დამახინჯებული მენტალის ნაყოფი თუ ტიპიური ღალატი

ამ საღამოს ქუჩაში არასასიამოვნო საუბრის/ჩხუბის მომსწრე გავხდი. ბიჭი ჯერ ტელეფონზე გაცხარებით ლაპარაკობდა მეგრულად (სამწუხაროდ ერთი სიტყვაც ვერ გავიგე) შემდგეგ კი, იქვე მყოფ გოგოს ეჩხუბებოდა. მოკლედ აღმოჩნდა, რომ ეს გოგო და ბიჭი შეყვარებულები ყოფილან, მაგრამ ერთ-ერთ საღამოს, ღამის თორმეტ საათზე ბიჭი კიდევ სხაგოგოსთან ასულა და მოკლედ რომ ვთქვათ (ეშმაკის მანქანებით :0)დაუორსულებია. ახლა კი ის გოგო სთხოვდა, რომ (რაც არ უნდა მარაზმულად ჟღერდეს) , თუ სიკვდილამდე არა, ერთი დღით მაინც მოეყვანა ცოლად.

სატირალი რომ არ იყოს(გარკვეული პიროვნებებისთვის), მართლაც ძალიან სასაცილო იქნებოდა ეს ამბავი. ქალს, რომელმაც იმდენი იკადრა, რომ იმ ბიჭთან დაწვა, რომელსაც შეყვარებული ჰყავდა, ახლა იმის კომპლექსი აქვს, რომ გაცვეთილ ფურცელზე ხელის მოწერის გარეშე გაუჩნდება შვილი. გაუცნობლად მეცოდება ეს გოგო, რაში სჭირდება ამდენი ტყუილი, ნიღაბი და იმ საზოგადოებასთან თამაში, რომელის პრინცებსაც გადაუარა. მაგრამ რას ვიზამთ მაშინ, როცა განათლების, განვითარების და აზროვნების დაბალი დონე ერთნაირად ხელს უწყობს მსგავსი გაუაზრებელი გადაწყვეტილებების მიღებას.

მეორეს მხრივ, ეს ნამდვილი შეყვარებული ბიჭს ხან არჩევანის გაკეთებას სთხოვდა, ხან კიდევ აიძულებდა პირდაპირ ის გოგო მოეყვანა ცოლად. მერე გამწარებული ყვიროდა და ეკითხებოდა რატომ მოექცა ასე. ჩემი აზრით ამ გოგოს ერთადერთი გზა იმისთვის, რომ მომავალში მაინც იყოს ბედნიერი ახლა დაშორებაა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ ბიჭის მსგავსი ადამიანი ცხოვრებაში არასოდეს გამოგადგება. და იცით რა იყო ბიჭის პასუხი ყველა მის კითხვაზე? „თავადამანებე“ და მერე ისტერიკულად კივილი. ესეც მეცოდება, მეცოდება იმიტომ, რომ თავი არ აქვს ღირსეულად აგოს პასუხი თავის შეცდომებზე, აღიაროს დანაშაული და საჭიროების შემთხვევაში დაკისრებული მოვალეობები შეასრულოს, ის კი იგინებოდა და ამ „მამაკაცური ხერხით“ ამტკიცებდა თავის სიძლიერეს.

საბოლოოდ ყველაზე მეტად ის ბავშვი მეცოდება, რომელიც ალბათ გაჩნდება და მშობლებისთვის მხოლოდ შეცდომის ნაყოფი იქნება. რომელიც დაუბადებლად ქმნის დიდ პრობლემებს და დაუბადებლად აზიზღებს თავს გარკვეულ ადამიანებს.

ის რაც აღვწერე თითქოს მინი სერიალია, მაგრამ სინამდვილეში ქართული რეალობის და დამახინჯებული მენტალის ნაყოფია. რატომ მიდის ბიჭი სხვა გოგოსთან ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, მაშინ, როცა ჰყავს შეყვარებული? ეს ამ ბიჭის პრობლემაა, რომ ბოზი კარგად ვერ აარჩიე, მაგრამ ზოგადად ხომ უმეტესობა ასე იქცევა? ზოგადად ეს ხომ უკვე აპრობირებული და მიღებული მეთოდია? მისი უარყოფითი შემთხვევბი კი იშვიათად იმიტომ ჩანს, რომ კარგად მალავენ, ფუთავენ და ამ სულელი გოგო-ბიჭივით ასეთ პირადულ თემებზე ქუჩაში არ ყვირიან. სასაცილოები და ამაზრზენები ვართ იმ დროს როცა თავს ვიტყუებთ უფრო მეტიც სხვასაც ხელს ვუწყობთ ჩვენს მოტყუებაში. იმ შემთხვევაში, რომელიც მე მოვყევი, ბიჭს რომ თავისი ნამდვილი შეყვარებულისთვის სქესობრივი კონტაქტი შეეთავაზებინა(და ალბათ შესთავაზა კიდეც) გოგო უარს ეტყოდა, გამოდის რომ ბიჭმა წლები უნდა უცადოს ქორწილს და თვითონაც ვაჟიშვილი ჩაბარდეს ცოლს.

არავის მოვუწოდებ ქორწინებამდე სექსს, არავის არც რჩევას ვაძლევ და არც მესიჯს ვუგზავნი, უბრალოდ ალბათ უკეთესი იქნება ძალიან ნუ „გავიჭაჭებით“ და პასუხისმგებლობას ისეთ საკითხებზე ნუ ავიღებთ რომლის შესრულების თავიც არ გაქვს, ასეთ შემთხვევაში არავის დაცინვის ობიექტებად არ ვიქვევითდა არც არავინ დაწერს ჩვენგან მალულად ჩვენზე პოსტს.

2 thoughts on “დამახინჯებული მენტალის ნაყოფი თუ ტიპიური ღალატი

  1. რა საყვარელი ხარ ნათ : “არავის მოვუწოდებ ქორწინებამდე სექსისკენ”. პირიქით: სექსუალური გამოცდილება ა უ ც ი ლ ე ბ ე ლ ი ა!!!. მარაზმი ის არის, როცა ახლად შექმნილი ოჯახი მხოლოდ ქმრის სექსუალურ დაკმაყოფილებაზეა დამოკიდებული და თუ ვერ შეეწყო ცოლი – ღალატობს ან განქორწინებით გარბიან სხვა და სხვა მხარეს. შეიგნეთ – სექსი სირცხვილი არ არის. სირცხვილი ამორალობა და უზნეობისკენ სწრაფვაა. გინდა სექით და გინდა უსექსოდ. :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s