ცარიელი მონიტორი

ცარიელი მონიტორი. აღარ მახსოვს მერამდენედ ვეჩალიჩები სადღაც, სულის ქვეშ დამალულ სიტყვებს. ცხელი შავი ყავა და ერთი ღერი სიგარეტიც მუზის მოსაყვანად. მაინც არაფერი გამოდის.  თავში უაზროდ მიტრიალებს კონფერენციები, პრეზენტაციები და ზოგადად „ციები“. ზედმეტად ბევრი „ციები“. ჩემს თავს არ ვეკუთვნი. ან სწორად ახლა ვეკვუთვნი.

კონცენტრაცია. მანქანებიც ჩემ წინააღმდეგ არიან განწყობილი. ისე მოძრაობენ, რომ იხმაურონ. რა სისულელეს ვამბობ, უხმაურო მანქანა  აბა სად მინახავს. ეს ტელეფონი კიდე პირიქით, რაღაცნაირად დუმს. ისე არა, როგორც სხვა დროს. დღეს განსაკუთრეით, ალბათ იმიტომ რომ დღეს განსაკუთრებით ველოდები.

ათასი იდეა მქონდა თავში და იქიდან არცერთზე არ ვწერ პოსტს. ყველა ერთდროულად დამავიწყდა. ისევ უმიზეზო, უმნიზნო და ზოგადად ნაკლებად საინტერესო ნაწერით ვიფარგლები.

ყავა დიდ ჭიქაში ჩამისხამს. გული ამიჩქარდა რაღაცნაირად, მისი ბაგა-ბუგიც კი მესმის, თითქოს მკერდში კი არა ყურის ძირში მიძგერდეს.. მუცელში უცნაური შეგრძნებები აფათურდნენ, მაგრამ მაინც არაფერი არ მოდის.  მგონია ჩემი აივნიდან რომ გადვხტე გავფრინდები და არ დავეცემი. ოჰ. თავისთავად ეგეც სისულელეა.. ისევ მძაფრი გემო.

„გზები იმიტომ არის შექმნილი, რომ მას მისდიო.“ რა საინტერესო ნათქვამია, მართლა მიყოლა მოგონდება, მაგრამ რომ დაფიქრდები მიხვდები, რომ ზედმეტად ბევრი გზაა შექმნილი.

უცნაურად მინდა წერა. უბრალოდ წერა და მეტი არაფერი. წერა ყველაფერზე, ქუჩაში უპატრონოდ მიგდებულ ნაყინის ქაღალდზეც კი, მაგრამ მაინც არ გამომდის. ძალიან ვეცადე ალბათ რომ თავი გამეყინა.  სიამოვნებით ჩამოვჯდებოდი ახლა მეც „რიო-პიედრას ნაპირზე“ და მეც ავტირდებოდი, ავტირდებოდი ისევ უმიზეზოდ. მხოლოდ იმიტომ, რომ სწორად ვიქცევი.

1, 2, 3 წუთი..

არ აკვირდებით რა ძალიან სწრაფად გადის დრო? გუშინდელი დღესავით მახსოვს წინა შაბათი..

სული..

როგორ მინდა ჩვწვდე.

სიყვარული ის არის მეორე ადამიანში ღვთის ნაპერწკალს რომ აღმოაჩენო.. ჰეჰ, ნეტა ეს ნაპერწკალი რაღაა? მართლა არსებობს, თუ კიდევ ერთი „დამაინტრიგებელი“ აზრია ადამიანის  გონებაში შემოგდებული.. დღე და ღამე რომ იფიქოს და მერე ჩემსავით წერის დროს აბოდიალდეს..

*******

*

რა კარგი იქნებოდა ეხლა ზღვაზე. ბოლოს დიდი ხნის წინ ვიყავი. მახსოვს ზღვა ძალიან დიდი იყო. მზეც. იმაზე დიდი ვიდრე ქალაქის დაღლილ ცაზე. რა კარგი ექნებოდა ეხლა ქვიან სანაპიროზე. ფეხის გულებთ მიწის ნოტიო მხურვალებას რომ შეიგრძნობ.

რა კარგი იქნებოდა სულშიც ისე რომ თბილოდეს, როგორც გარეთ, მზისგან გაფიცხებულ ქუჩებში თბილა..

3 thoughts on “ცარიელი მონიტორი

  1. ნათი, რა დაძაბული ხარ. ეტყობა გადაგღალა სისტემამ.
    მომენატრე:*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s