“ზუბრიაჩკობა” თსუ-ში

თითქმის დასრულდა პირველი სემესტრი და ერთადეთი რაც მთელი წლიდან დარჩა  საშნელი უკმაყოფილობის გრძნობაა. ერთხელ დავწერე და კიდევ ვიმეორებ თსუ-ში სწავლის ხარისხი საკმაოდ დაბალია. მავანმა და მავანმა მითხრეს, რომ ვცდებოდი და თუნდაც გამოცდების სამართლიანი სისტემა ერთ-ერთი კომპონენტი იყო სწავლის მაღალი ხარისხისა, მაგრამ მაინც ვერ დავეთანხმები.

არ მომწონს არც სწავლის სისტემა, არც ლექტორების მოტივაცია და არც მუდმივად არაინფორმირებული ადმინისტრაცია. თითოეულზე უკვე საკმაოდ გამყარებული არგუმენტი მაქვს. მაგრამ ამ ყველაფერსაც, რომ გავანებო თავი, მაინც მრჩება ერთი, ერთობ მნიშვნელოვანი პრობლემა. “მიზანმიმართული დაჩლუნგება”, “ზუბრიაჩკობა” რაც გინდათ ის დაარქვით  ამ პრობლემას. სად რა ხდება არ ვიცი, მაგრამ ბიოლოგიის მიმართულებაზე სტუდენტები რომ არ აზროვნებენ ამაში დარწმუნებული ვარ. ხოდა წარმოიდგინეთ ეხლა მეცნიერი, რომელიც ვერ აზროვნებს და ფაქტობრივი ცოდნის ინტეგრაციას ვერ ახდენს.

ცოდნა რომელიც წელს მივიღე მიზერულია, მიუხედავად იმისა, რომ საკამოდ მაღალი ქულები მყავს. პრობლემა მარტო იმაში არ მდგომარებს, რომ სტდენტთა უმეტსობა გამოცდების წინ სწავლობს. ეს უფრო ღრმად განსახილველი საკითხია.  თამამად შემიძლა ვთქვა, რომ ყველაფერს ვიზეპირებ, ზოგიერთები მეუბნებიან,  აბა როგორ გინდა, ანატომია და ბოტანიკა უნდა იზეპიროო, ნაწილობრივ მეც ვეთანხმებოდი, სანამ ჩემი ახლობელი, რომელიც თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლობს (იქაური სისტემიდან გამოდინარე ბიოლოგიის შესავლის მსგავს საგანს უბრალოდ გადის) თავის დავალებას არ გამომიგზავნიდა.  დავალება 5 საკითხისგან შედგება და ხუთივე აზროვნებას, მსჯელობას, ფიქრს, ზოგად და ფაქტობრივ ცოდნას მოთხოვს.  სიმართლე რომ ვთქვა საკმაოდ მარტივი საკითხებია, მაგრამ გაკეთება მიჭირს უკვე, იმიტომ რომ არ ვარ შეჩვეული მსგავსი ტიპის დავალებებს. კი არადა, ჩვენ საერთოდ არ გვაძლეევენ დავალებებს (რამდენიმე საგანს თუ არ ჩავთვლი).

რა არის ადამიანი? ზოგადად ცოცხალი ორგანიზმი? როგორ მუშაობენ მისი ორგანოები, ცალ-ცალკე? რა თქმა უნდა არა. მაგრამ ჩვენ ყველაფერს ცალ-ცალკე ვსწავლობთ, ჩვენ უბრალოდ ვიზეპირებთ, არ ვახდენთ ანატომიური სტრუქტურების  ერთმანეთთან დაკავშირებას, ზედმეტად არ ვფიქრობთ, ამიტომცაა, რომ სტუდენტთა სიის რეიტინგში მოზეპირეთა პლიადაა.

ვიღაც შეიძლება არ დამეთანხმოს, მაგრამ არაფერს ისე არ ვნანობ, როგორც აქ ჩაბარებას,  უნივერსიტეტმა თავისი მშრალი ლექციებით, მშრალი გამოცდებით და გამოთაყვანებისკენ მიდრეკილი სისტემით მთლიანად ჩამიკლა სწავლის სურვილი.

ამ სემესტრში გავდივარ ძალიან საინტერესო საგანს-ბიოსოციოლოგიას, ფაქტობრივად ფსიქოლოგიის მსგავსია. აქ თავისუფლად შეგიძლია გამოთქვა და დაასაბუთო შენი აზრი, იკამათო მეცნიერთა დასკვნებზე, მაგრამ ერთადერთი რაც ორსაათიანი ლექციის განმავლობაში ხდებოდა, ეს იყო ერთი და იმავე ამბებს გამეორება, over and over again…

ოთხშაბათს გიგი თაევზაძესთან და ალექსანდრე კვიტაშვილთან “ცხელმა შოკოლადმა” შეხვედრა მოაწყო, რომელსაც დისკუსიის სახე ჰქონდე.  შეძლებისდაგვარად  ითქვა იმ უამრავი უარყოფითი მხარის შესახებ, რომლებიც ჩვენს უნივერსიტეტებს გააჩიათ, გაიჟღერა “დაზეპირების” პრობლემამაც, თუმცა, როგორც მივხვდი ჩვენს რექტორს დიდად არ აინტერესებს ეს პრობლემა.

საქართველოში დღეს მეცნიერება მკვდარია, უმეტესობა ამას მთავრობას აბრალებს, ხშირად საფუძვლიანადაც, მაგრამ მთავარი პრობლემა ძირშია. უფრო სწორად ჯერ სკოლაში და შემდგე ბაკალავრიატში, სკოლამ რაც შეძლო მომცა, ამ ერთმა ინერტულმა წელმა კი ესეც წამართვა. მე თუ მხოლოდ ასეთი ცოტა შევმატე ჩემს თავს ყოველ წელს, ეჭვი მეპარება 4 წლის შემდეგ არათუ დიდ მეცნიერებაში, არამედ უბრალო სკოლაში მუშაობა შევძლო.

5 thoughts on ““ზუბრიაჩკობა” თსუ-ში

  1. ფიზიკოსებსაც ანალოგიური პრობლემები გვაწუხებს, რამდენიმეს (ზოგი სამწუხაროდ არც წუხდება) :X წესით ჩვენ ყველაზე მეტად უნდა ვაზროვნებდეთ :X

    1. ეგრეა აქაც, მე ვაპროტესტებ და ხალხს მგონი თავსაც ვაბეზრებ ამ პროტესტით. არ აინტერესებთ და იმას იღებენ რასაც იმსახურებენ:) უბრალოდ შედეგს ბოლოს გაანალიზებენ:/

      1. ხო ვიცი, მაქვს პატივი ვიცნობდე ,,განივის” საზოგადოებას :):X

  2. პირველ კურსზე ეგრეა. აზრზე არ ხარ რა ხდება, საერთოდ არ არ გესმის ჯერ არაფერი და იძულებული ხარ დაიზეპირო. ცოტა გამოცდილებას რომ მიიღებ, მერე, დამიჯერე, არანაირად არ გექნება ზეპირობის თავი. იძულებული გახდები, ტვინი გაანძრიო და აზროვნებას მიჰყო ხელი. მეც ეგრე ვიყავი თავიდან. ისე, ზოგი სტუდენტი მოწოდებითაა ზუბრიაჩკა. ეგეთს ვერაფერი გამოასწორებს. ან იზეპირებს, ან საერთოდ არაფერი იცის.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s