სჭირდება თუ არა ბლოგერს ქართული ენის გრამატიკის ცოდნა?

სჭირდება თუ არა ბლოგერს ქართული ენის გრამატიკის ცოდნა? რა თქმა უნდა, სჭირდება და თან როგორ. ამას უამრავი მიზეზი აქვს, პირველ რიგში კი ისევ მისივე ბლოგისთვის იქნება სასარგებლო. ადრე, როცა პოსტებს ირეპორტიორზეც ვაქვეყნებდი და როცა უფრო კომპეტენტური ხალხი ეცნობოდა ჩემს ნაწერებს, ყოველდღიურად  კრიტიკის ქარ-ცეცხლში მატარებდნენ. რამდენიმე პოსტზე ძალიან ბევრიც ვინერვიულე, ერთი პერიოდი ვფიქრობდი: „საერთოდ დავანებებ წერას თავს“-მეთქი, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ გაქცევა გამოსავალი ვერ იქნებოდა. მას მერე რამდენად გავუმჯობესდი არ ვიცი,  ამ მხრივ საკუთარ თავზე დიდად არ მიმუშავია, მხოლოდ ეროვნული გამოცდებისთვის ვსწავლობდი გრამატიკას. თუმცა ერთი რამ ფაქტია, ვერასოდეს ვერ გექნება პრეტენზია პირველობაზე, როცა  შენი დაწერილი პოსტი  გრამატიკულად გაუმართავია, ეს პირადპირ მეტყველებს ავტორის გაუნათლებობაზე.

აი ჩვენ კი ის ელემენტარული მაინც უნდა ვიცოდეთ, რაც უმეტესობას ეშლება. მაგალითად: წამიკითხავს და არა წამიკითხია, იმიტომ, რომ ფუძე არის კითხვა.; ჩემ წინ და არა ჩემს წინ; ჩემ/ჩვენ შესახებ და არა ჩემს/ჩვენს შესახებ (სხვათა შორის არა მარტო ბლოგერებს, არამედ საკმაოდ მსხვილი კომპანიების საიტების “ადმინებსაც“ ხშირად ეპარებათ ეს უკანასკნელი შეცდომა);  აღვიქვამ და არა აღვიქვავ; აღვწერ და არა ავღწერ; რაღაცები და არა რაღაცეები;  რა და არა რაები და რეები;და სხვ. მრავლადაა პუნქტუაციური, სტილისტური შეცდომები, რომლებსაც ხშირად ტექსტის ემოციური ეფექტისათვის  გამოიყენებენ. ხშირად ვხვდებით ტავტოლოგიებსაც, ბრჭყალებში უშინარსოოდ ჩასმულ სიტყვებს და სხვ.. არ დავასახელებ  ბლოგებს (ზუსტად არც მახსოვს), თუმცა ბოლოს რაც წავიკითხე, ისიც სავსე იყო გრამატიკული შეცდომებით. რა თქმა უნდა, ბლოგი ჩვენია და რასაც გვინდა იმას ვუზამთ (ხო, ვუზამ და არა ვუზავ!), თუმცა, მეორეს მხრივ, მე მაინც ვფიქრობ, რომ როცა საჯაროდ წერას ვიწყებთ, გარკვეულ  პასუხისმგებლობას მაინც ვიღებთ საკუთარ თავზე, სხვა თუ არაფერი   ხალხის აზრი  გვაინტერესებს, რომელიც ყოვეთვის კრიტიკულია (თუ არ გაინტერესებთ, წერეთ დღიურში და იყავით თქვენთვის).  ასე რომ, ვიზრუნოთ ბლოგოსფეროს რეპუტაციაზე, ზოგადად ბლოგერის იმიჯზე, წერის სტილზე, აზრის გამართულობაზე, წინადადებების ერთმანეთთან ლოგიკურ დაკავშირებაზე და სხვა.

საბოლოოდ მგონი არავის არ გვაწყენს ელემენტარული წესების გამეორება,  ჯერჯერობით  ვერავინ ვწერთ ისე, მსგავსი შეცდომები მეათე ხარისხოვანი რომ გახდეს. გრამატიკულად გამართული ტექსტი, კი ყოველთვის იქნება ჩვენი პოსტების ხარისხის ერთ-ერთი მაჩვენებელი.

27 thoughts on “სჭირდება თუ არა ბლოგერს ქართული ენის გრამატიკის ცოდნა?

  1. „საერთოდ დავანებებ წერას თავს“-თქო << მეთქი უნდა ბოლოში და არა თქო🙂
    არ გცოდნია გრამატიკა თავად და სხვებს რატომ ასწავლი?🙂

    1. სხვათაშორის არა მარტო ბლოგერებს < სხვათა შორის ერთად არ იწერება :დ

      1. “რო” არა, “რომ”
        “კაი” არა, “კარგი”
        🙂
        უბრალოდ, სანამ სხვების გრამატიკასა და მართლწერაზე იმსჯელებ/გააკრიტიკებ, საკუთარი გააშალაშინე.🙂

  2. “ვერასოდეს ვერ გექნება პრეტენზია პირველობაზე” <<< "ვერ" ზედმეტია :დ:დ:დ

    1. ეს არის ორმაგი უარყოფა და შეცდომად არ ითვლება:) მაგალიღად სწორი იქნება ორივე ფორმა “არავინ არ მოდის” და “არავინ მოდის”🙂

      1. როდესაც რაიმეს უარყოფა გინდა მისივე უარყოფით საპირისპიროს ამბობ :))))ასე,რომ ვერასოდეს გექნება და არა ვერასოდეს ვერ გექნება

      2. is ar damiweria rac ar wamikitxvas, magas ar nishnavs, adre itvleboda shecdomad ormagi uaruyofa, agar itvleba, tu zustad maxsovs qartulis metertmete klasis wignshi weria:)

      3. რავი ჩემ დროს ითვლებოდა და :დ:დ:დ არც ისე მოხუცი ვარ :დ ზეპირად ვიცი ეგ წიგნი :დ

      4. როგორ არ ითვლება, ,,არავინ არ მოდის” ნიშნავს რომ ვიღაც მოდის :დ

      5. is ar damiweria rac ar wamikitxvas, magas ar nishnavs, adre itvleboda shecdomad ormagi uaruyofa, agar itvleba, tu zustad maxsovs qartulis metertmete klasis wignshi weria:)

      6. და, საერთოდაც, ხუმრობა იქით იყოს, პოსტის მთავარს აზრს კი ვეთანხმები🙂

  3. მაგ ფრაზისთვის ბრჭყალების მოშორებაც არ იქნებოდა ურიგო🙂, მაგრამ პოსტი მაინც ძალიან მომეწონა. ეს ისეთი თემაა, ნამდვილად ღირს ყურადღების გამახვილება. თანაც, ნამდვილად არ დამრჩენია შთაბეჭდილება, რომ ავტორი ვინმეს რამეს ასწავლიდეს ან ჭკუას არიგებდეს – უბრალოდ, საკუთარ (ჩემი აზრით, საკმაოდ ჯანსაღ) პოზიციას აფიქსირებს. ყველას რაღაც გვეშლება, მთავარია, განვითარების და უკეთესად კეთების სურვილი გვქონდეს. უამრავი კარგი პოსტი შემხვედრია, რომელიც ავტორს ერთხელაც არ აქვს (ალბათ) გადაკითხული, თორემ შეუძლებელია, ამდენი შეცდომა შეუმჩნეველი დარჩენოდა. ეს კი, თავის მხრივ, მკითხველის აშკარა უპატივცემულობაზე მიუთითებს. ხოლო, როცა გრძნობ, პატივს არ გცემენ, შენც (რატომღაც) საპასუხო გრძნობა გიჩნდება. ასე არაა?🙂

    1. ქეთ, როგორც ყოველთვის ჭეშმარიტებას ღაღადებ!!! შენს აზრს ვიზიარებ.

  4. სრულიად გეთანხმები,ნათია,არ გვაწყენდა მეტი ყურადღება,ზოგი პუნქტუაციასაც არ იცავს,წვრილმან შეცდომებზე რომ არაფერი ვთქვათ.

  5. + 1 ხმა გრამატიკის ცოდნას და არამხოლოდ ცოდნას, არამედ ცხოვრებაში გამოყენებას🙂

  6. თავიდან მინდოდა, შენს პოსტში შეცდომა გამომეჩხრიკა და ის დამეწერა, მაგრამ მერე გადავიფიქრე და გადავწყვიტე, უბრალოდ მეთქვა, რომ მართალი ხარ : ))
    ბლოგერები, რომელთა ნაწერებსაც ვკითხულობ, ძირითადად (არა, უმეტეს შემთხვევაში) გამართულად წერენ, მაგრამ ზოგჯერ ახალაღმოჩენილ ბლოგებზე ვაწყდები-ხოლმე პოსტებს, რომელიც ისეა გადატვირთული თვალშისაცემი შეცდომებით, რომ შინაარსის აღქმა ჭირს… ასეთ დროს ან საერთოდ მეკარგება ბოლომდე წაკითხვის სურვილი, ან კითხვის დამთავრებისას ვფიქრობ, რა კარგი პოსტი იქნებოდა, ვინმეს შეცდომების შესწორება რომ ეცადა-მეთქი…
    P.S. ახლა გავალ და ჩემს ბლოგს გადავხედავ, შეცდომები იქაც საკმარისადაა : ))

  7. ვახ, რავა აჯანყდნენ?!😀😀
    მესმის რასაც გულისხმობ ნათი.
    “სვავს” და მსგავსი “ვს” დაბოლოება ცუდად მოქმედებს ჩემზე და ერთადერთი ბლოგერია, რომელიც ასე წერს და მაინც ვკითხულობ🙂 სხვა შემთხვევაში მსგავს დაბოლოებას თუ შევნიშნავ, მაშინვე ვტოვებ ბლოგს🙂
    თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მე გრამატიკა სრულყოფილად ვიცი. არის რაღაცეები (ჩემთვის “რაღაცეები” უფრო კარგად ჟღერს და უბრალო საუბრისას ამას ვიყენებ😉 ), რაც არ ვიცი. იგივე “ჩემ(ს) შესახებ” ფორმა თავიდან არ ვიცოდი.
    და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება რაღაც შეცდომით ეწეროს ვიღაცას, პოსტის ქვეშ ამას არ დავუწერ. თუ ახლობელია მივწერ პირადად, თუ არადა უბრალოდ აღარ წავიკითხავ ამ ბლოგს.
    მე ყველა პოსტში ვიყენებ დიალექტს და არც მაქვს პრეტენზია, რომ ჩემი პოსტები ლიტერატურული ენით იყოს ნაწერი. ჩემთვის ასე უფრო კომფორტულია. და არც იმ დიდი პასუხისმგებლობის მესმის, რაც ბლოგერებს “გვაკისრია”.
    მართალია, გამაღიზიანებელია შეცდომები, მაგრამ ბლოგი თავისუფალი სივრცეა. აქ აკრედიტაცია არაა საჭირო და ყველა დაწერს, ვისაც უნდა. ბლოგერ არაფერი არ მოეთხოვება. ისევე, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს საუბრისას. როგორც იცის და სურს ისე საუბრობს და წერს.

  8. კარგი ხარ. ვცდილობ, რაც შეიძლება გამართულად ვწერო. არ ვიცი, რამდენად გამომდის, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბლოგერს ნამდვილად სჭირდება გრამატიკის კარგად ცოდნა.

  9. ყველაფერს უცნაურად ნუ იღებთ ხალხო რა გჭირთ :((( მე პირადად ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ უფრო დაკვირვებული ვიქნები :)))) ნათიას არ უთქვამს მე ყველაფერს კარგად ვწერო :))) უბრალოდ ერთი-ორი კარგი რჩევა მისცა ბლოგერებს :)))))))))))))))))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s