კიდევ ერთი თვითმარქვია ორგანიზაცია-Sec Georgia ანუ “ასწავლე მოსწავლეს” ფარსი

ხანდახან განსაკუთრებით მეშლება ნერვები იმაზე, რომ ჩემი ბლოგი სათანადოდ პოპულარული არ არის. ეს “ხანდახან” კი მაშინ დგება, როცა გარკვეული სახის ინფორმაცია მაქსიმალურად დიდი რაოდენობის მკითხველს  მინდა მივაწოდო. მას მერე რაც  არსად ყვირილმა შედეგი არ გამოიღო ისღა დამრჩენია აქ მაინც დავპოსტო იმ იმედით, რომ მომავალში ყველაფერი სხვანაირად იქნება.

დაახლოებით ორი თვის წინ ჩავები პროექტში “ასწავლე მოსწავლე”-ს, რომელიც ჯავახიშვილის უნივერსიტეტის თვითმართველობამ გაავრცელა. ეს იყო განათლების სამინისტროსა და საქართველოს სტუდენტთა დასაქმების ორგანიზაციის-Sec-georgias, ერთობლივი საგრანტო პროექტი, რომელიც გულისხმობდა სტუდენტების პროფესიული თემატიკიდან გამომდინარე ოთხი პრეზენტაციის გაკეთებას სხვადასხვა საჯარო სკოლებში. მოკლედ გადავიხადეთ ამ ორგანიზაციაში  არსებული საწევრო-5 ლარის ოდენობით და ათკაციანმა ჯგუფმა დავიწყეთ გარკვეულ პრეზენტაციებზე მუშაობა.   ყველა ჯგუფში არიან ადამიანები რომლებიც მუშაობენ და ადამიანები რომლებიც არ მუშაობენ. გუნდის პირველი შეცდომა ალბათ ის იყო, რომ არმომუშავე ადამიანების არსებობა დავუშვით, თუმცა პრინციპში სხვა გზა არც გვქონდე მემგონი. მოკლედ აღდგომის წინა კვირაში გადავდეთ ყველა საქმე და დილიდან საღამომდე ჩართულები ვიყავით აღნიშნულ საქმეში. ხო, ხელმძღვანელი და ზოგადად ამ პროექტის “დიდი პასუხისმგებლობის” მქონე ადამინაი აღმოჩნდა, მუდმივად უკმაყოფილო იყო ჩვენი ნამუშევარით და ხშირად გვამკობდა სხვადასხვა ეპითეტით. საბოლოოდ, რამდენიმე ღამის გათენების შემდეგ, მთელი წითელი პარასკევი თავის ოთახში დაგვტოვა და გვამუშავა (ნუ იქაც გარკვეული რაოდენობის ბავშვები ვმუშაობდით). კარაგდ მახსოვს სახლში ბოლო მატარებელს გავყევი და და შაბათ დილით ისევ ისევ ოფისში დავბრუნდით, ჩვენი მუდმივად უკმაყოფილო უფროსის გული, რომ მოგვეგო. რატომღაც მაშინ კარგად ახსოვდა დრო, რომელზეც ჩვენთან შეხვედრა ჰქონდა დანიშნული(ეხლანდელისგან განსხვავებით).  ამის გარდა აღდგომის შემდეგაც მივედით, ჩვენ ყველა პრეზენტაცია მზად გვქონდა, ჯერი უკვე ხელმზღვანელზე იდგა.  რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს,  სკოლაში გავიდა მხოლოდ 2 წყვილი, 5 წყვილიდან და ისინიც ყოვლად უყურადღებოდ, დაპირებული  მეთვალყურეების გარეშე.

“ეპიკი” ამ ფარსის ის იყო, რომ ე.წ. დაპირებული საჩუქარი უფასო საგზურები ლიტვაში განაწილდა იქამდე სანამ პროექტი დასრულდებოდა ანუ ე.წ. “ლიდერები” გამოცხადდებოდნენ:) ღმერთმანი, ან ჩვენი ხელმძღვანელი ფლობდა ზებუნებრივ ძალებს და ყოველგვარი პრეზენტაციის გარეშე მიხვდა, რომ “ის ამას იმსახურებდა” ან  ჩვეუელბრივი ქართული ასპექტები ამუშავდა.

ერთ კვირაზე მეტია დავრბივართ სექ ჯორჯიაში, მივმართეთ თვითმმართველოBასაც, თუმცა არავის სურს დაიცვას ჩვენი უფლებები, თუკი საერთოდ გაგვაჩნია ისინი აღნიშნულ შემთხვევაში.

პ.ს.  პოსტში არავის ვდებ ბრალს, გამოვთქვამ ვარაუდებს და აღვწერ პროცესს,  პირველად ვნანობ რომ არ ვარ იურისტი და არ ვიცი ამ  წუთას რა გზით შემიძლია ბრძოლა. თავს უმწეოდ ვგრძნობ, იმიტომ რომ ვიცი, ეს არც პირველად ხდება, არც მეორედ და არც უკანასკნელად. მშივიდობით მოხმარეთ ყველამ თქვენი “სამართალი”:) ხუმრობის გარეშე კი გეტყვით, რომ სადაც არსებობს უსამართლობა იქ სამართალიც იარსებებს, ხოდა მაგ სამართლის გეშინოდეთ ჩემო ტკბილებო:)

22 thoughts on “კიდევ ერთი თვითმარქვია ორგანიზაცია-Sec Georgia ანუ “ასწავლე მოსწავლეს” ფარსი

  1. რაში გადავიხადე ფული, ვერ ვისწავლე, რომ ეგეთი იდიოტობების ნდობა არ შეიძლება😐

  2. ar iqneba araferi. tu tvitmmartvelobashi shexval-sazgvargaret wasvlis perspeqtivebic ki sheidzleba gadageshalos, garda imisa rom momgebian situaciebshi iqnebi.., sxvanairad-tyuili ambavia, veranair samartlianobas ver daamyareb😀😀 trust me, I know🙂 TSU s kursdamtavrebuli var da viiici😀😀

  3. მეც გავები მაგ ფარსში და დაპირებული სერტიფიკატიც კი ვერ მივიღე ლიტვაზე აღარაფერს ვამბობ. უი ხო, ცოტა ხნის წინ საინფორმაციოში გადმოსცემგნენ მაგ პროექტზე და ჩვენი ,,ზებუნებრივი ძალის მქონე” უფროსები ვიხილე, ლიტვაში წამსვლელების წინა რიგებს ამშვენებდნენ🙂

    1. ხო მეც ვნახე, ჩვენი კურსელებიც წაბრძანდენ დაუმსახურებლად :დ რექტორამდე მივიტანე ეგ ამბავი და პოლიციას მიმართეთ ეგ დიდი ხანია აფერისტობსო, მაგარი პასუხია :დ 29ში კიდეა რექტორთან შეხვედრა და კიდე ვეტყვი :დ პროსტა ამდენი უნამუსობა უნდა შერჩეთ თორე მაგათი არც ლიტვა აღარ მინდა და არც სერტიფიკატი:/

      1. იცი რა არის, ეგ ბიჭი თვითონ იურისტია და შესაბამისად მაგ ფულის გადახდას სიე გააკეთებდა, რომ რამე დარღვევა არ ექნება, ხოდა პოლიციაში ნივთმტკიცებასაც ვერ მივიტანთ, სხვა მხრივ კიდევ მოტყუებული ბევრი ჰყავს, ჩვენს კურსზე მათემატიკოსებსაც გაუჩალიჩა იგივე, ხოდა არ ვიცი რაღაც ორგანო კიდე იქნება ალაბთ:/

  4. იქნებ ტელევიზიამდე ჩვენც მივიტანოთ ამბავი რომ მოგვატყუეს და გაგვამაიმუნა ამ ლაშამ ?

  5. Mec gadavixade 6 tvis sawevro. skolashi mivedit magram aranairi yuradgeba da metvalyureoba ar yopila. mgoni arc gaugia “sec georgias” rom viyavit me da chemi mewyvile misulebi da ori gakavetili rom chavataret, mesamed rom unda mivsuliyavit skolashi ert-erts sainformacioshi shemtxvevit movkari tvali am organizaciis prezidents romelic laparakobda rogor miyavda gamorcheuli bavshvebi latviashi da saidan gamoarchia es bavshvebi chemtvsi gaugebaria mitumetes rom proeqti dasrulebuli ar yopila.

  6. აუცილებლად მოდი ვისაც ეს გვაწუხებს დავსხდეთ და მოვილაპარაკოთ და ჯობია მემგონი ტელევიზიამდე მიტანა ამ ამბის

  7. ra mainteresebs icit rato gadadixart imwutasve chivilze, dacheraze, rato gelandebat sul yvelgan ro gatyueben. kargi organizaciaa martla me piradad mivige privat bankis proektshi monawileoba da mandedan vici, ubralod me umadurobis gancda michndeba da meti araferi tqveni mxridan

  8. da rac sheexeba sertifikatebs mec damigvianes ra moxda mere ra axali organizaciaa da chven xela bichebi da gogoebi wvaloben nu gadavdgavt da nu gadavcemt anatemas ori sami dgis gamo

    1. ra sami dge vin xar saertod, mtel ikvira gvarbenina da arafrad chagvagdo, ra sisuleles ambob, shen ar xar am situaciashi garkveuli da dzalian gtxov nu erevi.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s