ისევ ცუდსა და უარესს შორის

დიდი ხანია დღევანდელობაზე პოსტის დაწერას ვაპირებ, მაგრამ რაღაცნაირად ვერ მოვახერხე, არადა იმდენი დამიგროვდა აღარც ვიცი საიდან დავიწყო.

პოლიტიკა. არ ვიცი აქვს თუ არა ამ სიტყვას იმხელა დატვირთვა სხვა ქვეყნებში, როგორც საქართველოში. დემოკრატია. არ ვიცი რამდენს ესმის რეალურად მისი მნიშვნელობა.  ქართველების ლანძღვა ჩვევად არ მაქვს და არც ილიაობას ვაპირებ, მაგრამ ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ, მე უბრალოდ აღარ შემიძლია ამაყი ვიყო ჩემი ეროვნებით.

ფანატიზმზე და ბრმადმორწმუნეობაზე საშინელი არაფერი მგონია. საზოგადოების მიერ, გარკვეული ადამიანების გაკერპება იწვევს უზნეობას. იცველბა საზოგაოება და იქცევა ბრბოდ, ხოლო კერპს ავიწყდება, რომ მალე დაიმსხვრევა. ასე მოხდა უკვე რამდენჯერ საქართველოში. ყევლაზე ცუდი კი ის არის, რომ ადამიანები ერთმანეთს უპირისპირდებიან საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების გამო. ცოტა ხნის წინ, როცა მე არ გავიზიარე ჩემი მეგობრის აზრები „ქართული ოცნების“ კეთილშობილების შესახებ,  ლამის უროთი გამომეკიდა მოსაკლავად. ასეთი გამწარებული და განრისხებული მე ის არასოდეს მინახავს, ყველაფერი დავკარგე მის თვალში. სამწუხაროა. მეც არ ეთანხმებოდი მას, მაგრამ ასე არ დამიმცირებია, ალბათ იმიტომ, რომ  მეგობრობა კერპებზე მაღლა დავაყენე. თუმცა მე არც მყავს კერპი.

ზაფხულში სოფელში მომიწია ჩასვლა, სადაც ერთ ხმაში ამღერებული „ოცნების“ აქტივისტები დამხვდნენ. ვიჯექი ჩემთვის და ვფიქრობდი, რითი მოიხიბბლა ეს ხალხი ასე ძალიან. ერთმა ისიც კი თქვა,  ოღონდ ნაციონალები წავიდნენ და სოფლის გამგებლად თუ გინდა გიჟი დაუნიშნავთო. მერე ერთმა სადღეგრძელოში თქვა, ჩვენს კერას გაუმარჯოსო, კერა მარტო სოფლელებმა ვიცით რა არის, აბა ბანწიკიანმა ქალაქელმა, პარკეტზე გაზრდილმა რა იცის „კერა“ რა არისო. „კერის“ ასეთმა ვიწრო გაგებამ დამარწმუნა რომ ზევით აღნიშნული ფანატიზმი გასაკვირი საერთოდ არ უნდა ყოფილიყო.

მერე გამოქვეყნდა პატიმრების ვიდეოები, მაშინვე დაიწყეს სტუდენტებმა აქციები და მეც  შევუერთდი. თუმცა აქციაზე რატომღაც „ქართული ოცნების“ აქტივისტ კაცებთან ერათად მომიწია სიარული, ხოდა ამ კაცებმა ისე აგინეს ერთ ნაციონალ ქალს და ისეთი სურვილები დააყარეს, სადაც ცოცხი მთავარ როლს თამაშობდა, რომ მაშინვე მივხვდი, ჩემ გვერდითმყოფები არაფრით ჩამოუვარდებოდნენ ციხის ბადრაგებს. ამ დღის მერე აღარც მივსულვარ სტუდენტურ აქციებზე, ჩემს მეგობარ კი, რომელმაც ლამის  უსაშინლეს ადამიანად ჩემრაცხა, ვუთხარი, რომ არ ვაპირებდი არავის პოლიტიკურ მარიონეტად ქცევას, ეს კადრები რომ გამოქვყნებულიყო აპრილში ან მაისში იქნებ ღამეც გამეთენებინა გლდანის ციხესთან, ახლა კი სამწუხაროდ საკუთარი პოზიციის გამოხატვა ბიძინისტობას უდრიდა.

არჩევნების წინ, რამდენიმე დღით ადრე, კადრები გამოქვეყნდა, სადაც ბიძინას ახლობელი პოლიციელების მოსყიდვას ცდილობდა. ამასთან დაკავშრებით მეტად საოცარ დიალოგს შევესწარი, ერთი კაცი ეუბნება მეორეს: „ეხლა, რომ ამბობენ ბიძინამ პოლიციელები მოისყიდაო, რა უნდათ კაცო ვერ გავიგე, არჩევნები მაგისია, რომ ვიღაც მოისყიდო!“.

გავოგნდი, მაგრამ რას ვეტყოდი..

ქართველური ფანატიზმის ეპიკი, კვირა ღამეს დაფიქსირდა, როცა ათი თვის ბავშის მკვლელობაში მანანა ბერიკაშილმა პირდაპირ დაადანაშაულა ნაციონლური მოძრაობა. დაადანაშაულა მტკიცებულებების გარეშე და ალბათ საკმაოდ ბევრი ხმა დააკარგვინა. ემოციებისგან აღტყინებულმა ბრბომაც მაშინვე დაიჯერა, რომ  სოფელში მცხოვრები, მემგონი რომ პოლიტიკურად არც ისე საინტერესო ობიექტის დისშვილის მოკვლა ნაც. მოძრაობას ხეირს მოუტანდა და მისი გინებით გული იჯერა.. მეორე დღეს კი ბოდიშის მსგავსი რაღაც მოიხადეს. მე კი ვფიქრობ რომ, როცა ადამიანს ხელისუფლებაში ყოფნაზე პრეტენზია გაქვს, აფექტში მყოფმა არ უნდა ილაპარაკო, ცილი არ უნდა დასწამო და თუ დასწამებ უნდა დაისაჯო, მაგრამ… ვინ მოსთხოვს მს პასუხს.

და დღესვაკო ავალიანმა განაცხად აასეთი ფრაზა – „ ხაზს ვუსვამ, დაიღუპა ჩვენივე აქტივისტის შვილი და არა „ნაცაქტივისტის“ და ირაკლი ალასანია არ კლავს ბავშვებს! ვიღაც ნაძირლები კი ამგვარ ცილისწამებას ავრცელებენ“რა მნიშვნელობა აქვს ვისი ბავშია, რა მნიშვნელობა

 

მიშა მოიყვანა „ოღონდ შევარდნაძე არა“ პოლიტიკამ, იგივემ მოიყვანა ახლა ბიძინა. ესენი  წავლენ, იმიტომ რომ „დრონი მეფობენ“, მაგრამ ამ ფანატიკოს და ბრმა ერს ეშველება რამე? ერთხელ ნათელაშვილმა ქართველებს „ფულზე აწუნკლებული ხალხი“ უწოდა და ასეცაა.. ასეა, იმიტომ რომ  მთავრობა გაივსო პოლიტიკური მეძავებით, დავითაშვილებით, ძიძიგურებით, სუბარებით, ხიდაშელებით, უსუპაშვილებით და სხვებით.. იმ ადამიანებით, რომლებმაც მარტო ვერაფერი გააკეთეს და მთავრობაში მოსვლა მარტივად, ფულს უკან ამოფარებულებმა შეძლეს..

მე ვერ ვხვდები, რატომ უნდა იყვნენ ხელისუფლებაში მოჭიდავეები, ფეხბურთელები, მსახიობები, მომღერლები, აქ ხომ სულ მინიმუმ იურიდიული განათლებაა საჭირო. ვერ ვხვდები, რატომ ხართ ასეთი ბრმები.

ისიც საინტერესოა, რამდენმა შეხედა ივანიშვილის პროგრამას ეკონომისტის თვალით და არა „წუნკალა ძაღლის“ თვალებით.

ისე გამოდის, თითქოს ნაციონალი ვიყო, არადა უპარტიო ვარ, რომელსაც უბრალოდ თავისუფალი სახელმწიფო უნდა. სახელმწიფო, რომელიც არ შეირცხვენს თავს ზემოთ აღნიშნული კადრების გამოქვეყნებით. არ შეირცხვენს თავს პრეზიდენტით, მთავრობით, ხალხით… მაგრამ ახლა, ამ წუთას:

მე მრცხვენია ჩემი ქართველობის!

მრცხვენია ფანატიკოსების!

და ჭეშმრიტად ის მთავროვბა მივიღეთ, რომელსაც ვიმსახურებდით…

ესეც ადრე ჩარეცხილები და აქ უკვე ბობოლად ქცეულები^^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s