გასაოცარი ამბავი

ბნელ სადარბაზოში ვიღაც ბიჭი გოგოს კოცნიდა. არა, არ მიკვირს, უბრალოდ ზიზღი მიპყობს, მე-უნებლიე მოწმეს.

ბიჭს არ ვიცნობ, გოგო კი თითქმის ჩემ თვალწინ გაიზარდა. 14 წლისაა, არც ისე პატარა, მაგრამ მაინც მზარავს მის ზრდადაუსრულებელ მკერდზე ბიჭის მოსრიალე ხელი.

ჩემ თვალწინ გაიზარდა-მეთქი და ვიცი რომ ნახევრად უპატრონოა. ისე ლაპარაკობს, რაღაცნაირად, ან საერთოდ ვერც ლაპარაკობს. ან რას ილაპარაკებს, ხან ბიძა სცემდა და ხან ბებია. სად იყვნენ ამ დროს მშობლები, მართლაც სად იყვნენ, სად!  ალბათ სადმე ფიცრულში. უფრო სწორად ქმარი იყო, თორე ცოლი ბოზობდა. ისე ეგ ზუსტად არ ვიცი, ან საიდან უნდა ვიცოდე, მაგ დროს მეც პატარა ვიყავი, ესეც მეზობლებმა თქვეს, ბევრს ჭორაობენ. ისიც თქვეს, რომ ეს ქალი, ცოლი ანუ ამ ბავშვის დედა, რუსის ქალიაო, მაგათ კიდე ხო იცით, სისხლში აქვთ ეეგთებიო. შვილსაც დედისგან ექნება, ისე ეხვეოდა იმ ბიჭს. ვიღაცისთვის უთქვამს მიყვარსო,. რა ესმის მაგ ლაწირაკს სიყვარულის, რაღაც-რაღაცები ასიამოვნეს ეტყობა, საჭმელსაც აჭმევდა და ეგ ჰგონია სიყვარული.

მე სულ მეცოდებოდა. ისე ბიძამისს იმდენი ქალები მიჰყავდა სახლში, რას აღარ უყურებდა, მგონი ეს პატარა ბავშვი. მერე კიდე დებილი რატოაო. სკოლაშიც უტვინოს ეძახიან თურმე მასწავლებლები.

ვინც უფრო მეტს გადაუგდებს, მაგას ის შეუყვარდება. არ იცის კარგი რა არის, არაფერი უნახავს და პირველივეს ხამდება. ისე, ლამაზი სახე ექნებოდა გამუდმებით ბრიყვული გამომეტყველება და უშინაარსო გამოხედვა რომ არ ჰქონდეს. არა, თან მეზიზღება კიდეც, რამდენი გაზრდილა უარეს დღეში, მაგრამ ყველა არ გაბოზებულა, ზოგს თავისი გზაც უპოვია. ადამიანი რომ იქნები შინაგანად სუსტი მაგის ბრალიცაა.

ბებია კი სულ ზრუნავდა, მარტომ გაზარდა ამ ქალმა. ან ამდენის თავი სად ჰქონდა, მაგაზეც ამბობდნენ, შვილი თავში ტაფებს ურახუნებსო.  ბევრს ჭორაობენ მეზობლები, ბევრს, თან მაგათაც ეცოდებათ, მაგრამ რა ქნან. ბებიას ტელეფონიც აქვს სახლში და პოლიციის ნომერიც ეცოდინება. ისე, მაგათ ოჯახს, პოლიციაღა უნდა? ბიძა იმდენჯერ იჯდა ციხეში. ეხლაც მანდაა და ესენი ისვენებენ ცოტა ხანს.

გასაოცარი ამბებია პირდაპირ, მაგრამ აღარც მიკვირს. მახსოვს, ადრე ამ ბავშვმა დაბადების დღეზე დამპატიჟა, ვესალმებოდი ხოლმე და ალბათ მაგიტომ.  მარწყვის ტორტი და მიწის თხილი ჰქონდათ. წასვლა კი დიდად არ მინდოდა, არც ჩემები მიშვებდნენ, მაგრამ მაინც წავედი. გვიანობამდე კი შემოვრჩი, ბებიამისს და ბიძამისის მორიგ საყვარელს ვეჭორავებოდი. რა ვაჩუქე აღარ მახსოვს, ალბათ ისეთი არაფერი.

ამას წინათ თქვეს, მშობლები დაბრუნდნენო, კაი დროსია, გაუზარდეს უკვე შვილი. მაგრამ გაზრდაცაა და გაზრდაც. უჰ, მეცოდება, მაინც მეცოდება ეს უბედური გოგო.  მესალმება ხოლმე, მაგრამ რას ვეტყვი, ან რას ვურჩევ, მაინც არ დამიჯერებს.

გასაოცარი ამბავია პირდაპირ, აქვე, თითქმის ჩემ თვალწინ.

10 thoughts on “გასაოცარი ამბავი

  1. სამწუხაროა მაგრამ ფაქტია, ყველაფერი ოჯახიდან მოდის. ბავშვი რასაც ხედავს ის გონია ნორმა, და ის ბავშვები რომლებმაც თავისი გზა იპოვეს, პატიოსნად და ჯანსაღი შრომით, გამონაკლისებს წარმოადგენენ. ესაა კიდევ იმის დასტური რომ საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვა სათანადო დონეზე არ ხორციელდება, არც შესაბამისი პირობები არსებობს ოჯახს მოშორებული ბავშვებისთვის რომ ჯანსაღ გარემოში გაიზარდონ…

    და ვცხოვრობთ ასე: ”ჩემი შვილია და რასაც მინდა იმას ვუზამ, როგორც მინდა ისე გავზრდი, რა შენი საქმეა!” ხო, ასეა, სანამ საკუთარი ხელით არ მოკლავს შვილს მანამდე სახელმწიფოს ბავშვი არ ახსენდება…

    შორს წავედი… თითქოს თემასაც გადავუხვიე, თუმცა ასეთ ბავშვებს სახელმწიფოსგან დახმარება ნამდვილად ესაჭიროებათ.

    1. ხო გეთანხმები, რომ მიეხედათ იქნებ აქამდეც არ მისულიყო საქმე, მაგრამ ყველა ბავშვის კონტროლსაც ვერ დაიწყებენ, მითუმეტეს, რომ მას ასე თუ ისე გარშემო ჰყავდა ახლო ნათესავები:/

  2. ბავშვი არაფერ შუაშია, რასაც ხედავს ის გადაიღო. თან შენვე ამბობ რომ მოდებილო ელემენტია. ჰო და აბა რაღა გინდა მეტი, საზოგადოებაა ამყრალებული, ასეთ ბავშვებს რომ კი არ ღზრდის, ზრდის და მერე ამ გაზრდილებს ხმარობს. გოგო რა შუაშია, სულაც არ მიკვირს თავს თუ ვერ აკონტროლებს და პირველივე პიჭს ატორღიალებული თავს ბედნიერად და შეყვარებულად თვლის. მარტივია ეგეთი ხალხისთვის სიყვარული.

    1. ბოლო ნაწილში გეთანხმები, მაგრამ გოგო მაინც შუაში არის, იმიტომ რომ ჩვენს საუკუნეში კომუნიკაცია ძალიან მარტივია, ხშირად ხო ხდება ისე რომ რეალურად კარგი გაზრდილები, გარდაიქმნებიან და მოულოდნელ რაღაცებს სჩადიან, ხოდა ამ გოგოსაც ბევრ ხალხთან აქვს ურთიერთობა და შეიძლებოდა სხვა მხრივ განვითარებულიყო:/ მოკლედ არც ვამართლებ და არც ვამტყუნებ:/

  3. იმდენი მსგავსი (და უარესი) ისტორია ხდებოდა ჩემს თვალწინ რომ მართლა არ მიკვირს. რას ვიზამთ. ყველა კარგ ოჯახში ვერ იზრდება და ყველა კარგი ვერ იზრდება. ოჯახზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, მაგრამ არა ყველაფერი. მე ვიცი ადამიანების მაგალითები, ნაგავ გარემოდან რომ კარგი ადამიანები გამოვიდნენ და დღემდე წარმატებულები და ბედნიერები არიან. მხოლოდ ოჯახსაც ვერ დააბრალებ, ადამიანმაც უნდა გაახილო თვალი და ისწავლო კარგის და ცუდის გარჩევა.. მოკლედ, რთულია ადგე და ვინმეს დააბრალო ასე ხელისმოსმით, უბრალოდ სამწუხაროა..

    1. არ ვიცი მოლი, არ ვიცნობ, სრულწლოვანი კი ნამვილად იქნებოდა, მანგრამ ეს გოგო სხვასთანაც დავინახე მერე, სასამრთლო მემგონი უძლურია ამ დროს, როცა ადამიანს თავად გადაუწყვეტავს სუიციდი:/

    2. არ ვიცი მოლი, არ ვიცნობ, სრულწლოვანი კი ნამვილად იქნებოდა, მანგრამ ეს გოგო სხვასთანაც დავინახე მერე, სასამრთლო მემგონი უძლურია ამ დროს, როცა ადამიანს თავად გადაუწყვეტიას სუიციდი:/

      1. თუ ბიჭი სრულწლოვანია და მკერდზე ხელის სრიალი მხოლოდ იმპრესიის გასაძლიერებლად არ დაგიწერია, გაქანებული 140-ე მუხლია.

        სასამართლო უძლურია გოგოს გონზე მოსაყვანად (არც არის ეს სასამართლოს საქმე), მაგრამ ბიჭს დანაშაული აქვს ჩადენილი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s