პატარა კაფეების ქალაქი

ისე მხუთავს ეს სიცხე, რომ ხან სუნთქვაც  შეუძლებად მეჩვენება.  ვიცი რომ უამრავი საქმე მაქვს, მაგრამ ვერაფრის გაკეთებას ვერ ვახერხებ. სადმე მინდა წსვლა. იქ, სადაც არავინ მიცნობს და მეც არავის ვიცნობ. ოღონდ, მაინც არავის გავიცნობ. იქ მინდა წასვლა სადაც ზღვაა, სადაც არ დადიან მანქანები, სადაც პატარა კაფეებია ცივი ყავით სავსე. სადაც შეგიძლია შეხვიდე, შეიტანო შენი პატარა რვეული და წერო რაც გაგიხრდება. უცხო პირების მეთვალყურეობის გარეშე.

მარტო მინდა.

ფიქრი მინდა.

გადახარშვა მინდა.

დავიღალე.

გამუდმებული სემნტიმენტებისგან, პათეტიზმისგან დავიღალე.

სხვაგან მინდა.

უცხო ქალაქში.

იქ, სადაც გადაფასებაც და შეფასებცა ერთდროულად შესაძლებელი იქნება. იქ, სადაც არავინ შემზღუდავს თავისი თავით.

იქ, სადაც მხოლოდ მინდვრის ყვავილები ფასობენ და არა ცელოფანში გამომხრჩვალი თაიგულები.

იქ მინდა, სადაც უყვართ და თუ არ უყვართ არც ესაა დიდი პრობლემა.

იქ მინდ,ა სადაც არ არსებობს მოდა, რადგან დეტალები არ მეორდება და თუ არ მეორდება, მაშინ ყველა ჰგავს თავის თავს.

იქ მინდა, სადაც მიმიღებენ და წამოსვლის ჟამს ტკბილად დამემშვიდობებიან.

პატარა კაფეების ქალაქში მინდა.

4 thoughts on “პატარა კაფეების ქალაქი

    1. მეც მინდა, თან ამაზე ვოცნებობდი მთელი ცხოვრება, მეხეტიალა უცხო მხარეში და ბევრი ფიქრისთვის მქონოდა დრო… ვგრძნობ, რომ სიყვარულისგანაც კი მინდა დასვენება.

  1. “იგი” გამახსენე:”საცა იყო, იქ ყოფნა არ უნდოდა; იქ უნდოდა, საცა არ იყო. მაგრამ როგორც კი მივიდოდა იქ, საცა არ იყო, უკვე იქ იყო, საცა იყო, და იქ ყოფნა აღარ უნდოდა.”

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s