თსუ

რაც სწავლა დაიწყო ერთი სიტყვა არ მითქვამs თსუ-ზე,  თსუ-ს რეალობაზე და იმ ყველაფერზე რაც იქ ხდება, ან არ ხდება, არადა უნდა უნდა მოხდეს. მოგატყუებთ, რომ ვთქვა ჯავახიშვილში ჩაბარებაზე ვოცნებობდი-თქო, მეტიც, სხვა უნივერსიტეტში მინდოდა, მაგრამ  ფინანსების გამო იძულებული აღმოვჩნდი აქ მოვხვედრილიყავი.  ვერ ვიტყვი, რომ არ მიყვარს უნივერსიტეტი, ვერ ვიტყვი რომ მისი კრიტიკა სიამოვნებას მანიჭებს, მაგრამ  ხომ უნდა ამოვიღოთ ხმა, ხომ უნდა ვთქვათ რაც არ ვარგა, რაც გამოსასწორებელია, ხომ უნდა გაიგოს ხალხმა, რომ ჯავახიშვილი ცარიელი ბუტაფორიარაა, ძველ დიდებას ამოფარებული აჩრდილი.  არ მაინტერესებს გეპეის ან სხვა უნივერსიტეტბს რომ სჯობს,  მე ხომ ვიცი, რომ ის არ აკმაყოფილებს ელემენტარულ სტანდარტებს.  მე ხომ ვიცი, რომ უნივერსიტეტი არ არის პერსპექტივების და იმედების სამყარო,  მეტიც, რაც უფრო ვუახლოვდები და ღრმად ვიხედები, უფრო  მკვეთრად ვგრძნობ ჩამყაყებული სისტემის სუნს.

პირველი კურსის, პირველი სემესტრი დავასრულე და ის დროა საბოლოოდ რომ უნდა განვსაზღვრო მიმართულება. იქიდან გამომდინარე, რომ  ბიოლოგია მომწონს და მაინტერესებს თან ჩავაბარე კიდეც, გადაწყვეტილი მაქვს ავირჩიო ან გამოყენებითი ბიოტექნოლოგიები ან თვითონ წმინდა ბიოლოგია.  მინდა ჩემი არჩევანი სწორი იყოს, ნუ მთლად თუ არ გამიმართლებს არ დამაზარალოს მაინც, მაგრამ არჩევანის გაკეთება ძალიან მიჭირს. მივდივარ ორივე მიმართულების წარმომადგენლებთან და ვთხოვ,  მითხრან რა პერსპექტივა მაქვს რეალურად, რას უნდა უნდა მოველოდე, რას მასწავლიან და საერთოდ რატომ უნდა ავირჩო მათი მიმართულბა. სასაცილოა, ისეთ ოცნების კოშკებს აგიგებენ ინატრებ ნეტა აქ ვაბარებდეო, და იმ შეგრძნებით გახარებული, რომ შენ მართლაც აქ ჩააბარე, ბედნიერად და ამაყად გამოხვალ  ბიოლოგების კორპუსიდან.  ამ დროს უკავშირდები რომელიმე მესამე  ან მეოთხე კურსელს, უსმენ მათ გატეხილ ხმებს, გრძნობ ფარულ ირონიას შენი ოპტიმიზმის მიმართ, რდა ხვდები: არ არსებობს არც დაპირებული სამსახურები და არც დაპირებული გაცვლითი პროგრამები. ეს ყველაფერი კარგად მოფიქრებული რეკლმის ნაყოფია, რომლითაც პირველ კურსელ “პინგვინებს” იზიდავენ.  მესამე კურსზე დასაქმდები კი არა, მაგისტრატურაშიც ისე მშვენივრად გადაბრძანდები, რომ საკუთარი პროფესიით ერთ დღესაც ვერ იმუშავებ ანაზღაურებად სამსახურში.

უპერსპექტივობას რომ თავი დავანებოთ, ვერც სწავლის ხარისხით იამაყებს თსუ.  არავინ არ გთხოვს დიდად სწავლას, მესმის, რომ ეს უკვე “უმაღლესია” და ყველა სტუდენტს თვითონ უნდა ჰქონდეს გაანალიზებული რას აკეთებს, რისთვის დადის ყოველდღე მაღლივში, მაგრამ ზოგადად უნივერსიტეტიც ვალდებულია, მთელი სემესტრის მანძილზე იყოს მკაცრი  და არა მარტო გამოცდების დროს. მეორეს მხრივ,  შეგიძლიათ მითხრათ ვინმემ დასაბუთებით, როგორ ისწავლის სტუდენტი კარგად ფიზიკას, ქიმიას და  კალკულუსს, თუ არ მისცემ სახლში დავალებას, თუ დააკმაყოფილებ მას კვირაში ორსაათიანი პრაქტიკული მეცადინეობით. ვიცი, რომ გარკვეული ლექტორები აძლევდნენ დავალებებს, მაგრამ ამხელა უნივერსიტეტში სწავლის ხარისხი გარკვეულ და ხშირად ერთეულ ლექტორებზე არ უნდა იდგეს.  მე არ ვიცი, როგორ, თუმცა დარწმუნებული ვარ დეკანატმა და სხვებმაც ძალიან კარგადაც იციან როგორ,  უნდა გაუმჯობესდეს სიტუაცია, სავარაუდოდ, ჩემი აზრით, მთელი სისტემა ახლიდანაა შესაქმნელი.

და ბოლოს, უნივერსიტეტში არის “თვითმმართველობა”,  სტუდენტების 80%-თვის, რომლებიც არ არიან ზემოთხსენებულ  ორგანიზაციაში გაწევრიანებულნი, ის სამართლიანად, ან არასამართლიანად მხოლოდ დაცინვის საგანს წარმოადგენს. რა თქმა უნდა არიან ისეთებიც, რომლებიც ზოგადად ეჭვექვეშ აყენებენ  თვირთმართველობის მიერ ბიუჯეტის სწორად ხარჯვას და კორუმპირებულ კოორდინატორებსა თუ თვაჯდომარეებზე იწყებენ საუბარს. შეიძლება თვითმართველობა მართლაც აკეთებს რაღაცს, არ ვიცი, (ნუ მე ახალი ვარ და ჯერ ახლო შეხება არ მქონია, მიუხედავად იმისა, რომ გაწევრიანებულიც ვარ), შეიძლება ეს ხალხი ცდება და ჭორებიც ბოროტი და შურიანი ენების დამსახურებაა, მაგრამ ერთი რამ ცხადია, როცა ამხელა უნივერსიტეტის თვითმმართველობის უფროსი, ან  უბრალოდ წევრი ხარ, ვალდებული ხარ დაიბრუნო ნდობა, პატივისცემა და ნორმალური ოპოზიცა, რომელიც ფაქტებით დაგიწყებს კამათს, სხვებს კი ვისაც არ დაეზარებათ და უბრალოდ ჭორაობა მოუნდებათ, არ უნდა შეეძლოთ შენი ლანძღვა.

არც თუ ისე სასიამოვნო პოსტი გამომივიდა, მაგრამ ვიცი, რომ სიმართლე დავწერე, ისიც ვიცი, რომ მოქმედებაა საჭირო და მარტო ლაპარაკი არაფერს შველის, თუმცა რაც ახლა შემეძლო ეს იყო.   ამ საკითხზე უნივერსიტეტშიც ვისაუბრე რამდენიმე ადამიანთან და მცირე დაინტერესება ვნახე მხოლოდ,  უმეტესობას უბრალოდ “კიდია”, ალბათ, სწორედ ამ “ფეხებზე დაკიდების პოლიტიკის” გამოა, რომ ქვეყანა გაუთვითცნოიერებული, საკუთარ თავში ჩამოუყალიბებელი და რაც მთავარია, უცოდინარი კადრებით არის სავსე,

და მაინც, მიუხედავდ ამ ყველაფრისა, მიუხედავდ ამდენი კრიტიკული აზრისა, მაინც ძალიან მიყვარს თსუ, და რაც მთავარია ვამაყობ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახლემწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობ.

ფოტოს ავტორი: ლევან მელიქიშვილი

11 thoughts on “თსუ

  1. me dzalian mindoda javaxishvilshi, chavabare kidec, magram… pirvelive kursze mivxvdi ro dzlian shevcdi😀 mati arakompetenturobis gamo, sruliad arasachiro sagnebi “avirchie”, shemdeg damatebit vigebdi sagnebs, ro sachiro kreditebi momegrovebina da weli ar gadamyoloda, specialobac shevicvale, rogorc ki movtvine, rom anglistikashi sruli qaosi da ganukitxaobaa, arc kvalifikacia sheesabameba zogi leqtoris dones, gacvliti programebi da aqtivobebi (eqskursiebi da ase shemdeg) mxolod tvitmmartvelobis wevrtatvisaa xelmisawvdomi, ase rom-daiviwye.😀 da ar mgonia rame sheicvalos, chvenma kursma ori wlis win ganacxadebi shevitanet dekanatshic, kancelariashic, reqtortanac, rom gamoesworebinat konkretul sagnebze da konkretul sakitxebze situacia, magram ushedegod, yuric ar sheibertyes:/ saqme marto is araa, ro umetesobas pexebze kidia, visac ar kidia da xmas igebs, imasac ar usmenen:/ mainc, saxeli shercha kargi mag universitets da saxelmwiyoebs shoris, mainc yvelaze uketesad itvleba… jer kidev.:/
    p.s. dzalian momwons sheni blogi da mudmivad gkitxulob :p :*🙂

    1. გეთანხმები და მადლობა პ.ს-სთვის, ამ ბოლო დროს რაღაცნაირად კრიტიკოსებს უფრო ვაწყდებოდი და რამდენჯერმე ბლოგის დახურვაც ვიფიქრე, ხოდა კარგია, როცა ამ დროს ასეთ რამეს იგებ :*

      1. arc ifiqro daxurva!!! dzlaian magrad wer, es nichia da unda ganavitaro. ra daxurva ris daxurva!!!🙂
        martla dzalian momwons sheni blogi da vfiqrob ara mxolod me🙂
        sainteresod wer dzalian ^_^

  2. არ გეთანხმები ბევრ რამეში. შენ რა გგონია საქართევლოში რომელიმე უნიში ბევრად კარგი პირობებია? ან სად წავიდა ის კარგი მხარეები , რომელიც თსუ ს გააჩნია ? მეც პირველკურსელი ვარ და ყველაფერს კარგად ვხედავ. ბევრ რამეში მეც ვიზიარებ შენ აზრს, მაგრამ ხშირად ასეთი პრეტენზიები იმ სტუდენტებისგან მოიდს ვინც ვერ ახერხებს გამოცდებზე გადაწერას და ხრიკებით ქულების მიღებას.(Shen ar ggulisxmob) ეს ჯავახიშვილის დადებითი მხარეა. კი, ვიცი ცუდით უნდა ვთქვათ და ვიზრუნოთ, რომ ეს ყველაფერი გამოსწორდეს. მაგრამ ხალხს ისეთი შთაბეჭდილება ექნება, რომ თსუ საერთოდ არ ვარგა. ეს ასე არ არის. უბრალოდ თსუ ყოველთვის იყო საქართველოში პირველი უნი და სწორედ ამასთან მიმართებაში არის ეს პრეტენზიები წამოსული.

    1. პოსტშიც აღვნიშნე და კიდევ ვიმეორებ, არ მაინტერესებს სხვა უნივერსიტეტები, თსუ-ში ვსწავლობ და ის მინდა, რომ ეს იყოს კარგი, კი არადა ძალიან კარგი. დადებითი ვიცი და დავწერ ალბათ იმაზეც, მაგრამ მოფერებას ისევ კრიტიკა სჯობს, მითუმეტეს თუ მდგომარეობა ამდენად მძიმეა:) ” მეც პირველკურსელი ვარ და ყველაფერს კარგად ვხედავ” რას ხდეავ ერთი კარგად ძალიან მაინტერსებს, რომელ ფაკულტეტზე ხარ?

    2. ხშირად ასეთი პრეტენზიები იმ სტუდენტებისგან მოიდს ვინც ვერ ახერხებს გამოცდებზე გადაწერას და ხრიკებით ქულების მიღებას.(Shen ar ggulisxmob) ეს ჯავახიშვილის დადებითი მხარეა. ra aris dadebiti mxare, rom gamocdebze gadawera midis, ubralod zogi ver “axerxebs” da amis gamoa pretenziebit savse? ravi ragac ver gavige😀
      gadawera dzalian kargad sheidzleba, ubralod sheni piradi ambavia, martla iswavli da ise dawer tu gaamzadeb shpargalkas. sadac xar, iqidan unda izruno situaciis gamosworebaze, mitumetes, tu xedav, rom ragac rigze veraa… უბრალოდ თსუ ყოველთვის იყო საქართველოში პირველი უნი და სწორედ ამასთან მიმართებაში არის ეს პრეტენზიები წამოსული.- ra mnishvneloba aqvs romelia rigit saqartveloshi, saqme xarisxs exeba.sashineli situaciaa shignit. bakalavriati davamtavre da gaxedvac ar minda misken, mand magistraturashi chabarebaze agarafers vambob. da ese mxolod me ki ara mteli chemi kursi vart. kreditebis moparvidan dawyebuli ra agar xdeba mand,rom weli daematos students da damatebvit gadaixados kidev… ase chumad roa xalxi, mito grdzledeba yvelaferi.
      ar unda iyos ase!
      unda amoigot xma, tu xedavt ro ragac rigze veraa.

  3. ici ra nati zog rameshi getanxmebi, rac gamosasworebelia is xmamagla unda itqvas, magram arc javaxishvilis
    miwastan gasworeba ar sheidzleba. shen ki girchev yvelapers msubuqad shexedo, cxovreba isedac dzalian rtulia.:*

  4. გადახედეთ ბლოგებს. ჩუმათ არავინაა. ყველა თსუ ს კრიტიკაშია. მესმის კრიტიკა აუცილებელიც კია, მაგრამ ზოგჯერ უბრალოდ უნდა ადგე და წერის ნაცვლად საქმე აკეთო… რაც შეეხება : ხშირად ასეთი პრეტენზიები იმ სტუდენტებისგან მოიდს ვინც ვერ ახერხებს გამოცდებზე გადაწერას და ხრიკებით ქულების მიღებას.(Shen ar ggulisxmob) ეს ჯავახიშვილის დადებითი მხარეა.-> ჩემს ამ კომენტარს. აქ ნათლად გამოვხატე, რომ გამოცდაზე გადაწერა საკმაოდ ძნელია, არ ვგულისხმობ შუალედურებს, რომლებიც მაღლივში არ ტარდება. ამ კომენტარებით თქვენ არ გიპირისპირდებით, პირიქით ვთქვი და ვაღიარე, რომ ბევრი რამე არც მე მომწონს. მე ჩემი აზრი გამოვხატე. ორივენი პირველკურსელები ვართ და და აზრები შეიძლება შეგვეცვალოს. მე მიხარია, რომ ჯერ არ გადავაწყდი ისეთ წინააღმდეგობებს, როგორსაც მაგალითად შენ. მე ერთი ვიცი, რომ თსუ ში სწავლა მინდა და ამას ძალიან კარაგდაც მოვახერხებ, მიუხედავად იმ უარყოფითი მხარებისა, რომელიც მას გააჩნია. და რაც შეეხება კრიტიკას გეთანხმები და ჩემს ბლოგზეც შეიძლება იხილო იგივე სახის პოსტი. უბრალოდ მართებულად მიმაჩნია, როცა რამე თემას ეხები, ორივე მხარე უნდა იყოს წარმოჩენილი.
    საქართველოში ბევრი კერძო უნია, კარგი სახელებიც აქვთ, მაგრამ ფასთან შედარებით არ არის ის პირობები, რაც უნდა იყოს.

    რაც შეეხება შენ კითხვას? პირველკურსელი ჰუმანიტარი ვარ. რას ვხედავ? ვხედავ, რომ ყველაფერი ისე, არაა როგორც უნდა იყოს. არის მოსაწესრიგებელი რიგი რაღაცეები. ვხედავ, რომ ბევრი ძალიან კარგი ლექტორია, ვხედავ, რომ მათი უდიდესი ნაწილი ზრუნავს სტუდენტებზე (მე ჩემს ფაკულტეტზე ვსაუბრობ) , ვხედავ, რომ თვითმართველობაში ყოფნა პრივილეგიაა, ვხედავ , რომ გაცვლითი პროგრამაში, რომ მოხვდე ან ძალიან იღბლიანი უნდა იყო ან თვითმართველობის წევრი ან ძალიან განათლებული. ანუ ეს მაინც შესაძლებელია.

    შენნაირ სტუდენტებს ნამდვილად მივესალმები. თვალებს ნამდვილად არ ვხუჭავ, კიდევ შემიძლია დავწვრილნამდე და უარყოფითიც ჩამოვთვალო და დადებითიც, მაგრამ ვაცნობიერებ რა , რომ ვარ პირველკურსელი და არ მინდა მცდარი დასკვნები დავდო წინასწარ.

    გეტვი, რომ მზად ვარ ყველა პრობლემას ვებრძოლო შენნაირ სტუდენთებთან ერთად, რათა ის გამოსწორდეს.

  5. საქართველოში სხვანაირად ვერც იქნება, მაგრამ ხშირად გვიწევს რომ რამდენიმე უკიდურესობიდან ერთი ყველაზე მომგებიანი ამოვარჩიოთ
    მე ვარ აბიტურიენტი და მინდა ჩავაბარო თსუ-ში ინფორმატიკულზე . თუ იცით როგორი სწავლებაა ? და საერთოდ რა პირობებია ? ღირს ჩაბარება? თავისუფალი უნივერსიტეტისგან შორს ვარ, გეპეის ისევ თსუ ჯობია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s