შეხვედრა

ყოველ ორშაბათ საღამოს ჯიუტად მგონია, რომ სამშაბათ დილით ვნახავ. ყოველ სამშაბათს, იმედგაცრუელბულს, მგონია, რომ მომავალ სამშაბათს ვნახავ. რამდენჯერაც მეორე კორპუსთან გავდივარ, მაშინაც მგონია რომ ვნახავ და მაშინაც განსაკუთრებულად ვემზადები.

ორშაბათი კი ნამდვილი ტანჯვაა.  ვიხსენებ ყველა დეტალს, წვრილმანს, რა მოსწონდა გაშლილი/ჩახსნილი-თმა/მაისური, მაღალი/დაბალი ქუსლები, წითელი თუ ვარდისფერი  ტუჩის საცხი, ფრჩხილის ლაქი,  თვალებზე წენი, ღაწვებზე  ფერი თუ საერთოდ არცერთი, მარტივად. ბუნებრივობის ნიღაბი,  ყოველ სამშაბათს ვდგები იმაზე მეტად ადრე ვიდრე ჩვეულებრივ, სარკესთან ვატარებ იმაზე მეტ ხანს ვიდრე სხვა დროს,  მივდივარ იმაზე ჩქარა ვიდრე ლექციაზე დაგვიანებისას და ისევ ჯიუტად მგონია, რომ ვნახავ.  უაზროდ ვათვალიერებ ეზოს, ფოიეს, დერეფნებს.. მაინც არასოდეს არსად არ ჩანს..

შეიძლება, სამშაბათ დილით სულაც არ აქვს ლექცია. შეიძლება ჰქონდეს კიდეც, მაგრამ ავცდე ყველა მოძრაობაში, სამწუხაროა, მაგრამ არსებობს ათასი წინადადება, რომელიც “შეიძლებათი” დაიწყება და არასოდეს შემახვერდებს მას.

თუმცა ხომ არსებობს ათას მეერთე “შეიძლებაც”, რომელიც შემახვედრებს მას.

მის გამოა ალბათ, ყოველ ორშაბათს და მერე უკვე ყოველ სამშაბათს ჯიუტად, რომ მჯერა ჩვენი შეხვედრის<3

4 thoughts on “შეხვედრა

  1. შეხვდებიიი… თუ ბედია შეხვდები და აუცილებლად ფორმაში იყავიი სულლ!❤ აუ რა ლამაზი ჩანახატია მომეწონა<3 რამდენი გოგონაა ალბატ ასეთ მდგომარეობაში

    1. რომ შევხვდე ცუდი იქნება, მუღამი დაეკარგება :დ ეხლა კიდევ არის იმედის მსგავსი რაღაც და მერე შეიძლება ეეგც აღარ დარჩეს :დ მადლობა:)

  2. ჰმ… რომ იცოდეს ახლა ეს მთელი კვირა იქ იდგებოდა, დამიჯერე😉

  3. შეიძლება არც არაფერი გამოვიდეს, მთავარი ის არის , რომ ეს ყველაფერი მომავალი ნამდვილი და უზარმაზარი გრძნობის დაფასებას და განცდას გასწავლის.🙂 (საკუთარი ბავშვობა გამახსენდა).

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s