სენი რომელიც მკლავს ანუ სოციალური ქსელები

2 წელია დღეებს საკუთარ თავთან ბრძოლაში ვატარებ. ყოველდრიურად ვფიქრობ, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს, თუმცა ფიქრი ფიქრად რჩება, მოქმედება კი მოქმედებად.

ორი წელია თავს ვეღრ ვცნობ, უნებისყოფობა, ღამეები გათენება, ამოღამებული თვალები, გამუდმებული რეგრესი და სხვა ნიშნები გახდა სიმპტომები ჩემი ახალი სენისა.

სწორედ იმ სენის, რომელსაც მოცემულ მომენტში თუნდაც facebookომანიას დავარქმევდი.

მთელ საღამოს ვატარებ აქ, ღამე ვწვები თვალებამომშრალი , გაღიზიანებული და საკუთარი თავისადმი ზიზღის გრძნობით გაჟღენთილი.

იმ დროს, რომელიც ყველაზე ძვირფასია, როცა ყველა მეტის სწავლის, გაკეთების უნარი მაქვს ვახარჯავ ხშირად აrაფრის მომცემ საიტს.  ჩემთვის და ბევრისთვის ფეისბუქმა და ინტერნეტმა თითქმის ერთი და იგივე სახე მიიღო. დიდი ხანია ვფიქრობ  ჩემი პროფილის გაუქმებას, მაგრამ ვერ ველევი ზღვა ინფორმაციას სხვადასხვა ღონისძიებებზე, ვერ ველევი ადამიანებს რომლებიც აქ გავიცანი, ვერ ველევი ჯგუფების სიტუაცია, მაგრამ ვერ ვხვდები, გონებით, გულით, სულით, ვერ ვიაზრებ იმას, რომ შეველიე საკუთარ ინტელექტს, შეველიე საკუთარ ინტერესებს და ერთ, ყველაზე მთავaრ ინტერესედ ფეისბუქზე სტატუსების წერა, სურათების “დალაიქება”, ადამიანებთან საუბარი ვარჩიე.

მე ავად ვარ. ავად ყოველგვარი ფიზიკური ტკივილის, ავად ყოველგავრი დასკვნის ფურცლის გარეშე.

არ მჭირდეაბ ექიმი ამის მისახვედრად, დიაგნოზი ისედაც ნათელია.

ხანდახან ვფიქრობ, რომ  ეს ყველაფერი მარტო ჩემი უნებისყოფობის ბრალი არაა,  თითქოს ფეისბუქი მივსებს იმას, რაც რეალურ ცხოვრებაში მაკლია(თუმცა ესეც რეალობაა). და თუ მე მართლა ამდენი მაქვს შესავსები მაშინ კიდევ უფრო მეცოდება თავი.

ვერ ვიქნები ცალსახა და ვერ ვიტყვი რომ ჩვენს პირწიგნაკს მხოლოდ უარყფითი თვისებები აქვს, მაგრამ ყველაფერი ფარდობითია და მეც იმდენად დიდი ზიანი მომიტანა, რომ დადებითის დანახვას ხშირად ვერ ვახერხებ, თუ ვახერხებ მაშინ ის მეტად უმნიშვნელო მეჩვენება.

დაფაქ, ეხლა მაინც შევალ ფეისბუქზე, იმიტომ, რომ ეს პოსტი უნდა “დავაშეარო”, შევალ და შეიძლება დამხვდეს “ნოთიფიქეიშენი”, შეტყობინება, ან სულაც მეგობრობის თხოვნა, ყველა ვარიანტში მე შევყვები მიმდინარე მოვლენებს და ფეისბუქისთვის გათვლილ 5 წუთს 30 წუთად ვაქცევ.

ამაზრზენია როცა ხედავ როგორ ლპები.

ფეისბუქი პირდაპირ აჩლუნგებს ადამიანს, უბლაგვებს აზროვნებს და აჩვევს მას სხვადასხვა სლენგს, ათასგვარ უკბილო “ღადაობას” და სხვა “სიკეთეებს”. თქვენი არ ვიცi, მაგრამ მე უბედნიერესი ვიქნები თუ ეს პანდორას ყუთი გაუქმდება და ჩვენს დაჩლუნგებასაც ბოლო მოეღება.

6 thoughts on “სენი რომელიც მკლავს ანუ სოციალური ქსელები

  1. გაუქმება რა შუაშია უბრალოდ ზომა წონა და დოზა უნდა ყველაფერს, ზედმეტი წამალიც კი საწამლავია.

  2. es rom gauqmdes, rame sxva gamochndeba. ubralod xalxi imdenad miechvia rom informaciis gavrcelebis miznit, saurtiertod, gasacnobad da ravici, ristvis agar iyeneben-aucileblad moigoneben an gadaertvebian rame sxvaze. zomaa sachiro ubralod, torem iyos ras mishlis😀
    me magalitad 2 account maqvs, magram ar var damokidebuli arcertze.sabednierod 🙂

  3. არასოდეს მესმის შენნაირი ადამიანების , თუ ასე ძალიან არ მოგწონს შენი ფბ სადმი დამოკიდებულება უბრალოდ გააუქმე ფბ, ხოლო თუ ვერ ელევი ზღვა ინფორმაციას და ა.შ. ასეიგი არც თუ ისე ცუდი ყოფილა ფბ როგორც შენ ამბობ🙂 ამ შემთხვევაში უბრალოდ თავს ძალა დაატანე რომ ღამე ადრე დაწვე ან თუნდაც უფრო ცოტა დრო დაუთმო სოციალურ ქსელებს, ფბს ნუ ვაბრალებთ ეს ჩვენი ბრალია🙂

    1. არა ფბს პრინციპში არც ვაბრალებ, უფრო თვითგვემაა ეს პოსტი ;დ პრობლემა ჩემშია ენდ აი ნოუ ით :დ ვცდილობ და შევიცვლები ან ამ სიტუაციას შევცვლი:/

  4. კინაღამ შემეყარა მეც ეს, მაგრამ თავი დავაღწიე. უფრო სწორედ, რეჟიმმა დამაღწევინა. ზოგჯერ ფბ-ს მართლაც მოაქვს სარგებლობა, ინფორმაციის სწრაფი გავრცელების სახით, მაგრამ როცა ზიან და უაზროდ არეფრეშებენ … მაგიჟებს ასეთი დამოკიდებულება. ამის კეთებას, წიგნს ავიღებდი და წავიკითახვდი, გავიდოდი გავისეირნებდი , ფანჯრიდან მაინც გავიხედებოდი , ჰაერს ჩავისუნთქავდი.. უამრავი რამე შეიძლება. ხალხი კიდევ ზის და არეფრეშებს : ))) და “მშია”- ტიპის სტატუსებს წერს,,,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s