დაზღვევა

მეგობარმა მითხრა სადაზღვეო კომპანიაში ვაკანსიები გაჩნდაო. ხოდა მეც მაშინვე ჩემი სივი გავგზავნე, წარმოგიდგენია? ჩემი ფეხით მოვედი შენამდე. ხო ჩემი ნებით.

და არც არაფერი მოხდებობა იმ დღეს რომ არ შეგხვედროდი. უკვე დაღლილს ალბათ მეასე ადამიანთან მისვლა და ჩემი სადაზღვეო პაკეტის შეთავაზება, რომ დამზარებოდა.  სასტიკად მომექეცი მაშინ, არაფრად ჩააგდე ჩემი დაღლილიობა და კამათში გამომიწვიე. მე და შენ.. რა უცბად იქცა ეს ორი სიტყვა ერთიანობად.. გახსოვს ლევანს როგორ უყვებოდი ჩემზე?

„მოდის ჩემთან გოგო, დაბალი ქუსლებით,დაღლილი სახით და მთავაზობს დაზღვევას. წარმოგიდგენია ლევან? როცა ცხოვრება ასეთი საოცარი ზუსტად თავისი მოულოდნელობების გამოა, ის მე მთავაზობს დაზღვევას, გარანტიას  და მაბრუებს ათასგვარი, ჩემთვის უცნობი სიტყვით. მე რა თქმა უნდა ვეხუმრებოდი, ვეუბნები:      – გოგო, არ მჭირდება დაზღვევა, ის კიდევ არ ჩერდება, ჯიუტად მიმტიკეცებს, რომ ხვალ შეიძლება მანქანა გამიფუჭდეს და  უკეთესი იქნება, თუ მის გაკეთებაზე სხვა იზრუნებს, მაგრამ ხო იმავე ალბათობით შეიძლება, რომ მანქანა არ გამიფუჭდეს, ოჰ ეს ვინ იყო, საოცრად მტკიცე გამოხედვა ჰქონდა, ჯიუტი. ისე, ბავშვი იყო, ჩემთან შედარებით პატარა, გამოუცდელი ბავშვი, რომელსაც სწამს, რომ შეუძლია ადამიანს მისცეს გარანტია! შეუძლია დაააზღვიოს ბედისწერისგან., ეჰ ლევან ლევან, კი შემაყვარა თავი და…“

შენ არ დაეზღვიე ჩემთან, ცივად გამშორდი და რამდენიმე თვეში ისევ შემხვდი. არ აღიარებ, მაგრამ ვიცი, რომ შენ იყავი, ვერ გიცანიო ეხლაც მაგას ამტიკცებ, არადა თვალებში ჩამხედე. მე კიდე გიცანი, და გიყურებდი იქამდე სანამ ბოლო ვაგონი არ მიეფარა  გვირაბის სიბნელეს..

კიდევ გავიდა ბევრი წელი, უშენოდ მეჩვენებოდა ბევრი, გულში დამიტოვე ფიქრი, თორემ ისე ორი ან სამი.. ყოველდღე გელოდი ქუჩაში, ტრანსპორტში, სახლშიც კი. მე დავწინაურდი და ერთხელ შენივე ხელით შემოაღე ჩემი კაბინეტის კარი. მე გაგიფორმე დაზღვევა, გისურვე წარმატება, მოგიწერე ხელი, დაგირტყი ბეჭედი, მაგრამ ვერ მიცანი, სანამ არ ჩამხედე თვალებში. კარგად მახოვს რაც მაშინ მკითხე, ან რა დაამვიწყებდა, რამდენ ხანს მიტრიალებდა მერე გულში. „დამაზღვევთ თქვენი სიყვარულისგან ქალბატონო?“ მე არ გიპასუხე, მივბრუნდი და გავიღიმე, ყოველთვის შეგეძლო ჩემი დაბნევა, ლოყები ისე შემიწითლდა, როგორც ადრე, პირველად, რომ შეგხვდი მაშინ.

ისევ დიდი ხნის მერე, არ ვიცი რა ნახე შენ ჩემს თვალებში, მაგრამ  დაბრუნდი. უკვე შენი ნებით და არა ბედისწერის ძალით. უკვე მერამდენედ შემოაღე ჩემი ცხოვრების კარი და მკითხე: „ხედავ ძვირფასო? ჩვენ რომ ვაზღვევდთ ადამიანებს ბედისწერიგან, მე ვერ ვიპოვიდი შენს ნომერს გუშინ, გაცრეცილ ფურცელზე“. გახსოვს რა გიპასუხე? არა, ვიცი, რომ გახსოვს, მაგრამ ამასაც უარყოფ, დღემდე ისეთი ჯიუტი ხარ, დღემდე არ გიყვარს ჩემთვის დათმობა. ხოდა მაშინ გითხარი, „კი მაგრამ ძვირფასო, თავის დროზე შენი მანქანა რომ არ დაგეზღვია, გუშინ შენით ხომ ვერ გააკეთებდი და ვერც დღეს ჩამოხვიდოდი ჩემთან?“ იქნებ შენს ნათქვამზე სუსტი არგუმენტიც იყო, მაგრამ ყველაფერი ხომ მაინც მაშინ დაიწყო, როცა მე – პატარა, შენთვის უჩინარმა არსებამ შენი ცხოვრების დაზღვევა გადავწყვიტე.

ისევ გავიდა წლები. ისევ ისე როგორც არასდროს.. შენ ყოველ დილით კოცნი შენს საყვარელ თვალებს…

6 thoughts on “დაზღვევა

  1. ჰაჰაა ძალიან მომეწონა ნათი ^^ ისე გამარჯვებულ პოსტზე რა პრიზებია??

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s