გამოცდა, გამოცდამდე, გამოცდაზე…

მოვიდა ფინალური გამოცდების წინა დღეები და ჩემს სისხლში საგრძნობლად გაიზარდა კოფეინის დონე.  ერთი ყავა არ მაქვს დალეული მეორეს რომ ვიდუღებ. რატომღაც მგონია ეს მაფხიზლებს, სინამდვილეში კი მოქმედებას მხოლოდ მაშინ იწყებს დაღლილი ძლივს რომ გადავწყვეტ დაძინებას.  ბალიშზე თავს დავდებ და თვალებს დავხუჭავ თუ არა მაშინვე ვფიხიზლდები, უაზროდ ვწრიალებ და ვფიქრობ როდის დამეძინება..

ხვალ დილით გამოცდა მაქვს და ყველაფერი ისევ ისეა, როგორც წინა გამოცდებზე იყო// დღესაც გამომიჩნდა სხვა საქმე და დღესაც მთელი დღეა იმას ვუმტკიცებ თავს, რომ აღარასოდეს მოვიტოვებ სასწავლს გამოცდის წინა დღისთვის, რომ მეყოფა ძალა და დავიწყებ მეცადინეობას ადრე, რომ დავიძინებ გამოცდის ღამეს, მაშინ როცა ეს ყველაზე მეტად მჭირდება და დილით ორმაგად გამოშტერებული არ მივუჯდები ესოდენ არასასურველ საქმეს..

ყველაფერი ისევ ისეა და ყველაზე ცუდი ისაა, რომ ვიცი, ყველაფერი ისევ ასე ინება..

ისე, არ ვნერვიულობ, თუ საკითხები არ მომეწონა, არ დავწერ მაღალი ქულა მინდა.

არც სხვა დროს ვნერვიულობ ხოლმე,  უფრო სწორად ვნერვიულობ იმ მომენტში, როცა დამკვირვებელი საკითხებს არიგებს და ჩემ წინ მყოფებმა  ჩემზე ადრე რომ იციან რას დაწერენ..  ამ დროს მგონია, რომ საერთოდ არაფერი მახსოვს, საერთოდ არაფერი ვიცი, პანიკურად ვიმეორებ  კონსპექტებს, უფრო სწორად გაუაზრებლად, შეიძლება ათჯერ წვაიკითხო და ვერ მივხვდე რას ვაკეთებ..

საკითხებს რომ ვიღებ ვწყნარდები, გასაქცევი აღარსად მაქვს და  “რაც არის არის” პრინციპით ვიხსენებ ყველაფერს რაც კი შეიძლება ამ საკითხზე გაგონილი მქონდეს..

გამოვდივარ გამოცდიდან და მგონია, რომ ყველაზე საშინლად, ტრაგიკულად დავწერე :დ

ხვალაც ტრაგიკულად დავწერ თუ დღეს არ ვიმეცადინე<3

დღეს გამოცდის წინა საღამოა, მაშასადამე უკვე პანიკაში ვარ და მგონია, რომ ვერაფერს მოვასწრებ…

არა, შემდეგი გამოცდისთვის აღარ მოვიტოვებ წინა დღეს სასწავლს..

14 thoughts on “გამოცდა, გამოცდამდე, გამოცდაზე…

      1. ზეგ მეორე გამოცდა მაქვს. გრამატიკაში 1 შეცდომა დავუშვი და 4 ქულას ვკარგავ(-4ქულა მარტო გრამატიკა!) აღარ ვიცი, ღამე მესიზმრება, ვითომ ვასწორებ და მაგ დროს მაღვიძებენ😦
        სექტემბერში თეთრებში მნახავ😀

      2. aaaa:D:D:DD:D: mec mase mchirda, mara mere gavige rom ar damishvia is shecdoma😀 ase rom yvelaferi winaa<3 ar inerviulo, rtuli araferia🙂 rtulebi da sazepiroebi aq gelodeba😀

  1. არა, ნამდვილად ვიცი : (
    მანდაც ჯოჯოხეთი მელოდება? წავედი, თავი მოვიკლა🙂
    პს. პანაშვიდზე მაინც მნახე : ))))))))

      1. ძალიან საყვარელი ხარ: )
        იმ ბლოგერთა რიცხვში ხარ, ვინც განსაკუთრებულად მიყვარს. ჰოდა, ჰოოო…😀

  2. ეჰ🙂
    მოიცა, სხვადასხვა ტიპის სიყვარულიო, ესაო.. ისაო…😀

  3. ნათ, როგორ მესმის შენი… ორი გადაბარება მაქვს სამი გამოცდიდან ამ არაორგანიზებულობის გამო უკვე : )) რა მაცინებს, არ ვიცი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ დანარჩენებს მაინც მოვასწრებ ბოლო დღეს ჩაჯდომით : ))
    ისე კი, მგონი, ყველაფერი კარგად გამოგივა… იცი უკვე შედეგები?
    P.S. აუ, ეს ჰედერი როგორ მიყვარს… რომ ვუყურებ, ვბედნიერდები❤

    1. 2 მქონდა მარტო, ერთში კი მაქვს 40^^ მეორესაც დადებენ ალაბათ, ხო მეც მევასება ეს სურათი, იმ დღეს გამახსენდა და დავაბრუნე^^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s