ორი წელი ბლოგინგში და დავიწყებული დაბადების დღე

ეხლა ილიასავით  მამა-პაპურად ტახტზე უნდა გავიჭიმო, ხელები თავქვეშ ამოვიკეცო და  მრავლის მომცემი ორი წელიწადის შესახებ დავიწყო ლაპარაკი.. ო,  დიდო ორო წელიწადო… მაგრამ ვგონებ  კადნიერება იქნება ჩემი ორი წელიწადის მსგავს პოზაში განხილვა, როცა არც სათქმელი და მითუმეტეს არც საფიქრალია ბევრი

.

ორი წელი ერთი შეხედვით არც ისე დიდი დროა, მაგრამ მთავარია რას გააკეთებ ამ დროში. ხან ერთ დღეს უფრო სარგებლიანად ვატარებ, ვიდრე მომდევნო მთელ თვეს. ასე რომ ვიღაცისთვისეს ორი წლიწადი, ვიღაცისთვის კი პატარაა  რამის გასაკეთებლად. ჩემს შემთხვევას უკანასკნელი ესაბამება.  სამწუხაროდ არ გავაკეთე იმდენი რისი  შესაძლებლობაც მქონდა,  არც კარგი ბლოგერი ვყოფილვარ როდესმე. კარგი ბლოგერობა ხომ ბევრად მეტ პასუხსმგებლობას ითხოვს საკუთარი ბლოგის წინაშე და ამ დროის მანძილზე ბევრად მეტის მიღწევასაც.

თუმცა, ყველაფერი მოტივაციაზეა დამოკიდებული, რომელიც ხან მქონდა და ხან არა. თავიდან მინდოდა, მერე აღარ, მერე ისევ მიდოდა და ბოლოს ჭეშმარიტად აღარც მინდოდა და მეზარებოდა კიდეც  ბლოგინგი. ესეც ჩემი მერყევი ბუნების დამსახურებაა, მერყეობაზე მეტად კი შეიძლება ის გამოიკვეთოს, რომ საკუთარი თავის რწმენა ნაკლებად მქონდა. ხან ვფიქრობდი, რომ ჩემი  მართლაც ნაჯღაბნები ვინმეს აინტერესებდა, რამეში ადგებოდა, ხან პირიქით, არავის ადგება და ასეთს დღიურშიც კი დავწერ-მეთქი. მაგრამ რაღაც მაინც სულ მაკავებდა,ის მომენტი ალბათ , მსახიობებს რომ ემართებათ სცენის მტვერის ჩასუნთქვისასJ(მტვერი  ბლოგის დიზაინის არჩევაში და ახალი კომენატრების წაკითხვაში ამოღამებული თვალებია:))).

რაც არ უნდა იყოს მაინც გავძელი  და აგერ 2 წელიც შემისრულდა 5 ივნისს. სამწუხაროდ გამომეპარა, მაგრამ ტორტს მაშინაც ვერ ვუყიდიდი და რა აზრი აქვს როდის გამახსენდებოდაJ

მოტივაცია ვახსენე და ერთს დავამატებ, მოტივაცია ჩემთვის ხშირად ვინმე უცნობის მიერ დატოვებული კომენტარი ყოფილა, სადაც კი არ მაქებდნენ  (ნუ ასეთებიც მიხარია :დ), არამედ იმ სათქმელს ამობობდნენ, რომელიც,  სადღაც, კუნჭულში მეც ვიცოდი, მოკლედ გზაზე მაყენებდნენ<3

ყოფილა ისეთი შემთხვევიბიც, როცა უცნობ მკითხველს უფრო  უთანაგრძნია და უფრო გაუგია ჩემთვის, ვიდრე „ტრუსიკის ახლობელს“.  ყოფილა შემთხვევებიც, როცა ისეთი ადამიანები აღმოჩენილან ჩემი მუდმივი მკითხველები, ვერასოდეს რომ ვერ წარმოვიდგენდი, ყოფილა შემთხვევა, როცა ჩემს ქიმიის მასწავლებელსაც კი წაუკითხავს ჩემი ბლოგი. ნუ ეს შემთხვევაზე მეტად შოკი უფრო იყო:დ

ყოფილა შემთხვევა როცა გავულანძღივარ, როცა ვუქივარ,  არ დავმალავ და მქონია რომანული ეპიზოდებიც🙂 მოკლედ ბევრი შემთხვევა მქონია, ბევრი რამ გამიგია, იმედი მაქვს მისწავლია კიდეც^^ და დღეს ამ გადმოსახედიდან ვხვდები, რომ ბლოგი არც ისე ცუდი რამეა, რომ ღირდა მისი არსებობა ჩემს ცხოვრებაში, თუნდაც იმისთვის, რომ საკუთარი თავის, აზრების, ფიქრების მობილიზაცია მომეხდინა. მერე რა თუ ამ ბოლო ფრაზით იმ ადამიანების აზრს გავამართლებ ვინ ბლოგერებს კომპლექსიან ადამაიანებად თვლის, რომლებსაც ვირტუალურის გარდა სხვა ცხოვრება არ აქვთ:დ ძალიანაც მაქვს, მაგრამ  ამ სამყარომ ისეთ ადამიანებს შემახვედრა ვის გაცნობადაც ჭეშმარიტად ღირდა ორწლიანი ბლოგინგი. და თუ ეხლა იშვიათად ვწერ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბლოგმა თავისი თავი ამოწურე. პერიოდი მაქვს უბრალოდ ასეთი.

მოკლედ, ჰეფი თუ მი!

2 thoughts on “ორი წელი ბლოგინგში და დავიწყებული დაბადების დღე

  1. ჰუჰ, ორი წელია საკმაოდ ბევრი დროა დამიჯერე<3 აწი, 2 წელი თუ გაძელი ბლოგინგში იმედია არც წახვალ ^^ გილოცავ ბლოგის დაბადების დღეს<3

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s