აშალა აფრები. თურმე დასაქმების პროგრამიდან ყოფილა. რამდენიმე წუთის შემდეგ, როცა თავს გადარჩენილივით ვგრძნობდი, მომესმა კარის გაღების ხმა, ოღონდ ორი სართულით ქვევით. აქ ერთიანად დამიარა ჟრუანტელმა. და შემიპყრო იმ ფიქრმა რომ წყალი არა მარტო ერთი, არამედ ორი სართულით ქვევითაც კი ჩავიდა. რა პასუხი გავცე ამ ხალხს. ორი სახლის გრემონტებას  ხო არ ვეხუმრები. ვერ აღვწერ რა გამოვიარე სანამ კიბეებზე ნაბიჯების ხმა არ შეწყდა და კაკუნიც სრულიად სხვა ბინის მიმართულებით არ გაისმა. მოკლედ რომ ვთქვა ეს დღე მშვიდობით დავაღამე. მეორე დღეს გამოცდა მქონდა და ერთი სანერვიულო მეორეთი შევცვალე.

და აი ერთი დღის შემდეგ, როცა ასე თუ ისე მივიწყებული მქონდა მეზობლეთან წყლის ჩასვლის საშიშროება მე ისევ მომესმა კაკუნი ჩემს კარზე. დამიარა ძველმა ძრწოლვამ. გავხსენი კარები და ორი უცნობი მამაკაცი შემრჩა ხელთ და იცით რა იყო მათი პირველივე სიტყვები, იცით რა იყო? “წყლის ჩამოსვლასთან დაკავშირებით გაწუხებთ” აქ უკვე ვეღარ მოვთოკე თავი, ორი დღის ემოცია ერთად ამოვუშვი, ვუთხარი რომ პირიქით, მე შევაწუხე ისინი, რომ ძლიერ ვწუხდი, რომ არც კი ვიცი ეს როგორ მომივიდა და ალბათ ასე გავაგრძელებდ კიდევ რამდნეიმე წუთს ერთ-ერთს რომ არ შეეწყვეტინებინა და არ ეთქვა სახურავიდან წყლის ჩამოსვლაზე გაწუხებთო, რომლის გამოც ჩვენ მაგალითად, რამდეჯერმე რემონტის გაკეთება მოგვიწია, იქამდე სანამ  გაურკვეველმა ძალებმა არ შეაკეთეს სახლის სახურავი. ახლა მათ აინტერესებდათ ისევ ხომ არ ჩამოდიოდა წყალი და ისევ ხომ არ საჭიროებდა შეკეთებას.  შემრცხვა და თან როგორ. ამის აღსაწერად უკვე უძლური ვარ.

რაღას ვიზამდი.

მასე მერე გავიდა დრო და ჯერ არავინ მოსულა ჩემთვის ესოდენ საშიში საჩივარით.

2 thoughts on “როგორ ჩავუშვი მეზობელთან წყალი

  1. და შენ მის მერე ელოდები მეზობლის ამოვარდნას? :დ საინტერესო ისტორია გადაგხდენია ისე :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s