დამცინეთ!

დიდი ხანია ამ პოსტის დაწერას ვაპირებ და ალბათ კიდევ დიდი ხანი არ დავწერდი ერთ შემთხვვას რომ  აღვეშფოთებინე.

ვაღიარებ,  ბევრი ადამიანისთვის დამიცინია.

დამიცინია გემოვნების, გაუნათლებლობის, საუბრის, სიარულის მანერის, და სხვა ამგავრი რამეების გამო. მეტიც, ხანდახან სხვისი აზრისთვის პატივიც არ მიცია, მაგარამ უცოდველობა ალბათ ზედმეტი ტვირთიც კია. თუმცა ის რაც  სოციალურ ქსელებში ხდება უბრალოდ “დაცინცვა” და სხვისი აზრის აბუჩად აგდება არ არის.  ამორალური, და ჩემთვის ყოვლად მიუღებელი საქციელია.

დიდი ხანია მოდაში შემოვიდა ე.წ.  “ოდნოებიდან”  ფოტოების ამოღება და შემდეგ “პირწიგნაკზე” მათი “დაშეარება”, რასაც როგორც წესი  დამცინავი, მეტიც, სალანძღავი კომენტარები მოსდევს.  იურიდიულად რამდენად გამართლებულია გარკვეული პიროვნებისგან დაუკითხავად  მისი ფოტოს მოპარვა არ ვიცი, თუმცა მორალურად ჭეშმარიტად მიუღებელია.

აბა ჩვენ ვიცით, დავცინოთ ერთმანეთს, ვაგინოთ,  პირში თუ სულში ვაფურთხოთ, გული ავირიოთ და გაამაყებულებმა, “ყველაზე ლამაზებმა”, სხვისი “სიმახინჯით” “გაყოყლოჩინებულებმა” ამაყად ავწიოთ თავები!

ვაღიარებ, მეც გამცინებია ზოგიერთ ფოტოზე, ვაღიარებ უნივერსიტეტში რამდენიმე გოგოს “ბეტი”-ც კი დავარქვი და ასე შემდეგ, ვაღიარებ, შეიძლება არც მე ვარ  მეტი იმ ადამიანებზე, რომლსებსაც ახლა ვაკრიტიკებ…

ვაღიარებ!

და მაინც არ მესმის, რატომ უნდა ჰქონდეს ამ ფოტოს ასეთი კომენტარები:

უმეტესობა არ  ამომიჭრია. ვერ ვხვდები, რატომ უნდა აგინო ასე ადამიანს, რომლესაც არ იცნობ?

რეალობის შეგრძნება და ჭეშმარიტების აღქმა დავკარგეთ.

ყველა, ვინც კომენტარს წერს ასეთ ფოტოებზე პირველ რიგში “სნობი” და ბევრად უარესი “გომია”,  თუმცა ამას ვერ ხვდება:)

შეიქმნა ჯგუფი:

,,Facebook”-ი ,,Odnoklassniki”-დან გადმოტანილი სურათების გარეშე!!!

ყველა პრობლემა მოვაგვარეთ ალაბათ და უკვე ის დროა პირწიგნაკის გასუფთავებაზე ვიზრუნოთ.

ისე  პირწიგნაკზეც საკმაოდ ბევრია მსგავსი ფოტო, ასე რომ  მძიმე იქნება ფილტრაციის შედეგები:)

ამ ფოტოზე დადებულმა კომენტარებმა კი საერთოდ მოლოდინს გადაჭარბა:

:

ამათ გარდა  სხვა მრავალი ფოტო, მრავალი გვერდი და უფრო მრავალი კომენტარია, შიგადაშიგ საბედნიეროდ წერენ ისინიც ვინც აპროტესტებენ უცნობი ადამიანების დაცინვას. ისე კი   ვერ ვხვდები, რა განვითარებაზე გაქვთ პრეტენზია, როცა უკანასკნელი ნაძირალებივით იგინებით?

როცა ცარიელ სიტყვებში ხედავთ საკუთარ კაცობას?

ნუთუ იმ დონემდე დავეშვით, რომ ადამიანს „ოდნოებზე“ თუ  „ადნოებზე“ მისი აქტივობით ვაფასებთ?

ნუთუ საზომ-სასწორად მხოლოდ ყბადაღებული სოციალური ქსელები უნდა ვქციოთ

ბოდიშით, მაგრამ ნუთუ საერთოდ გამოვთაყვანდით?

მე არ მიყვარს ასეთი ქართველები.

მე მრცხვენია, როცა მათ ვხვდები ქუჩაში, უნივერსიტეტში, კინოში, კაფეში, სოციალურ ქსელებზე,

მე მრცხვენი, რომ ჩვენ გვიყვარს დაცინვა, საკუთარი კომპლექსების დასაფარად.

მე მრცხვენია, რომ ჩვენ მორალურად, კულტურულად გვშია.

ისე, ბოლო დრო გინების თემა საკამოდ აქტუალური გახდა,  ეჭვი მაქვს, რომ ბევრი სწორედ აქ, სიბინძურეში ხედავს თავისუფლებას:)

 

3 thoughts on “დამცინეთ!

  1. ეს არის კატეგორია, რომელიც რეალურ ცხოვრებაში თავად განიცდის დაცინვას და სოციალურ ქსელზე სხვებს უტევს… რა ეშველებათ ამათ, თორემ…

  2. ძალიან სამწუხარო რეალობაა, რაზეც წერ. არ მესმის, რატომ უნდა შეაფასო ადამიანი იმის მიხედვით, თუ რომელ სოიციალურ ქსელზე აქტიური? ამასთან, ბევრი ადამიანი სურათებს ქსელში მხოლოდ მეგობრებისთვის საჩვენებლად დებს და თუ სადმე იცანცარა, ეს მისი თავისუფლებაა.
    თუ ასეთი განვითარებული და “პირველი ევროპელია” ზოგიერთი ქართველი, რატომ არღვევს ადამიანის თავისუფლების უფლებას?

  3. არა მარტო ეგ გვერდი,ლამისაა უკვე ყველა ფეიჯი დავარეპორტო, ძაან შემაწუხა ამ დაცინვებმა.. და შიშველმა სურათებმა ხომ საერთოდ ტვინი წაჭამა, უხამესი სიტუაციაა მაგ მხრივ, ძაან შეწუხებული ვარ..
    რაც შეეხება დაცინვას, ფრთხილად იყვნენ, მომდევნო შეიძლება მათი ფოტო იყოს!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s