ყოველთვის შეგიძლია…

ყოველთვის შეგიძლია ჩამოხვიდე სახლმდე რამდენიმე გაჩერებით ადრე.  გაიარო ცოტა მაინც ფეხით შენს უბანში. მერე რა, თუ გამოფიტული ხარ. მოუსმინო მუსიკას, თუნდაც nothing else matters-ს… და უყურო მანქანების ანთებულ ფარებს.

ყოველთვის შეგიძლია შეიარო იმ ძველ მაღაზიაში, იყიდო საყვარელი ყავა. ყოველთვის არა, მაგრამ იშვიათად მაინც,  შეგიძლია დატკბე სველი წვეთების შეხებით.უყურო  წვიმისგან მოლაპლაპებულ გზატკეცილს. და იფიქრო.

 

ყოველთვის შეგიძლია სახლში ასულმა მოიდუღო შენი საყვარელი ყავა და დატკბე იმ დროით რომელიც ყავის ფინჯანის  სამზარეულოდან შენს ოთახამდე მისატანად გჭირდება, იმიტომ რომ ამ დროს ყველაზე კარგად შეიგრძნობ მის სუნს.

შეგიძლია  ჩართო ისევ შენი საყვარელი სიმღერა, ან რამე ახალსაც მოუსინო.ყავისა და მუსიკის არომატით დააგემოვნო თუნდაც რომელიმე უინტეროსო საგანი.

ყოველთვის შეგიძლია დატკბე რაღაცით, თუნდაც რუტინით..

.

2 thoughts on “ყოველთვის შეგიძლია…

  1. ხშირად “ვტკბები” რუტინით. მაგ. დილით ყავა,კექსი და ტოსტი წინასწარ პოზიტიურად განმაწყობს და ეს განწყობა შემდეგ მთელიდ დღის განმავლობაში დამყვება ხოლმე:) წვიმის ყურებაც არანაკლებ სასიამოვნოა, ან წვეთებისთვის ყურის დაგდება.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s