რას ნიშნავს კარგად გათხოვება

ეხლა ჩემ მეგობართაგანი თხოვდება და ჩვენ, მის კეთილმოსურნეებს, მიგვაჩნია, რომ ის არასასურვევლად თხოვდება. რა უფლება გვაქვს მის ცხოვრეაში ასე რომ ვერევით, მაგრამ თავისთავად გაჩუმებაც არ შეგვიძლია. მოკლედ,  ის არ თხოვდება კარგად, ისე, როგორც მშობლებს, დეიდებს, ბიძებს, მამიდებს, მეგობრებს გაუხარდებოდათ, მაგრამ მეორეს მხრივ რას ნიშნავს კარგად გათხოვება? როგორ უნდა იპოვო ასე საყოველთაოდ კარგი საქმრო, რომ მისი ცოლობა ყველა “კეთიმოსურნესთან” ერთად შენც გაგიხარდეს. ო, ეს რთული საკითხია, მეტიც, ფრიად რთული. ამ შემთხვევაში, სიტყვა “კარგიც” მიტისმეტად მრავლისმმთქმელი ხდება, მოიცავს, სიმპატიურს, მდიდარს, პერსპექტიულს, ჭკვიანს, კეთილს,  მეგობრულს და სხვა ათას დადებით ეპითეტს. და იქიდან გამომდინარე, რომ რეალობაში არ არსებობენ “თეთრ რაშზე ამხედრებული” პრინცები, ჩვენც ხშირად იმას ვაპრინცებთ ვინც არ გვიმსახურებს და არ იმსახურებს ჩვენს მთელს საგვარეულოს.

რა მინდა ამ პოსტი ვთქვა, მეც არ ვიცი. უბრალოდ მაინტერესებს, რას ნიშნავს კარგად გათხოვება, ვინ თხოვდება კარგად, ვისაც უყვრს, ვინც მდიდარს მიჰყვება, თუ “ლიჟბი” თხოვდება. სად არის ძაღლის თავი, სად არის ბედნიერება და სად არის ამ ბედნიერების გარანტია.

ვის უნდა უსმინო გათხოვებისას, მშობლებს თუ გულს. არა, მშობლების პოზიციაც გასაგებია, მათ საკუთარი შვილი საუჯეთესო ჰგონიათ და თავიანთი გაგებით “საუკეთესოსაც” ეძებენ მისთვის, მაგრამ ხომ არის შემთხვევებიც, როცა სჯობს მშობლებს მოვუსმინოთ.  მითუმეტეს, რომ ძლიან რთულია აწმყოში გრძნობებით გულაძგერებულმა  იფიქრო,  როგორ იქნებით ათი წლის მერე, გაამაართლებს თუ არა შენი სიყვარული. მემგონი საქართველოში არ ამართლებს, ან იშვიათად მართლებს, ან ხშირად და ამას მალავენ.  40 წლის ასაკის ცოლ-ქმარშიც კი უკვე დაღლილ, საყვედურებით სავსე, ყოფითისგან გატანჯულ მზერას ვხედავ. ადამიანები ისე ერთვებიან  ცხოვრების ჭაპანის წევაში, რომ სულ ავიწყდებათ ყველაზე მარტივი რაღაცები. ისინი ერთგვარად ერიდებიან კიდეც შვილების წინ ერთმანეთის სიყვარულის  გამოხატვას. ასე რომ საბოლოოდ ყველაფერი ხდება რუტინა. ხოდა ისე უნდა გათხოვდე, რომ შენი ცხოვრება არ იქცეს რუტინად, ამას ერქმევა თავისთავად “კარგად გათხოვებაც”.

და კიდევ ერთს სიამოვნებით შევახსენებდი მშობლებს, ასეთი ასაკისები, ჩემს ბლოგს რომ კითხულობდნენ, “კარგად გათხოვდა” თუ არა მათი შვილი, ეს ჩნდება წლების შემდეგ და არა ქორწილში, ან ქორწილამდე.  შეცდომები ყველას მოსდის და მათ შორის სიძეებსაც, წინასწარ ბოდიში ჩემს მშობლებს, თუ მათთვის “სრულყოფილს” ვერ ავარჩევ, საბოლოოდ გავბნალურდები და იმასაც ვიტყვი, რომ მთავარია ადამიანი იყოს ბედნიერი, სად, როდის და როგორ ეს უკვე მისი საქმეა. ამ ქვეყნად ხომ ყველაფრი ინდივიდუალურია, მათ შორის ბედნიერების აღქმაც:)

 

5 thoughts on “რას ნიშნავს კარგად გათხოვება

  1. კაგრად გათხოვება – ქორწინება,რომლის დროსაც წყვილი განიცდის უსაზღვრო ბედნიერებას და სიყვარულს და შეუძლია ამ გრძნობების შენარჩუნება განუსაზღვრელი ვადით.წყვილის ბედნიერებით ხარობენ მათი მეგობრები და ნათესავები განუსაზღვრელი ვადით.
    თუმცა ხალხური სიბრძნე უკეთ ამბობს:მოყვარული ცოლ-ქმარი თოხის ტარზეც დაეტევიანო.

      1. საურმაგ🙂 კი მაგას ნიშნავს, მაგრამ ჩვენთან უმეტესად მატერიალურ და გარეგნულ მხარეებს გულისხმობენ ხოლმე როგორც წესი. არ ვიცი ნათიას შემთხვევაში რა პრობლემა აქვს სასიძოს, მაგრამ მასიურად ესაა ხოლმე ” კარგად გათხოვდა” ანუ სიმპათიურს და ფულიანს გაჰყვა :))))

  2. ეტყობა ძაან დიდი ხარ და ძაან გამოცდილი….. ნუ ბოდიალობ რაა რაღაცეებს. თავში უბდა გქონდეს ადამიანს ჭკუაა და “კარგად” არაა ბედნიერად შექმნი ოჯახს…. ეს “კარგად” გათხოვება მგონი ძაან პროვინციულიააააა

    1. შენი კომენტარი როგორი პროვინციულია ნეტა იცოდე ^^ “ძაან” პრვინციული :დ შენ “ძაან” “ელიტარული” ხარ გეტყობა :დ უფრო გაწელე ხოლმე სიტყვები^^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s