თვითმმართველობის არჩევნები თსუ-ში

ამ ბოლო დროს განსაკუთრებით გაცისფერ-ყავისფერდა ჩემი ფეისბუქის კედელი. ეს კი მხოლოდ იმიტომ, რომ თსუ-ში თვითმმართველობის არჩევნები იწყება და ოპონენტებმა ფერები დაისაკუთრეს. უნივერსიტეტში თვითმამრთველობისა და ოპოზიციის წევრები აქეთ-იქით რომ დარბიან და ნაცნობების ხარჯზე ხმებს იწერენ ამაზე აღარაფერს ვამბობ, სულ ასე ხდებოდა, ყველაგან ასე ხდება და მომავალშიც ასე მოხდება (ისე ოპოზიციამ უნდა მოაწყოს ერთი შეხვედრა:/).

თავდაპირველად ნამდვილად ვაპირებდი არჩევნებზე  წასვლას, მითუმეტეს რომ ჩვენს ფაკულტეტზე ყველაზე მიგდებული დეპარტამენტის წევრი ვარ და ვალდებულიც ვიყავი, თუმცა ამ წუთას ნამდვილად არ მაქვს სურვილი. ყველა ერთად იმას ყვირის პოლიტიკური ძალები არ უნდა ერეოდნენ სტუდენტების საქმეებშიო და მაინც, ყველაფერი გაპოლიტიზირებულია. აუცილებელი არ არის, პიროვნებების უკან ბიძინა, მიშა, შალვა ან ვინმე სხვა იდგეს, ისიც საკმარისია რომ ყველაფერი ისეთივე “ბინძური” ხერხებით ხდება  როგორც ნამდვილ პოლიტიკაში.

ბოლო დროს დაიწერა ეს პოსტი ,  რომელასაც მოჰყვა გამოხმაურება აქ და აქაც-ც, ამ წუთას არსებითი მნიშვნელობა არც აქვს პოსტში რა ეწერა, მთავარია, რომ სტუდენტებმაც დაიწყეს ერთმანეთის “დაჭმა”.

ათი წუთის წინ ვიღაც გოგომ მობილურზე დამირეკა არასამთავრობო ორგანიზაციიდან ვარ და თსუ-ში ხმას ვის აძლევო,  იმას კი ვუთხარი, რომ ეს ჩემი პირადი საქმე იყო, მაგრამ მერე გავაანალიზე, რომ ის  სავარაუდოდ პოზიციის ან ოპოზიცისს საცოდავი წარმომადგენელი, ან საცოდავი დავალების შემსრულებელი უნდა ყოფილიყო. ეს “ჰაერში გამოკიდებული ორგანიზაცია” კი გამოგონებული. ისე საიდან უნდა ჰქონოდათ ჩემი ნომერი, ცოტა ხნის წინ შევცვალე და ჯერ-ჯერობით არც თვითმმართველობაში დამიფიქსირებია და არც თსუ-ს ადმინისტრაციაში.

ვერ ვხვდები, რა ჰგონია  ხალხს ეს თვითმმართველობა, ვერ ვხვდები, რატომ იცავს ერთი კბილებით ან  მეორე რატომ არის ასე მოწადინებული. იქ შესასვლელად. ჩვენთან  ერთი ბიჭისითვის აგროვებდნენ ხმებს ოპოზიციიდან და რომ ვკითხე რას აპირებს-მეთქი, აღმოჩნადა, რომ ძალიან ბევრი საინტერესო იდეა ჰქონია. ეგ ყველაფერი კარგი და გადასარევი, მაგრამ სექტემბერში რომ მობრძანდა, შესულიყო ჯერ თვითმმართველობაში, ენახა შეუძლია თუ არა რამის გაკეთება, იქნება მის აზრს ვინმე ითვალისწინებდა კიდეც,  ხოდა თუ იქ დაბლოკავდნენ მე პირადად პირველი ვიქნებოდი მის მხარდამჭერებს შორის. თვითმამრთველობას შენი იდეა ვერ დაესიზმრება და ამას რატომ არ აკეთებენ, მე გავაკეთებდიო არ უნდა იყვირო. კიდევ, კარგი ნებისმიერს შეუძლია იქ შესვლა.

მოკლედ ყველაფერი ისეა როგორც პოლიტიკაში, ბევრი ჩაშვება, ბევრი ტყუილი, ბევრი დილეტანტი და ბევრი ნაცნობი.

მაპატიეთ, მაგრამ “პოლიტიკოსობანს თამაში” ძალიან უნიჭოდ გამოგდით.

2 thoughts on “თვითმმართველობის არჩევნები თსუ-ში

  1. საერთოდ არ გამკვირვებია ეს სიტუაცია.სტუდენტებსაც რომ არ დაეწყოთ ერთმანეთის “დაჭმა” ,ალბათ,ის უფრო გამიკვირდებოდა.არჩევნები გამოცდებივითაა:მარტო მაშინ ახსენდები კანდიდატს რომ გიცნობს,როცა შეუძლია გამოგიყენოს.

  2. ”ამ წუთას არსებითი მნიშვნელობა არც აქვს პოსტში რა ეწერა, მთავარია, რომ სტუდენტებმაც დაიწყეს ერთმანეთის “დაჭმა”.”
    FAIL
    თურმე არ აქვს არსებითი მნიშვნელობა რა წერია პოსტში სამაგიეროდ იქვე დასკვნას მიკეთებ,რომ ვიღაცეებს ვჭამ :დ
    წაგეკითხა
    ან საერთოდ დაგენებებინა თავი
    არავის არ ვჭამ მე
    უბრალოდ თვითმართველობა (ამ ფორმით,როგორც ჩვენთანაა) უაზრობად მეჩვენება და ჩემი აზი გამოვთქვი,რომ არჩევნებზე(რომელიც ალბათ გაყალბდება) წასვლა უაზრობაა.

    სად დანახე დაჭმა😕 ::ფცპლმ:

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s