ერთი წუთი

უკვე დაღლილი ჩავრბივარ ექსკავატორზე. გაჩერებულ მატარებელს უნდა მისუწრო. უნდა მივუსწრო სანამ წასულა და 2-3 წუთიანი ლოდინისთვის გავუწირივარ.  ჩავრბივარ. ვგრძნობ, სუნთქვა მეკვრის. ყელში მეჩხირება გარედან შემოყოლილი სიცივე. რომ ვერ მივსწრო ტრაგედია დატრიალდება ასე მგონია. რა ცუდად მომებლანდა ეს კაცი ფეხებში, ალბათ გემრიელადაც შემიკურთხა, ისე ძლიერად გავკარი მხარი. ვერ მივუსწარი. ეს მათხოვარიც რაღაცნაირად მღერის. თითქოს ჩემს ტრაგედიას უდებს ფონს.  გული ამოვარდნას მაქვს, სადღაც ყელთან ახლოს, ლავიწებს შორის. ვერ მოვუსწარი. რამდენი დამაკლდა? 5 წამი? კი, 5 წამი იმისთვის რომ მატარებელში კარების დახურვამდე ერთი ნახოტმით შევმხტარიყავი. 10 წამი იმისთვის რომ ადამიანურად შევსულიყავი და ალბათ 1 წუთი იმისთვის რომ ამდენი არ მერბინა.  სად დავკარგე 1 წუთი.  1 წუთით მეტი მეძინა?  მეტი ვჭამე?  1 წუთით მეტ ხანს ვიყავი სააბაზანოში? სად გავაკეთე ზედმეტი მოძრაობა? იქნებ ტელევიზორს ვუყურებდი და ამ დროს დავკარგე ის 1 წუთი, რომელიც საბოლოოდ 3 წუთს უდრის( შემდეგი მატარებლის  მოლოდინში გატარებულ 3 წუთს).  სწორედ ამ ლოდინში ვაანალიზებ რას ნიშნავს  წამები, წუთები, სეკუნდებიც კი…

ვაგზლიდან საბურთალოს ხაზზე უნდა გადავჯდე. შორიდან მესმის გაჩერებული მატარებლის ქოშინი. და მეც ისევ გავრბივარ. ოღონდ მივუსწრო. ოღონდ კიდევ 3 წუთი არა. ანუ 6 წუთი.  ოღონდ არ დამაგვიანდეს. წუთი-წუთზე.  მივრბივარ, ზოგან მივსრიალებ კიდეც, ისე ცურავს ჩემი ფეხსაცმელები.  ისევ ვეჯახები სხვებს. ამ გრძელ დერეფანში, რომელიც სავსეა პიკის საათისგან შეძრული ადამიანებით  მე უშედეგოდ  ვცდილობ გზის გაკვლევას. მერე კიბეები. მატარებლი უმატებს ქოშინს, სადაცაა ჩავალ. მისი გამაყრუებელი ხმა მალე გაავსებს გვირაბებს და მე ისევ ვცდილობ მივუსწრო. აი, ვიღაც კეთილმა ახალგაზრდამ კარები დამიჭირა ხელით.

შევასწარი. გადავრჩი.  გადავრჩი კიდევ დროის დაკარგვას. ეხლა ყველაფერი ადვილად წავა. დღეს შეიძლება საათებიც კი დავკარგო ათას უაზრო რამეზე, მაგრამ არა 2-3 წუთი აქოშნებული მატარებლის ლოდინში. მკლავს ეს წუთები.

4 thoughts on “ერთი წუთი

  1. ოოო როგორ მღლის ექსკავატორზე სირბილი:/ მაგრამ იმდენად ვარ მიჩვეული სულ რომ არსად მეჩქარებოდეს მაინც ვერ ვდგავარ, სულ მგონია რომ უაზროდ ვკარგავ ესოდენ “დიდ” დროს :დ

  2. ჯერ წაუკითხავი პოსტიც კი გამიხარდა ისე მომენატრე: )
    ჩანაწერი კი, როგორც ყოველთვის, ძალიან მაგარია: )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s