არ ვიცი სად გაქრა ბლოგის ინტერესი

პირვლად რომ ვნახე რამდენიმე დღე შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი. როცა შემთხვევით ვხვდებოდი სუნთქვა მეკვროდა.  ვეღარ მოვითმინე და  გავაქტიურდი. გავიცანი,   მომწონხარ-თქო ვუთხარი, თავს ჯერ შორს იჭერდა, ალბათ ეშინოდა. მერე შემეჩვია. ეს შეჩვევა გრძნობაში  გადაიზარდა. დიდხანს არ მიტყდებოდა,   ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის ჰგავდა რბოლას.  როცა შემთხვევით მისი სხეულის სიმხურვალეს ვგრძნობდი სისხლი მეყინებოდა.., მაწვალებდა, ხშირად არ მირეკავდა. ბოლოს კი  გადაწყვიტა ყველაფერი ეთქვა. იმ დღეს, მისი გამოხედვა რომ დავინახე, მივხვდი ჩემი იყო. ბრძოლა მოვიგე და რაღაცნაირად იმედი გამიცრუვდა, სადღაც ჩამწყდა, მე აღარ ვიფიქრებდი, როგორ მომეხიბლა ის.  ნელ-ნელა გავცივდი, გავშორდი, ბოლოს საერთოდ მივატოვე. რომ მირეკავდა არ ვპასუხობდი.  მერე დრო გავიდა. ხშირად მხვდებოდა და მხვდება, მაშინ, იმ დღეს, მკერდში თითქოს ქვა ჩამიდო.  ვუყურებდი და ვერ ვხვდებოდი ვინ იყო ის. ეხლაც ვუყურებ და არ მახსოვს რა მაკავშირებს მასთან. ძალიან ცივი ვარ. გულგრილი.

სწორედ ამას ვგრძნობ ბლოგის მიმართ. არ ვიცი როდინდელმა ფაქტმა მოახდინა გარდატეხა და გამაცია. აღარც ძველი შემართება, აღარც ღელვა, აღარც ფიქრი… ბლოგი თითქოს არ არსებობდა. შემოვდივარ აქ და თითქოს ჩემი არ არის. რამდენიმე თვეა ჯიუტად ვებრძვი გულგრილობას, მაგრამ უშედეგოდ. უშედეგოდ ვკითხულობ ძველ პოსტებსაც,ისინიც გაუცხოვდნენ.  თითქოს მსგავსი გრძნობები არც მქონია. ხანდახან რაღაც იდეა მომივა ხლმე თავში, მაგრამ ვერ  ვასხამ ხორცს. გამიფუჭდა სტილიც და მანერაც. ეს ყველაფერი უფრო იაფასიან კომედიას ჰგავს.

პესიმიზმით ვუყურებ ახალშექმნილ ბლოგებს, მერე საკუთარ თავს ვუფიქრდები და  ვერ ვხვდები რა მომცა აქაურობამ… ვერ ვხვდები როდის გადავედი ზღვარს, მაგრამ ვგრძნობ, მე აღარ მინდა ბლოგინგი

6 thoughts on “არ ვიცი სად გაქრა ბლოგის ინტერესი

  1. სამწუხაროა. მსგავსი პერიოდი ყველა ბლოგერს აქვს, შეიძლება მცირე გამონაკლისების გარდა . იმედია გაგივლის

  2. gauqmeba arc ifiqro toremmm… gipovi da am blogs sul tavshi girtyam!😀 es droebitia yvelaferi, mec mqonda erti periodi msgavsi grdznoba, mara.. it’s OK now🙂

  3. არა და როგორი აქტუალურია ეს თემა ჩემთვის. უფასოდ გირჩევ: თუ ეს გულგრილობის განცდა უკვე შემაწუხებელი და სევდისმომგვრელი გახდება ავდგები და უბრალოდ წავშლი.არავის არაფერს არ ვკითხავ– უბრალოდ გავაუქმებ და იქ დავაბრუნებ საიდანაც დაიწყო არსებობა.

    1. თან მასეა და თან არ არის მასე, რა ძალიან სასაცილოც არ უნდა იყოს ის დრო არ მინდა დაბრუნდეს, როცა ბლოგი არ მქონდა. რაღაცნაირად ეხლაც კი ყოველთვის მეხმარება გარკვეულ სიტუაციბში, ნუ შეიძლება ადრე უფრო მეხმარებოდა, ეხლა ძალიან გაცვდა, ვისაც არ ეზარება ყველა ბლოგერობს, ბევრჯერ მითქვამს “ნაგვით გაივსო ბლოგოსფერო თქო”, მერე ვფიქრობ ხოლმე, რომ შეიძლება მეც არა ნაკლებ ნაგავს ვწერდი და ვწერ, ამ აზრს მივყავარ ხოლმე დახურვის იდეამდე, თან წინა წელს სულ სხვა იყო, ერთი სული მქონდა პოსტი დამეწერა, მერე მაგალითად შენი კომენტარი მენახა, ან შენი პოსტი წამეკითხა, ჩემი აზრი დამეწერა და შენს პასუხს დავლოდებოდი, ეხლა კიდე ისეთი რაღაცნაირია ყველაფერი.. მაგრამ, მაინც სადღაც, გულის კუნჭულში მინდა, რომ ვწერო, ოღონდაც ისე მერე რო აღარ ვიფიქრო ნაგავს ვწერდი თქო :დ მოკლედ გაურკვევლობაში ვარ…

      1. ჰოდა მერე წერე🙂
        “ნაგავი” გამოიხშირება და ვაი ბლოგერებიც წერას მოეშვებიან. შეიძლება მეც ვარ მათ შორის და ოდესმე მივხვდები, დავიხურავ ქუდს და წავალ :))))
        აუცილებელია რომ ცუდიც იყოს და კარგიც, რომ შედარება მოვახდინოთ.
        მაქვს პერიოდები როცა სულ არაფრის დაწერა მინდა, არც ინფორმატიულის და არც პირადის. არის ზოგჯერ ყველანაირი სისულელის პოსტვა მინდა.. განწყობას გააჩნია, თუმცა მე ერთხელ რომ გავაუქმე 1 წლის მერე ისევ დავბრუნდი. ზუსტად ვიცი ეხლა რომ გავაუქმო, რაღაც დროის მერე ისევ გავაკეთებ

      2. აი”ნაგავის” არსებობა რატომ გაღიზიანებს არ მესმის. ბოლოს და ბოლოს ინტერნეტია და ვისაც რას უნდა იმას დაწერს. მთავარი საკუთარ , თუნდაც რამდენიმე მკითხველზე ორიენტირებაა და მორჩა. საერთოდ არ შევდივარ სხვა ბლოგებზე, რამდენიმეს გარდა. უბრალოდ არ მომწონს და მორჩა. იყვნენ და გაიხარონ.🙂
        რაც შეეხება შენს ბლოგს : ადექი და გააცოცხლე, მეტი იმუშავე იმისთვის, რომ მეტ ადამიანს მოეწონოს. აბა ასე უქმად და იშვიათად წერით არაფერი გამოვა.🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s