აგვისტოს ომი

ომზე სიტყვის ამოღებას არ ვაპირებდი, მითუმეტეს პოსტი დაწერას, მაგრამ ვერ მოვითმინე.  ჩემი უსურვილობა ზედმეტად „ბანალური“ თემატიკის შიშით არ იყო გამოწვეული, უბრალოდ არ მგონია, რომ შემიძლია  დახოცილ მეომრებზე, ან ზოგადად ომზე რამე ახლის და ფასეულის თქმა.

თუმცა, მაინც გადავწყვიტე დუმილის დარღვევა. და ვეჭვობ ბევრი „არა პატრიოტის“ იარლიყსაც მომაკერებს.

სიმართლე რომ ვთქვა, მაღიზიანებს  ამდენი ყაყაჩო, უამრავი მსვლელობა, რეპორტაჟი, იმიტომ რომ ვიცი ყალბია.  საინტერესოა ისიც, რომ ყველა დაღუპულ ჯარისკაცს გმირის სახელი მიაწებეს. ხშირად მოისმენთ ფრაზას: „ქვეყნის თავისუფლებას თავი შესწირა!“, რომელ თავისუფლებაზე ვსაუბრობთ იქნებ განვმარტოთ? ეჭვი მაქვს რომ თავისუფლების გაგები და ზოგადად პატრიოტიზმის კოეფიციენტი 21-ე საუკუნეში ფრიად დაქვეითებულია.

რაოდენ  ლამაზადაც არ უნდა შევფუთოთ დახოცილი ჯარიკაცების ამბავი, რა სევდიანი და სენტიმენტალური ამბებიც არ უნდა მივაკეროთ, ფაქტი ერთია, ისინი „საზარბაზნე ხორცად იქცნენ“ და ბევრი ჭეშმარიტი პატრიოტიზმის გამო კი არა, უბრალოდ მოვალეობის გამო იბრძოდა. სამწუხაროა, მაგრამ ზოგიერთი პროფესიის ადამიანების მოვალეობა სწორედ სიკვდილია. გულით მებრალებიან ამის გამო.

სამწუხაროა, რომ დღემდე არსებობს ე.წ. „ძალადობის ენა“ და ადამიანებს ხშირად ძალების გადანაწილება ისევ მხოლოდ საბრძოლო ველზე შეუძლიათ.

ყველა დაღუპულს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ უფრო მეტად მეცოდებიან. მეცოდებიან იმიტომ, რომ მათი სიკვდილი უაზრო იყო. იმიტომ რომ  ბინძურ პოლიტიკას შეეწირნენ და იმიტომ რომ ვერაფერი შეცვალეს.  ოკუპანტ ქვეყანას საქართველოს განადგურება მაშინვე რომ სდომოდა, ამაში ხელს ნამდვილად ვერ შეუშლიდნენ ჩვენი გულმკერდგადაღეღილი ბიჭები,  დიდი დიდი „ევროპულ აღშფოთება-შეშფოთებას“ მოეხდინა მასზე გავლენა.

სამწუხაროდ საქართველომ 100 წელსაც ვერ გაძლო ომის გარეშე. მშვიდობა მეტად ძვირფასი ხილია. ჩვენთვის მითუმეტეს. (არადა ყველასთვის ძვირფასია, მაგრამ ქართულმა სუბიექტურობამ დამაწერინა ეს ფარაზა).

მოკლედ, ომი  საშინელი რამეა. ომი ყველას გვტკივა. ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს უფრო მეტად. ომის დროს ბევრი ვიტირე. შემდეგ გადაცემები რომ გაკეთდა, მაშინაც ვიტირე, ვიცი, ბევრმა ჩემზე მეტი იტირა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა, ვინც დაიღუპა გმირია.

უფრო მარტივია დროულად ჩავხედოთ რეალობას თვალებში და ვთქვათ, რომ ბევრი მსხვერპლია.

One thought on “აგვისტოს ომი

  1. იცი რა, ესეც ვერ იტყვი. ჩემთვის ყველა გმირია და მოვალეობის გამო წავიდა, აიძულა ვინმემ თუ არა ჩემთვის მეორეხარისხოვანია. იმაში გეთანხმები რომ თითოეული მათგანის სიკვდილი უაზრო იყო, უაზრობას შეეწირნენ, ვერაფერი შეცვალეს, მსხვერპლი დიდი იყო, გამოუსწორებელი…. მაგრამ ისინი გმირები არიან ჩემთვის.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s