გავიდა ერთი წელი

ამ ერთმა წელმაც გაიარა. როგორ და რანაირად ეს სხვა საქმეა. ჩაიარა პირველმა კურსმა თავისი დაბნეულობებით, პრობლემებით და გამოცდებით, რა დატოვა ესეც სხვა საკითხია.

ერთს რასაც ეხლა ვგრძნობ ესაა დაღლილობა. ისეთი დაღლილობა ბევრჯერ ამოსუნთქვაც, რომ ვერაფერს უშველის. ეხლა მინდა არაფერი. ხო არაფერი, ყველაზე გენიალური მდგომარეობა- ჩაით ხელში, ანაც ყავით, ვზივარ და არ ვფიქრობ სწავლაზე, უნივერსიტეტზე, ადამიანებზე, პირად და ფრიად არეულ უერთიერთობებზე. ვფიქრობ ან წიგნზე, ან იმაზე რატომ იწვის შეშა ტკაცუნით.

გავიდა ერთი წელი, უფრო მეტიც კი და ისევ ვწუწუნებ, იმიტომ რომ ჯერ ყველა გამოცდის ქულა არ ვიცი, იმიტომ რომ მაინც ყოველდღე მაღლივში (უფრო სწორად განივში) დავრბივარ, იმიტომ რომ დღეს ერთ-ერთმა საგნის ქულამ იმდენად გამამწარა ლამის მეექვსედან ფრიალით გადავუშვი კომპიუტერი, იმიტომ რომ ამ ერთმა ქულამ მთელი სემესტრის შრომა წყალში ჩამიყარა და საერთოდაც ფაქ:/ დავიღალე.

გავიდა ერთი წელი და წესით უნდა დავფიქრდე, მაგრამ როცა ვფიქრობ, მხოლოდ იმას აღმოვაჩენ ხოლმე რომ რაზეც წინა წელს, ამავე  დროს ვთქვი: „გამოვასწორებ მომავალ წელს“, „შეცდომა იყო“ და ა. შ, აი იგივე რამეებზე ზუსტად იგივეს ვამბობ ეხლაც, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერაფერიც ვერ გამოვასწორე და შესაბამისად ჩემი თვითდაჯერებულობის კოეფიციენტი ქვევით და ქვევით ეშვება.

გავიდა  ერთი წელი და მე მიმხვდი, რომ ცხოვრება კიდევ უფრო „ნაბოზარი“ რამეა ვიდრე იქამდე მეგონა.. რომ „სამართლიანობის ზეიმი“ და ასე შემდეგ „ტანტრაბუცობები“ (როგორც ბოლო დროს მოვიხსენიებდი) დრომოჭმული აზრების ნაყოფია და მეტი არაფერი. ხო, კიდევ მივხვდი რომ ინტრიგები, ინტრიგები და მხოლოდ ინტრიგებია გარკვეული ადამიანების, საზრდოც, ჩასაცამელიც, მოსაცმელიც და საერთოდ არსებობის აუცილებებლი პირობა. მე ისევ არ ვიცი რა მინდა იქ სადაც ვარ. ანუ ჩემი აზრით ისევ მრავალმხრივი პიროვნება ვარ და მართლაც სამართლიანობა რომ არსებობდეს  მინიმუმ სამ პროფესიას უნდა ვეუფლებოდე. ახლა კი მხოლოდ ვასილ ივანიჩად გახდომის პერსპექტივა მაქვს, რომელიც „იცვლის პროფესიას“, გავიდა ერთი წელი და ჩემ გარშემო ისევ ის ბიჭები ტრიალებენ, ვინც არ მომწონს და ვინც  მომწონს ისევ ცაში გამოკიდებულ მიუწვდომელ ვარსკვლავად მესახება (ნუ არც ისე მიუწდომელ, ერთხელ პასტა მთხოვა და ერთხელ „პირწიგნაკზეც“ მომწერა დავალება რა გვაქვსო^^).

მოკლედ გავიდა ერთი წელი და არ მინდა, რომ მომავალი წელიც ასე გავიდეს, იმედს ვიქონიებ, რომ ბევრად მეტს მივხვდები, მეტს ვისწავლი, მეტად ვიაქტიურებ და მეტად  მოვახერხებ გარკვეული ფაქტებისთვის თვალის არიდებას.

ისე, კარგი რამეებიც მოხდა ამ ერთ წელში, ბევრი ძალიან კარგი მეგობარი შევიძნე, ვისთან ერთადაც  წესით ფრიად საინტერესო დასასრული უნდა ჰქონდეს ზაფხულს^^.  ასევე ჩემი პროფესიული წინსვლისთვის გარკვეულ საკითხებში კარგად გავერკვიე, ბოლოს და ბოლოს ამდენი პრობლემით გამოცდილება ხომ მაინც მივიღე. კიდევ… კიდევ მოხდევბოდა რამე კარგი, რამე საინტერესო, რამე ამაღელვებელი, უბრალოდ თავში ისევ იმ საგნის ქულა მიტრიალებს. სავარაუდოდ, სტიპენიას ვერ ვეღირსები არადა მქომდა შანსი, სამაგიეროდ ამ 400 ლარით, რომელსაც ავიღებ (თუ ბეჭვდისგან დაბრმავებულმა ბანკის გზას მივაგენი J)  შევიძენ საოცნებო ქინდლს^^ იმას, 139 დოლარი რომ ღირს, არა საოცნებო ეგ მოდელი არ არის, მაგრამ მეტის გადახდა არ მინდა:/

ასე რომ ავად თუ კარგად, ეს წელიც, ეს ეტაპიც დასრულდა, ველი მომავალ გამოწვევებს^^.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s