ყოფილი მეგობრები

მეგობრობა, სიყვარული, ბედნიერება-ჩემთვის დღემდე ბუნდოვანი, აბსტრაქტული ცნებებია. და იქიდან გამომდინარე, რომ მათ გარეშე ცხოვრება უბრალოდ შეუძლებელია, ყოველდღიურად ბევრს ვფიქრობ ამ თემებზე. ბოლო დროს კი განსაკუთრებით მეგობრობაზე, რამდენიმე მეგობარი დავკარგე და იმიტომ. თუმცა, რახან დავკარგე ალბათ არც ყოფილა ეს მეგობრობა. მაგრამ, მაშ რა არის მეგობრობა, უფრო სწორად “ნამდვილი მეგობრობა”?

შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი გენიალურად დაიწყო. მე იმ ადამიანთა ტიპს ვეკუთვნი, რომლებსაც ყოველთვის კარგი უფრო მეტი ახსოვთ, ვიდრე ცუდი. ამიტომაც არის, რომ ყველაფრის მიუხედავად, აწ უკვე ჩემს ყოფილ მეგობრებს, მაინც კარგად ვიხსენებ.  მოკლედ, იმას ვამბობდი, რომ ერთმანეთს თავიდანვე გავუგეთ. მერე უფრო დავახლოვდით, ერთმანეთის ყველაფერი ვიცოდით, მეტიც, ხომ არის ისეთი მდგომარეობა, როცა შენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი არაფერი ხდება და შენთვის ძვირფასი ადამიანების ცხოვრებით, პრობლემებით ცხოვრობ. ხოდა ასეც ვიყავით, სულ ერთად დავდიოდით, ბევრს შურდა კიდეც ჩვენი. მაგრამ შემდეგ დაიწყო გუცხოვება, გავიზარდეთ, ყველას ჩვენი ინტერესი გაგვიჩნდა, ყველა ახალი ნაცნობი აღფრთოვანებას გგვრიდა, გვეგონა რომ ისინი ძველებს სჯობდნენ, უფრო სწორად ეგონათ. ხოდა დაიწყეს  ფასეულობების და რაც მთავარია ადამიანების გადაფასება. ამას მოჰყვა უამრავი ჩხუბი, გაბუტვა, მაგრამ მაინც დგებოდა ხოლმე ის მომენტი, როცა ჩვენი ისევ ერთად ვიყავით, ერთად ვიცინოდით, ერთად ვუმკალავდებოდით გარკვეულ პრობლემებს, როცა ერთმანთი ისევ ისე გვიხაროდა. მერე კიდევ გავიდა ხანი, მერე კიდევ უფრო გავიზარდეთ, შევიცვალეთ მერე კიდევ გადავაფასეთ, უფრო სწორად ერთმანეთი დავაფასეთ. ალაბათ ასე იქნებოდა დღემდე, რომ არა რამდენიმე არასწორი აზრი, რომ არა ალბათ უფრო ნაკლები სიყვარული, ნაკლები ერთობა. ახლაც, ისე როგორც ძველად, მივსხდებოდით სადმე ბაღში, დავლევდით ლუდს, ვიმღერებდით, და როგორც არასდროს, როგორც პირველად გავერთობოდით.

ამ აბურდულ ამბავში ყველაზე ცუდი ის არის, რომ არცერთ მხარეს აღარ გვტკივა, მხოლოდ ხანდახან, როცა ნოსტალგია მომაწვება, ან ძველ სურათებს ვათვალიერებ, ვხვდები, რომ ყველა სათითაოდ შევცდით, რომ ძალიან რთულია იპოვო მეგობარი და მერე შეინარჩუნო ის. თუმცა, მეორეს მხრივ, “მეოგობრის შენარჩნებაც” არასოწრი ფრაზაა, ის ან არის შენთან, ან არა.  სიამოვნებით დავთაგავდი ამ ადამიანებს, დავდებდი ძველ ფოტოებს, მაგრამ ერთადერთი რაც ჩემს საქცილეს შედეგად მოჰყვება, ეს მათ გაღაიზიანება იქნება.

დიდი ხანი ვცდილობდი, რომ არ დამეკარგეთ, რომ ჩვენ თავი ერთად კარაგდ გვეგრძნო, მაგრამ თუ თქვენ ახლა უკეთესად ხართ, ალბათ დაშორება საუკეთესო გამოსავალიც კი ყოფილა. თუ თქვენ არასოდეს გტკივათ მომხდარი, მაშინ ჩვენ მეგობრები არ ვყოფილვართ და დაშორება ისევ საუკეთესო ყოფილა.

და მაინც, მეგობრობა ერთ-ერთი ყველაზე მაგარი რამეა,  შეყვარებულს ბევრჯერ დაკარგავ და შეიძენ, მეგობარი კი ალბათ სულ შენთან უნდა იყოს, სხვაგვარად ეს იქნება “ამხანაგობა”, რასაც კიდევ სხვა დატვირთვა აქვს. ამ ეტაპზე, მე მყავს მეგობრები,  უფრო სწორად ახალი მეგობრები,  სამწუხაროდ ეჭვის თვალით ვუყურებ ჩვენს ურთიერთბას, უფრო სწორად მომავალს. თუმცა, იქნებ გამიმართლოს კიდეც, იქნებ აღარც შევცდეJ.

პ.ს.

რა გითხრათ აბა, „რით გაგახაროთ“, მაინც ძალიან მენატრებით და მაინც ძალიან მიყვარხართ:)

5 thoughts on “ყოფილი მეგობრები

  1. სამწუხაროდ,ყველას გვყავს ასეთი “დაკარგული მეგობრები”,შეხვედრისას “რაშვები,როგორახარის” მეტი კითხვის დასმა რომ არ შეგვიძლია ახლა.არა და ადრე მთელ დროს ერთად ვატარებდით. სამწუხაროა,ალბათ,მარამ,როგორც აღნიშნე,თუ “მეგობარს” დაშორდი ესე იგი კავშირი არ იყო მტკიცე.

  2. ar myavs bevri megobari magram tlebis ganmavlobashi vinc shevidzine da megobari davarqvi arcerti ar damikargavs jer. xolo bavshvobis megobari bagshi vistan ertadac davdiodi da shemdeg skolashi kvlav chemi pirvel,i ertaderti da sheucvlelia, iseve rogorc me mistvis.

  3. მეგორობა ეს ისეთი სიტყვაა და ტიტულიც, რომელსაც მარტივად არავის მივაკუთვნებ ხოლმე, დღემდე მეგობარს მხოლოდ ორ ადამიანს ვუწოდებ, რაოდენ საწყენიც არ უნდა იყოს ეს დანარჩენებისთვის, ისინი ჩემი ამხანაგები არიან, რომლებიც ასევე ძალიან მიყვარს, მაგრამ მათთან ისეთი გახსნილი არასდროს არ ვარ როგორიც ამ ორთან. ორივე ბაშვობიდან მომყვება და სულ სხვადასხვა სიტუაციებიდან მყავს ნარჩევი. ზუსტად ვიცი რომ ეს ორი ადამიანი ჩემს გვერდით იქნება ყოველთვის, ცეცხლში რომ ჩავვარდე იქ გადმომყვებიან და ამომიყვანენ, ისევე როგორც მე მათ. ცუდია მეგობრის დაკარგვა, მითუმეტეს თუ ბავშვობიდან ერთად მოდიხართ და ბევრი ისტორია გაქვთ საერთო… ერთი ორი ადამიანი მეც მყავს დაკარგული, მაგრამ სკოლის პერიოდშივე, 9-ე კლასში… 5-ნი ვიყავით, ამ ხუთიდან კი დღეს ორნი ვართ მხოლოდ ერთად და ისე რომ ვერანაირი ძალა ვერ დაარღვევს ჩვენს მეგობრობას. ვთვლი რომ ურთიერთობამ ყველანაირი ეტაპი უნდა გაიაროს, რომ მიხვდე და დაინახო, დააფასო, გააანალიზო საკუთარი შეცდომები და თუ საჭირო გახდება პირველი ნაბიჯიც გადადგა შერიგებისკენ. ჭირ-ვარამ გამოვლილი ურთიერთობა კი ძალიან მტკიცეა. ყველა ურთიერთობაშია კრიზისი, იმედია დაძლევთ და ყველაფერი კარგად იქნება.🙂 მე კი შენ გულითადი მეგობრების პოვნას გისურვებ, რაც ყველაზე ძვირფასია დედამიწის ზურგზე.🙂

  4. იცი რა, დასაკარგი ალბათ უნდა დაკარგულიყო. ნამდვილ მეგობრობაში მნიშვნელოვანიც ესაა, ან ყველა ცდილობს მის შენარჩუნებას ან არა, თუკი არ უღირთ. “შენარჩუნება” არაა ცუდი სიტყვა. ორი ერთნაირი ადამიანი არ არსებობს, ყოველთვის იქნება რაღაც რაზეც ვერ შეთანხმდებიან მეგობრები, მაგრამ თუ მათი კავშირი ღირებულია უბრალოდ “დაიკიდებენ” და ამ კავშირს არ დაარღვევენ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s