ჩეულებრივი პირადი პოსტი

…მე ვაპირებდი რაღაცნაირად შემეცვალა ჩემი ბლოგის თემატიკა და პირადიდან მეტად ინფორმაციულ ბლოგად გადამექცია, მაგრამ.. არ გამომდის, იმიტომ რომ ეს არ გაკეთდება ჩემთვის, ეს გაკეთდება მკითხველისთვის, მე კი ბლოგი ჭეშმარიტად  პირველ რიგში მხოლოდ ჩემი თავისთვის შევქმენი..

რატომ ამხელა შესავალი.. იმიტომ რომ, მიჭირს დავიწყო ერთი ჩეულებრივი, პირადი პოსტი…

წინა პოსტები ჩემი ცხოვრების იმ გზაზე შეჩერდა როცა მე პირველი კურსის დახურვას აღვნიშნავდი, უამრავ გეგმას ვაწყობდი და საერთოდაც უფრო ოპტომისტი ვიყავი ვიდრე ეხლა ვარ.

რა მოხდა მას მერე, რაც მეგონა რომ ამოვისუნთქე…

ჩაირა მეტად დამქანცველმა სამერ ჯობმა…

მართალია მისი ჩავლის მერე დიდი დრო არ გასულა, მაგრამ უამრავ ვნებათაღელვას მაინც გადავაწყდი… მოკლედ, ვგრძნობ რომ მემსხვრევა ზაფხულის გეგმები და ხელიდან მეცლება ნანატრი დასვენებაც…

რამდენიმე დღეა ვზივარ ჩემს ოთახში… თბილსში საოცრად აგრილდა და იმასაც ვეღარ ვწუწუნებ რომ დავისიცხე. ჩავიხუთე და ამოვიხრჩე…

…სავსე მაქვს ოთახი ათსგვარი წიგნით, მათ შორისაა მომვალ სემესტრში გასავლელი რამდენიმე საგნის წიგნიც, გადაშლილი მაქვს რამდენიმე რვეულიც. ბლოკნოტი, რაც გინდათ ის დაარქვით… მაგიდა სავსეა ძაფებით, ნაჭრებით, საქსოვებით, ქაღალდის წებოებით, სკოჩებით, კალმებით, ფანქრებით…

და მეც ვწერ და ვჭრი… ვჭრი და ვკერავ… ვსქოვ და ვარღვევ.. და ძალიან ბევრ რამეს ვასკოჩებ..

რა  გამოყენებადი ნივთი ყოფილა სკოჩი! სკოჩით ვაწებებ მე ძალიან ბევრ რამეს, მაგალითად ეხლახანს გატეხილი „ნაჩნიკი“ მივაწებე და შემდეგ ჩამოვკიდე კედელზე, სადაც იქამდე მისთვის ლურსმანი მივაჭედე…

…და მე საოცრად მსიამოვნებს ამ ყველაფრის კეთება, მაშინ როცა ჩემი მშბოლბები გამუდმებით ცდილობენ შემოიხედონ აქ, ხან ნებლიედ, ხან უნებლიედ მირღვევენ შექმნილ მყუდროებას.. მათ ჰგონიათ რომ მე ვერ ვისვენებ, ხან სად წასვლას შემომაპარებენ, ხან სად, ნუ რა თქა უნდა, მხოლოდ იქ სადაც თვითონ უნდათ რომ წავიდე და არა იქ,  სადაც მე მინდა.. და ვერ ვხვდებიან, რომ მე ასე უფრო ვიღლები…

ვფიქრობ, რომ ტკივილი მაწერინებს ყველაფერს. ახლაც იმიტომ ვწერ რომ მტკივა, თორემ არ დავწერდი. ან ვერ დავწერდი. მტკივა ყელში,  იმიტომ რომ მგონია იქ ბურთია გაჩხერილი. მტკივა თვალის უპეებში, იმიტომ რომ სადაცაა წამომსკდება ცრემლები და მერე მოდი და აუხსენი მშობლებს რატომ გეტირება.. მაშინ, როცა შენც არ იცი. ან იცი და საკუთარ თავსაც უმალავ.

…მე ვგრძნობ რომ სადღაც მივექანები და მგონი ეს „სადღაც“ არც ისე რეალური ადგილია… თუმცა რა აზრი აქვს, მთავარია ამას სჯობდეს.. ხო, მთვარი სწორედ  ეს არის..

როგორ მაკომპლექსებენ ადამიანები ხანდახან.

მე ალბათ მაინც წავალ სადმე, ან აქ დავრჩები და საბოლოოდ მოვიშორებ ყალბ ღიმილს.

აქ კი რა მოსატანია, მაგრამ მაინც ძალიან მიკვირს, როგორ ყველაფერს ეჩვევა ადამიანი. ეს იმიტომ ალბათ, რომ უმაღლესი განვითარების არსებაა და ადაპტაცის უნარიც უმაღლესი აქვს.

რაღაც-რაღაც იდეები მიტრიალებს თვავში მომავალ წელთან დაკავშირებით, იქნებ ავასრულო კიდეც, ჯერ არ ვამხელ, მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე…

როგორ მინდა ხანდახან ჩემს სახურავზე ასვლა და ყვირილი. ისედაც კარგია სახურავზე,სულ რომ არ იყვირო მაშინაც.. ხედავ შენს ქვეშ ჭიაჭველებით პატარა ადამიანებს და გიკვირს ამათ გამო როგორ ვბრაზდებიოო..

ოო, ერთ დეპრესიულ გოგოდ გადავიქეცი მგონი, გამუდმებით ყავასა და სიგარეტს რომ ითხოვს, ლოგინთან კი ყოველი შემთხვევისთვის არყის ბოთლი აქვს მიმალული.

და მაინც, რა კარგი რამე ყოფილა სკოჩი.. რამდენი რამე დამაწებებინა…

4 thoughts on “ჩეულებრივი პირადი პოსტი

  1. კარგია, რომ დაწერე… განწყობა ისეთი რამაა, სულ უეცრად შეიძლება შეიცვალოს ცუდისკენ ან პირიქით…
    მე და ჩემ მეგობარს ერთი მეთოდი გვაქვს: შეხედე ამ ყველაფერს 30 წლის შემდგომი ნათიას თვალით და ნახავ, რომ არც ისე მნიშვნელოვანია ეგ დაბრკოლებები თუ რაცაა, რომ ცუდ ხასიათზე დიდხანს ყოფნად ღირდეს…
    აი, რომ დაიძინებ, ლამაზ სიზმარს ნახავ და ხვალ ღიმილით გაიღვიძებ, სკოჩის აქტუალობაც შესუსტდება😉

    1. :დ ჰაჰ კარგი ხერხია, მეც მივმართავ მომავლაში** დანარჩენი კი ნამდვილად მასე მოხდა, მეორე დღეს ლამაზი სიზმრის გარეშეც შემეცველა განწყობა :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s