ხუთი თეთრი

რამდენიმე დღის წინ ცარიელ საფულეში ხუთ თეთრიანი აღმოვაჩინე. ალბათ სადღაც ხურდა არ დავტოვე და კუთვნილი “ფული” პატიოსნად უკან წამოვიღე. თავიდან არასერიოზულად ვუყურებდი,ვერ ვხვდებოდი რაში უნდა დამხმარებოდა ხუთი თეთრი. რას  წარმოვიდგნდი ამდენ საფიქრალს თუ გამიჩენდა.  ხშირად ამბობენ: “მილიონს თუ ხუთი თეთრი  აკლია ის მილიონი აღარააო”, ხოდა სიმართლესაც ღაღადებენ.

უმეტესოსობას ალბათ მოგეხსენებათ რა მძიმეა სტუდენტის ბედი და რა მსუბუქია მისი საფულე. როგორც წესი, ბოლო აღარ უჩანს ქსერო ასლების გაკეთებას, გამუდმებულ შიმშილს და სურვილთა ნაირგვარობას. ჩემი ტანჯვა გაძლიერდა გუშინდელი დღიდან, როცა უპატრონოდ მიგდებულმა ხუთ თეთრიანმა თავისი არსებობა შემახსენა.

დილით მქონდა ქიმია, ჯერ პირველ კორპუსში, მერე მეორეში. თუმცა მე მარტო მეორეში ვიყავი, დამეძინა:( გიჟივით გავვარდი უჭმელი. პრაქტიკულისა და იმ ოხუნჯი ცდის შემდეგ, ბოლოს რომ ჩავატარეთ, ლექტორმა წიგნი მოგვცა გადასაქსეროქსებლად. არ დაგიმალავთ, სულ მქონდა სამი ლარი და ორმაცდაათი თეთრი.   ეს სამი ლარი გამეტებით და გულუხვად დავხარჯე ქსეროქსში, სახატავ და საწერ რვეულებში. ამის შემდეგ შევუდექი განივის გზას. მშიოდა. ძალიან მშიოდა, მაგრამ მქონდა მხოლოდ  ორმაცდაათი თეთრი, ქავთარაძეზე ჩამოვედი იმ იმედად, რომ რამეს ვიპოვიდი აღნიშნულ ფასში, თან გამახსენდა, კიდევ ერთი ხუთ თეთრიანს არსებობა<3 სამწუხაროდ, საკვებ ობიექტებში ფასები სამოცი თეთრიდან იწყება და ვერაფერი ვიყიდე. რამდენიმე საათის შემდეგ, როცა უკან გამოვბუნდი უფრო მეტად მშიოდა. ისევ მეორე კორპუსთან მომიწია ჩამოსვლა, ბევრი ძებნის შემდეგ მხოლოდ  მარიალიან ჩხირებს გადავაწყდი,რომელიც  ოცდაათი თეთრი ღირდა, არაფერი იყო ორმოცდათხუთმეტ თეთრად , საერთოდ არაფერი:| არადა ნახალოვკაში რა პატიოსნად იყიდება პონჩიკი ორმოცდაათ თეთერად:| ერთი რომ გავათავე, არ მეყო, მეორეც მინდოდა, მაგრამ ისევ ხუთი თეთრი მაკლდებოდა. მხოლოდ  ხუთი თეთრი.  საცხობთან, რომ გავიარე, დავინახე, რომ საკმაოდ მოზრდილი კარტოფილის ღვეზელი სამოცი თეთრი ღირდა, წარმოიდგინეთ, მე რომ თავის დროზე არ დამკლებოდა ის ხუთი თეთრი, ვიყიდიდი ამ ღვეზელს, აღარ მომინდებოდაა მეორე და შესაბამისად აღარ ვიფიქრებდი: “მე რომ ახლა 5 თეთრი მქონდეს”.  დღეს, ანუ მეორე დღეს,როცა ფული მომცეს, “ეშმაკის მანქანებით” საფულეში ისევ სამი ლარი და ორმოცდხუთი თეთრი მქონდა, ხოდა როცა კინოს ბილეთი ავიღე და 45 თეთრი დავიტოვე და თან სამგზავროზე არა მქონდა თანხა, ძველი საფიქრალი გამიჩნდა ახალ ამპლუაში, “მე, რომ ახლა 5 თეთრი მქონდეს”

საბოლოოდ, მოვაღწიე სახლამდე, ისე, რომ ეს ხურდა არ დამიხარჯავს და იმის გამო, რომ ბოტანიკაში ბევრი მაქვს სასწავლი და დღეს დაწოლას არ ვაპირებ კარტერ ნორიეს ერთთჯერადი ყავა ვიყიდე 40 თეთრად,. დამრჩა ისევ 5 თეთრი, რომლითაც ხან საღეჭ რეზინსაც კი ვერ ვიყიდი, და რომელიც ხანდახან  საოცნებო საგნად მაქვს ქცეული. ჩემი  ხუთი თეთრი ახლა ისევ ჩემს საფულეშია და ელოდევბა დროს, როცა კიდევ ერთხელ დამიმტკიცებს თავისი მნიშვნელობის სიდიადეს.

პ.ს. ნერვოზს ავიკიდებ მალე:|

17 thoughts on “ხუთი თეთრი

    1. რამდენი ხანია ასეთი რაღაც აღარ დაგიწერია ჩემთან, მადლობა, მეც ძალიან მიყვარხარ, შენი კომენტარი რომ დავინახე ისე გამიხარდა ადრე როგორც მიხარდებოდა ხოლმე :*

  1. აუ რა კარგი პოსტია ❤
    არასოდეს დავფიქრებულვარ ისე მაგაზე : )

    და ქსეროქსები ჩემი ტკივილია :/
    დღეს 5 ლარის რაღაცები გადავაქესეროქსე და მხოლოდ ორი სემინარის :/

    1. ხო ჭეშმარიტად ბევრ ფულს ვხარჯავთ :დ ჩვენ ხშირად გვიგზავნიან ელექტრონულ ვერსიებს, მარა მაინც ვაპრინტერებ, რა აზრი აქვს :დ ბიბლიოთეკაშიც ხო არასოდეს არ აქვთ ის წიგნი რაც გჭირდება ადამიანს :დ

      1. ელექტრონული ვერსიები მაქვს, მაგრამ ვერ ვსწავლობ კომპიუტერით :/

  2. 5 თეთრის ფასს მაშინ ყველაზე მძაფრად ვიგებ როცა დაღლილი სახლში მოვდივარ, ლიფტს ვიძახებ და საფულეში აღმოვაჩენ რომ ხურდის ნასახიც კი არაა შიგ… შემდეგ კი ლასლასით 7-ე სართულზე ფეხით მივაბიჯებ… :/

  3. ალბათ მოგეხსენებათ რა მძიმეა სტუდენტის ბედი და რა მსუბუქია მისი საფულე << ეს ფრაზა შემიყვარდა და ავიკვიატებ ახლა : ))
    გადასარევად რომ წერ, გითხრეს უკვე, მაგრამ განვმეორდები, სხვა რა დამრჩენია დაგვიანებულ მკითხველს : ))

Leave a reply to zichii კომენტარის გაუქმება