“დაბადებულები საქართველოში”

  

 

ჟანრი:დრამა

სიუჟეტი:   ფილმის ოთხი გმირი: უცხო ენების სპეციალისტი თინა, სადაზღვევო კომპანიის თანამშრომელი თამრი, ემოციური და წინააღმდეგობის მოყვარული ადამიანი ნიკა და  ბანკის ყოფილი თანამშრომელი გიორგი, აგვისტოს ომის შემდეგ ცდილობენ შეინარჩუნონ ადამიანობა, მეგობრობის უნარი და თავი გაართვან იმ არსებულ შტამპს, რომელსაც ”დაბადებული საქართველოში” ჰქვია.

დამდგმელი რეჟისორი: თამარ შავგულიძე

სცენარისტი: თამარ შავგულიძე

დამდგმელი ოპერატორი: გიორგი შველიძე

დამდგმელი მხატვარი: სალომე სხირტლაძე

კომპოზიტორი: გიო ცინცაძე

 როლები:  ნუცა კუხიანიძე (თინა), თამარ  ბზიავა (თამრი), ვანო თარხნიშვილი  (ნიკა), გიორგი გიორგანაშვილი (გიორგი)

ხანგრძლივობა:  81 წთ

ფერი: ფერადი

    კინოსტუდია “სანგუკო”,  “კონტროლსტუდიო” , კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი

წყარო:http://www.geocinema.org.ge/index.php?pg_id=6&id=13163637263806&lang=1

მთელი კვირა აანონსებდა „რუსთავი 2“ ამ ფილმს. და მეც მთელი კვირა ვგგემავდი მის ნახვას.  საბოლოოდ  მოვკალათდი, მოვეწყე საყურებლად, ფილმიც დაიწყო, მაგრამ რად გინდა, არაფერი არ მესმის. ავუწიე ხმას, მერე კიდევ ავუწი და ბოლოს მივხვდი რომ პრობლემა ხმამაღალობაში კი არა, მსახიობების მეტყველებაში იყო.  გადავირიე, ბურტყუნებდნენ, შეიძლება ითქვას ყუყუნებდნენ თავისთვის რაღაცას. ღმერთი, რჯული, ფილმში ხარ, ამდენა ხალხმა უნდა გნახოს და მეტყველებაც გიჭირს? ხოდა, სიმართლე რომ ვთქვა, ნახევრამდე არც იყო მისული ტელევიზორი რომ გამოვრთე. სულაც არ გახდა ბოლომდე ნახვა საჭირო იმისთვის, რომ დავრწმუნებულიყავი რა უსიცოცხლო, უშინაარსო, უემოციო და უნიჭო ფილმია. სამწუხაროა, სამწუხარო, ნამდვილად ვფიქრობდი, რომ ქართულმა კინომ ამოისუნთქა.  არ შემიძლია არ გამოვყო ერთ-ერთი მსახიობი: – თამარ ბზიავა, საერთოდ რა უნდა ამ სფეროში://

სამწუხაროა ისიც, რომ კინოკრიტიკა და ზოგადად კრიტიკა არ არსებობს საქართველოში, მე კი „ვაკრიტიკებსავით“ მაგრამ პროფესიული თვალი სულ სხვაა. მე  შეიძლება,  ერთი უგემოვნო მომხმარებელიც ვიყო, რომელსაც ამ ფილმის ღირსეულად და შესაფერისად აღქმის უნარი არც მქონდეს. ამ პოსტის ავტორს კი, ქება-დიდების ნაცვლად, ერჩივნა უარყოფით მხარეებზე ესაუბურა. თუ ყველა ერთმანეთს ავუბამთ მხარს, დავხუჭავთ თვალს და იმაზე რაც ცუდია, ვიტყვით რომ კარგია კარგ ჩიტსაც დავიჭერთ^^

3 thoughts on ““დაბადებულები საქართველოში”

  1. ხმის პრობლემა მემგონი უფრო მიკროფონში იყო ვიდრე მსახიობებში.
    ფილმზე არც მე მიყურებია – თითქმის შუიდან დავიწყე და საშინლად გაწელილი მეჩვენა.

    1. ენივეი, მსგავსი პრობლემები მხოლოდ დაბალ ხარისხზე მეტყველბეს^^

  2. არ მინახავს, თუმცა ინტერესისთვის ვნახავ… ძალიან ბევრი კომპეტენტურისგან მსმენია რომ კარგი ფილმია. საუკეთესო არა, მაგრამ კარგი…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s