თსუ-ს ახალგახსნილი ბიბლიოთეკა

ბოლო წლების ერთ-ერთი აქტუალური პრობლემა ალბათ ისაა, რომ ინტერნეტი ძალიან დიდ დროს გვართმევს,  კერძდ კი: ბლოგები, ფორუმები და სხვადასხვა სოციალური ქსელები. ჩემთვის პირადად, სახლში, ჩართულ კომპიუტერთან მეცადინეობა ნელ-ნელა უტოპიად იქცა.  ეხლაც, გამოცდებამდე 2 დღით ადრეც კი ვერ ვახერხებ მთლიანად დახსნას  კომპიუტერისგან და სხვა ეშმაკის მანქანებისგან:). მოკლედ, ბევრი რომ არ ვილაქლაქო, მე კარგი ადგილი ვიპოვე სადაც, მშვიდად, წყანარად და ხარისხიანად ვიმეცადინებ- თსუ-ს ახალგახსნილი ბიბლიოთეკა.

ყველაზე კარგი ალბათ ის არის რომ ნებისმიერს, განურჩევლად უნივერსიტეტისა შეუძლია აქ შემოსვლა.  ბიბლიოთეკაში შესვლამდე ჩანთას გარეთ აბარებთ,  შესასვლელში საკმაოდ მარტივ პროცედურებს გადიხართ, ერთგვარ რეგისტრაციას და შემდეგ ჯდებით თქვენს ადგილას. აუცილებელია პირადობა ან სტუდბილეთი. თვითონ ბიბლიოთეკაში ორი განყოფილებაა, სამეცნიერო ლიტერატურის-პირველი სართული და მხატრული ლიტერატურის-მეორე სართული. დღეს ვათვალიერებდი ამ უკანსკნელს და დიდად არ აღვფრთოვანებულვარ არჩევანის ნაირგვარობით, იმედი მაქვს გაამდიდრებენ.  დილით რომელზე იხსნება ზუსტად  არ მახსოვს, მაგრამ 17:45 წუთზე იკეტება, ჩემი აზრით საკმაოდ ადრეა.

ამ ბოლო კვირაში წელიწადში პირველად მგონი, 4 საათი ვიმეცადინე შეუჩერებლად, ისე, რომ არცერთი სოციალური ქსელი არ დამილაშქრავს. ნუ პრინციპში ეს იმის ბრალიც არის, რომ მხოლოდ დღეს აღმოვაჩნე ბიბლიოთეკაში კომპიუტერების განყოფილებ:)ა. ისე, ჯერ-ჯერობით ცოტა ხალხია, და იქ მომუშავე თანამშრომლები ხანდახან ზედმეტად ხმაურობენ, სავარაუდოდ ერთხელ ზრდილობიანად ვეტყვი, რომ ბიბლიოთეკაში ხმამაღალი სიცილი არც ისე მისაღებია.

ნუ, იქ კიდევ არის რამდენიმე ოთახი, რომლის დანიშნულება ჯერ ვერ შევიტყე, ნელ-ნელა მაგასაც გავიგებ:).. მოკლედ ძალიან, ძალიან კარგი ადგილია, მხოლოდ მანდ ვგრძნობ ხოლმე რაღაცნაირად “სტუდენტობის სუნს”, იმას ვგულისხმობ, ჰოლივუდურ ფილმებში დაღამებამდე ბიბლიოთეკებში, რომ სხედან ხოლმე.❤

ბოლოს კი რამდენიმე სურათს ვდებ, რომლებიც სამწუხაროდ მობილურით გადავიღე, მაგრამ რაღაცას მაინც დაინახავთ და რომ მიხვალთ უკეთესად შეიგრძნობთ:)

ეს შესასვლელია სადაც დარეგისტრირდებით, ის მონიტორები კი იმის გასაგებადაა, არის თუ არა თქვენი სასურველი წიგნი ბიბლიოთეკაში.

ეს მაგიდა თავისი განათებითა და დენცქვიტათი :დ

მოკლედ ნახეთ თქვენ თვითონ, დამიჯერეთ ძალიან, ძალიან მოგეწონებათ:)

6 thoughts on “თსუ-ს ახალგახსნილი ბიბლიოთეკა

    1. უიმე მეც განივში ვარ, ერთი იქ უნდა ნახო რა ბიბლიოთეკა გვაქვს :დ

      1. მელა კუდს ვერ მოიქნევს, ისეთი პაწაწუნაა ჩვენი და გამოცდების მოახლოებას ესევე გრძნობ, როგორც კი ადგილების დეფიციტი წარმოიქმნება : ))
        ისე, პერსონალი არც ჩვენთანაა ნაკლები–ცოტა ახლოს თუ გიწევს ჯდომა, უკვე ყველა ნათესავის სახელი იცი და სატელეფონო საუბრებიც მოსმენილი გაქვს…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s