ჩვენი ბრალია

ვისაც არ უნდა მოეკლა ეს ბავშვი სირცხვილია, სირცხვილია რომ ჩვენმა ფანატიზმმა, რადიკალურობამ ასეთი სახე მიიღო, სიბინძურეს გვტენიან და ჩვენც ვიღებთ, არ ვაპროტესტებთ იმას რაც რეალურად გასაპროტესტებელია, ჩვენ მივიყვანეთ ეს პოლიტიკოსები ამ ზღვრამდე, ჩვენ მივიყვანეთ ამხელა ამბიციებმადე, ჩვენი ბრალია მომხდარი, ჩვენი ფანატიზმის ბრალია მაგრამ ვერ ხვდებით, ისევ გარკვეულ პარტიებს ტენით, ხოდა ღირსებიც ვართ უარესი, ბევრად უარესი მთავრობის. უღირსი, ზარმაცი მართლა ფულზე დახარბებული ერი ვართ, მითხარით რაც გინდათ, მე უკვე გული მერევა ამ რეალობაზეც და ჩემ გვერდით მყოფებზე:// ჩვენ თვითონ მივიყვანეთ საქმე იქამდე, რომ ახლა ვარაუდების ამარა ამოვირჩევთ ხელისუფალს.

2 thoughts on “ჩვენი ბრალია

  1. მე კი მგონია, რომ იმ ადამიანს ვინც მოკლა ბავშვი, ეს არ უნდოდა. დაშინება უნდოდა უბრალოდ და ესე გამოუვიდა, რის გამოც თვითონ ძალიან მეცოდება. შეიძლება ასე მინდა იყოს და ამიტომ ვუძებნი გამოსავალს ამ საშინელებას, მაგრამ ერთი რამის გამო დავფიქრდი ამაზე. ბრბოში, ერთმა ადამიანმა დაიყვირა ქვევრი და ვინ შეიძლება ყოფილიყო მკვლელის გარდა, სხვამ არავინ იცოდა ბავშის ადგილსამყოფელი, ხოლო რადგან დაიყვირა, იმის შანსიცაა რომ გადარჩენა უნდოდა. ეს ერთ-ერთი ჩემი ვარიანტთაგანია მხოლოდ, რა თქმა უნდა გამოძიება უნდა მოხდეს!!

    1. მე როგორც ვიცი მკვლელობა ვინმე ნათესავს დაბრალდა, და მოტივიც აპოლიტიკური იყო, თუმცა რას გაიგებ ადამიანი, რთული საკითხია:/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s