“თუ ძალადობის მსხვერპლი ხარ, ნუ გაჩუმდები”

                                                                                                   

                                       

 მარათონი ძალადობის წინააღმდეგ

2012 წლის 1 ივლისს, კვირას, 17:00 საათიდან – 19:00 სთ.ზე,თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, თემქის მხრიდან,”საქართველოს მატიანეს” მონუმენტიდან, გაიმართება გარბენი ”თუ ძალადობის მსხვერპლი ხარ! ნუ გაჩუმდები! ”.

გარბენის ორგანიზატორებია არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი” და ”ჰელფინგ ჰენდი”,  პროექტი ხორციელდება ქალთა ფონდი საქართველოში ფინანსური მხარდაჭერით.
     საზოგადოების არაინფორმირებულობა გენდერულ საკითხებსა და ქალთა უფლებებზე დღემდე იწვევს ქალთა და გოგონათა დაუცველობას. ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევები უმრავლესად საქართველოში ტაბუირებულია, ზემო აღნიშნული ფაქტების იგნორირება კიდევ უფრო მეტად ამძიმებს არსებულ სიტუაციას. საქართველოში ყოველი მესამე ქალი ძალადობის მსხვერპლია. გამოკითხული ქალების მიმართ ძალადობას ქმრების 53% ახორციელებს. ძალადობა ხორცილდება ქმრების, ყოფილი ქმრებისა და პარტნიიორების მხრიდან.
პროექტი „ჩვენ გვაქვს, ძალა დავიცვათ საკუთარი უფლებები“ მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ქალთა უფლებების, გენდერული ძალადობისა და თანასწორობის შესახებ. პროექტის ფარგლებში გაიმართა  16 – დღიანი ფლეშმობიდა ასევე 16 დღიანი სემინარი თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში.
ზემო აღნიშნული პროექტის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციები  „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი“ და „ჰელფინგ ჰენდ“-ი ყოველწლიურად მართავს თბილისში 5-კმ-იან გარბენს სახელწოდებით: „თუ ძალადობის მსხვერპლი, ხარ ნუ გაჩუმდები“.
აღნიშნული ღონისძიება ხორციელდება პროექტის ”ჩვენ გვაქვს ძალა დავიცვათ საკუთარი უფლებების”  ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ქალთა უფლებების, გენდერული ძალადობისა და თანასწორობის შესახებ.
 დღის განრიგი:
17 : 30 სთ – მონაწილეთა რეგისტრაცია
18 : 00 სთ – 5 კმ – იანი გარბენი
19 : 00 სთ – მონაწილეთა დაჯილდოვება
 შემოგვიერთდით და ერთად აღვმოფხვრათ ქალთა მიმართ ძალადობა!
ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერია: რადიო “საქართველოს ხმა”,საინფორმაციო სააგანტოები:  “Expressnews”  და   “GeoNews”; გაამარჯვებულებს აჯილდობეს საიუველირო მაღაზია “სოფია სილვერ”
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
599 92 41 34 ნინო თოდუა;  599 73 80 19თიკო მესხი; 598 606 406 კობა ბიწაძე

10 thoughts on ““თუ ძალადობის მსხვერპლი ხარ, ნუ გაჩუმდები”

  1. მდააა რა საინტერესოა 53%. თქვენ ჩაატარეთ კვლევა? რამდენი ქალი გამოკითხეთ? ყველა რეგიონში ჩატარდა?

    1. ეხლა შენ მაგ პროცენტებზე რო არ დაეჭვდე არ იცი რომ საქართველოში ხშირია ქალზე ძალადობა?

    2. “კვლევა

      გამოკითხვა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, 2010 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდა. გამოკითხვის მიზანი ოჯახში ძალადობის პრობლემების კვლევა იყო. გამოიკითხა 1250-მდე ადამიანი. კვლევის შედეგებით, საქართველოში ყოველი მესამე ქალი ძალადობის მსხვერპლია.

      გამოკითხული ქალების მიმართ ძალადობას ქმრების 53% ახორციელებს. არის მამის, ყოფილი ქმრის და პარტნიორის მხრიდან ძალადობის შემთხვევებიც.

      ქალთა მიმართ ძალადობის უმრავლესი შემთხვევები, როგორც აღმოჩნდა, მათსავე სახლებში ხდება. ამიტომ, გამოკითხულთა 48% სახლში დარჩენისას თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს. ქალების მიმართ ძალადობის შემთხვევების ძირითადი ნაწილი ფიზიკური ძალადობით დამთავრდა, მათგან 40% მძიმე ფორმით.

      კვლევის მიხედვით აღმოჩნდა, რომ გამოკითხული ქალების მიმართ ძალადობას, ძირითადად, ახორციელებენ: ქმარი – 53%, მამა – 17%, პარტნიორი – 6%, ყოფილი ქმარი – 8%, ძმა – 6%; გარდა ამისა, 3 – % შვილი მამაკაცები, ბიძები, პაპები და სხვა.

      კვლევამ აჩვენა, რომ მამაკაცების მეხუთედი, რომელიც ცოლის მიმართ ძალადობას ახორცილებს, ფხიზელ მდგომარეობაშია. 80% ძალადობის აქტი მამაკაცმა ნასვამ მდგომარეობაში ჩაიდინა; 6% კი – ნარკოტიკების ზეგავლენის ქვეშ.

      აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა 40% განიცდიდა იმას, რომ ახლობელი ადამიანი, რომელთანაც ის ცხოვრობს, მასზე სექსუალურად ძალადობს.

      კვლევის მიხედვით, ყოველი მეექვსე მსხვერპლი ძალადობის შედეგად საავადმყოფოში მოათავსეს. ხოლო ის შემთხვევები, როდესაც მსხვერპლი ექიმს არ მიმართავდა, გამოწვეული იყო სირცხვილით და დანაშაულის გრძნობით, მისი მეუღლე რომ ასე მოექცა.

      „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ კახეთის რეგიონალური კომიტეტის თავმჯდომარის ჯილდა ნიბლაძის თქმით, კომიტეტმა გასულ წელს კახეთში ძალადობის 257 მსხვერპლს გაუწია დახმარება, 2011 წელს კი დაახლოებით 70 ადამიანს. მისივე თქმით, კახეთის რეგიონში ძალადობის ყველაზე მეტი ფაქტი ყვარლის რაიონში ხდება.

      „ძალადობის ყველაზე მეტი მსხვერპლი ყვარლის რაიონიდან მოგვმართავს. სავარაუდოდ, მიზეზი ის არის, რომ ყვარელში ბევრი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ცხოვრობს, რომლებსაც თავიანთი წესები აქვთ. ასევე, ძალადობის ფაქტების სიმრავლით გამოირჩევა მაღალმთიანი სოფლები. ძალადობის გამომწვევი ძირითადი მიზეზი სოციალურ – ეკონომიკური პრობლემებია. მამაკაცების უმრავლესობა უმუშევარია, ქალები გაცილებით მეტს შრომობენ, რასაც ოჯახში უსიამოვნება მოსდევს. დაუსაქმებელი მამაკაცები ხშირად სვამენ, რაც კონფლიქტს კიდევ უფრო ამწვავებს“, – აღნიშნავს ჯილდა ნიბლაძე.” gaeros mier aris chatarebuli kidev🙂

      1. დიდი მადლობა ვრცელი პასუხისთვის ნათია. მე ეჭვი კი არა დაინტერესება გამოვხატე, რადგან 53% ,,შეუიარაღებელი თვალით” ზედმეტად ბევრი მომეჩვენა. რადგან ბოლო დროს ჩატარებული კვლევებიდან რაც მესმის, ძალადობაში თვლიან იმასაც, თუ ქმარმა ფეხბურთის ყურებისას, ცოლს სერიალზე არ გადაურთო.🙂 გარკვეულწილად ესეცაა ძალადობა, მაგრამ ალბათ დამეთანხმები, რომ ჩვენ ქალებს უფრო სერიოზული პრობლემები აქვთ. ვიფიქრე, რომ ეს პროცენტული მაჩვენებელი სწორედ ასეთი ძალადობით იყო გაზრდილი. და არც ვიცი ახლა რა ვთქვა, ნეტა ასე ყოფილიყო. სავალალო შედეგია!

      2. ki namdvilad, ase ar iqneboda chventan mentalobis problema rom ar ematebodes da xalxs agiareba, sachiro organizaciebis modzebna sheedzlos, samwuxarod bevrs urchvnia an “cxovrebis wesad” miigos dzaladoba, an ubralod verc ki gaarchios is:/

      3. ეს აღმოსავლური კულტურის დიდი ნაკლია. ასევე განათლების დაბალი დონის, არაიმფორმულობის და ა.შ. ჩემი აზრით აზრი არ აქვს რამდენიმე ,,თამამმა” ტიპმა ამ ქალებს მოუწოდოს, რომ ხმა ამოიღონ. რადგან ამ ყველაფრის საფუძვეი გაცილებით ღრმაა. უკეთესი განათლება! ჩმი არით ესაა ყველაფრის საშველი.

      4. აბსოლუტურად გეთანხმები, მე უბრალოდ მოხალისე ვარ ამ ორგანიზაციაში, კარგი იქნება სემინარების ჩატარებას სკოლებში თუ დაიწყებენ, მაგრამ სამწუხაროდ დაფინანსების პრობლემაცაა,სულ მოხალისედ ვერ იმუშავებ :)) ასე რომ შეიძლება ერთი და ორი გარბენით ვერაფერი ეშველოს, მაგრამ გარკვეული დატვირთვა და აზრი ამ ღონისძიებებსაც აქვს:)

  2. რა თქმა უნდა აქვს, რა თქმა უნდა! წარმატებებს გისურვებთ, კარგი და მისასალმებელი ღონისძიებაა ყოველმხრივ

  3. მიხარია ასეთი ორგანიზაციები რომ არსებობს.მართლა საჭიროა ხალხს გავაგებინოთ რომ ძალადობა პრიმიტიული აზროვნების ნიშანია.იქ სადაც გონებაა ყველაფრის მოგვარება შეიძლება სიტყვით.წარმატებებს გისურვებთ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s