პირობები

აღარ მახსოვს რამდენი ხანი გავიდა მას მერე რაც პირობების დადება დავიწყე, სხვასთან  რასაც ვდებ იმას კიდე ვასრულებ, მაგრამ საკუთარ თავს  ხშირად ვატყუებ. მათი შესრულება ხან  მეზარება, ხან მავიწყდება, ხან კი იმდენად აღარ მაინტერესებს რამდენადაც ადრე. დრო კი გადის და ზუსტად ვიცი, დადებულ პირობებს რომ ვასრულებდე ყველაფერი უკეთესად იქნებოდა, მეც უკეთესი ვიქნებოდი, მაგრამ ნებისყოფის ამბავია. ყველაზე მთავარი და ყველაზე გრძელვადიანი პირობებიდან რადენიმეს გეტყვით:

1) საღამოს საათებში დავივიწყო მაცივრისკენ მიმავალი გზა.

2)არ დავიძინო ღამის 3-ზე, 4-ზე, 5ზე, 6-ზე, 7-ზეც  კი:(

3)არ ვხარჯო ესეოდენ ბევრი დრო, ესოდენ უმნიშვნელო საიტებზე.

4)მივხედო ბლოგს.

5)წავიკითხო ის წიგნები, რომლებიც ამდენხნიანი დებისგან დამტევრილი და ყდა გაყვითლებულია.

6)როგორმე, როგორღაც მოვეშვა ილუზიების შექმნას იმ ადამიანზე, რომელსაც მხოლოდ მეგობრუილი ინტერესი თუ ექნება, ნუ ესეც მაქსიმუმ.

7)არ მივიყვანო სამეცადინო ბოლო, გამოცდის წინადღემდე! არა, არა, არა!

8 )დავასრულო დაწყებული საქმეები.

აღარ მხსენდება მეტი, რაც გავიხსენე იმათაც ვერ ვასრულებ და რა აზრი აქვს. თითქოს რთული შესასრულებელი არცერთი არ უნდა იყოს, მაგრამ როგორც ჩანს იმაზე მეტად რთულიც კია ვიდრე ეს სხვას წარმოუდგენია.

დავიღალე, გამუდმებით საკუთარ თავთან ბრძოლით, დაუკმაყოფილებლობით და არასასურველი შედეგებითგამოვიფიტე.

ერთ, არა ორი პირობა მაინც რომ შევასრულო, ალბათ ყველაფერი კარგად თუ არა უკეთესად მაინც იქნება.

2 thoughts on “პირობები

  1. მე 7 და მე 8 ყველაზე მნიშვნელოვანია
    თუ არ შეგიძლია შესრულება მოეშვი
    ხო იცი იპოლიტე რას ამბობდა “თანაც დავლევ,თანაც მოვწევო”
    მიბაძე

    1. 😀 ხო, მეშვიდემ წამატეხინა კისერი, არაფერი ჩამრჩენია მარა არც ისეთი ქულა მიმიღია როგორიც მინდოდა :დ იპოლიტეზე დავფიქრდები :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s