გაბღენძილი და თვითდარწმუნებული ერი

დიდ ხნიანი ყოყმანის მერე, მაინც გადავწყვიტე “Add New Post”-ში შემოვსულიყავი.  წინა პოსტში დავწერე სამსახურში საინტერესო ამბები ხდება და იმასაც მოვყვები თქო, ალბათ ეს პოსტიც დადებული პირობის შესრულებაა, იმ განსხვავებით, რომ საინტერესო ამბებზე კი არა, დასკვნმებზე მინდა ვილაპარაკო, რომლებიც მოკლე დროში გამოვიტანე.

საკუთარი ხალხის ლანძღვა ბევრისგან განსხვავებით, ჩემი სტიქია ნამდვილად არ არის, მაგრამ თავისთავად თვალებსაც არ დავხუჭავ, მაშინ, როცა მის უამრავ მანკიერებას ვაწყდები. ალბათ ყველამ იცით  რასაც ნიშნავს მომსახურების სისტემაში მუშაობა, ეს არის გაუსაძლისი და ხშირად თავის დამამცირებელი სამსახური. იმიტომ რომ შენ ვერასოდეს გასცემ კლიენტს სათანადო პასუხს, შენ არ გაქვს უფლება დაიცვა საკუთარი “უფლებები”(ისინი უბრალოდ არ გაგაჩნია), არ გაქვს უფლება გამოთქვა საკუთარი აზრი, იმიტომ, რომ ხარ დაქირავებული, იმიტომ, რომ ნებისმიერი  მაღაზიისთვის, სასტუმროსთვის, რესტორნისთვის ის კლიენტი უფრო მნიშვნელოვანია, რომელიც მას ასაზრდოებს, ვიდრე რიგითი თანამშრომელი.

პოპულის მთელ მაღაზიაში, მინდოდა თუ არ მინდოდა ყველაზე ახლო კონტაქტი მომხმარებელთან მე მქონდა, იმ მარტივი მიზეზით, რომ მოლარე ვიყავი.   ხოდა, ეტყობა ჩვენმა ქართველებმა, კარგად იციან მომსახურების სისტემის კანონები, რის გამოც, მე პირადად საკმაოდ ბევრჯერ აღმოვჩნდი ცუდ მდგომარეობაში. რის გამოც, უამრავჯერ უბრალოდ საკუთარი  ნერვების მოთოკვა მომიწია.

არ მესმის:

1)მაშინ, როცა რა ასაკისაც არ უნდა იყო, მოგმართავ თქვენობით, შენ რა ღმერთი გაგიწყრა საპასუხოდ უხეშ ფორმას რომ მთავაზობ.

2)როდესაც მე გიღიმი, გესალმები, არ გიბღვერ, შენ რატომ გაქვს მოთხოვნილება ასე ვთქვათ “დამამცირო”.

3) როდესაც მეც, ისევე, როგორც შენ ერთდროს, პირველად ვიწყებ, ახალი ვარ და ჯერ მეშინია, რატომ არ შეგიძლია, უბრალოდ მითხრა “არაუშავს”, “მე დაგეხმარე”, ან უბრალოდ მოთმინებით დაელოდე შენს რიგს, არ გადმოასწრო ყველას, არ მოიგონო ტყუილი, არ გალანძღო მოლარე იმისთვის რომ საკმარისად სწრაფი არ არის.

ბოდიშით, თუ სრულყოფილები არ ვართ!

მაგრამ თქვენ რა მოგივიდათ, საიდან ეს მუდამ უკმაყოფილო სახეები, მუდამ სლაანძღავი სიტყვები, მუდამ მომტხოვნი გამოხედვები, მუდამ დამამცირებელი, საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანის ტონი?

საიდან, თუკი რამე ადამიანური შეგრჩენიათ?

თუმცა, საბედნიეროდ, ხანდახან მაინც გამოჩნდებოდნენ ხოლმე ისეთი ადამიანები, რომლებისთვის მუშაობაც გამხარებია, საუბარიც გამიბამს და ოჯახითაც მომიკითხავს.:)

ამ მუდამ უკმაყოფილო ერის ფონზე, ძალიან ბევრი უცხოელი ძალიან კარგად ჩანს. არ ვიცი, მე მხვდებოდნენ ასეთი უპრობლემოები და ზრდილობეიანები, არ ვიცი,  სხვა ქვეყანაში შეიძლება ჩვენი “გარეთ მხდალი, შინ ძლიერი” ერიც ზრდილობიანი გახდეს, მაგარმ ფაქტი ერთია, ნებისმიერი ასაკის უცხოელის დანახვა მიხაროდა.

1)იმიტომ, რომ ჩემს ინგლისურს უფრო გავტეხდი :დ

2)არ არსებობს ღიმილით და დაბნეული იერით არ შემოგხედონ.

3)ძალიან  უხარიათ მათ ნათქვამს რომ იგებ და სხვა საკითხებზე საუბრის სურვილი უჩნდებათ.

4) გიხდიან მადლობას, პარკში თვითონ იწყობენ პროდუქტებს(ანუ არ გელოდებიან როდის გაატარებ და მერე ჩააწყობ ამ პროდუქტებს, დააყენებ დიდი რიგს და კიდევ ერთხელ გამოიწვევ უკმაყოფილებას) და ზოგადად ემსახურებიან თავის თავს. ეს მაშინ, როცა თითქმეს ყველა ქართველი, თითქმის ყველა ქალი, კაცზე რომ არაფერი ვთქვა, დადგება და ერთი საათი ჯიუტად ელოდება სანამ მის რამდენიმე კალათას პარკებში არ მოვათვსებ, მაშინაც კი, როცა პიკის საათია.

ერთი თურქი კაცი გავიცანი, საშინელი ინგლისურით ლაპარაკობდა და მე რომ სამსახურის პირველი დღე მქონდა, ისეც პირველად შემოვიდა პოპულში. რაღაც მკითხა  და ძალიან გაუხარდა მისი ნათქვამი რომ გავიგე, იმის მერე ყოველდღე შემოდიოდა და კარგა ხანს მებაასებოდა :დ, ბოლოს შვილიშვილიც მომიყვანა :დ კიდევ ერთი კაცი დადის გამუდმებით, ამერიკელია და იქაურ წესებსაც გვასწავლიდა დაა რა მარტო ესენი. კიდევ ბევრნი შემოდიოდნენ და კიდევ ბევრს ვესაუბრებოდი სიამოვნებით.

ნამდვილად არ ვარ მოწოდებული იმისთვის, რომ ქართველები ვლანძღო, მაგრამ როცა ასეთ კონტრასტს ხედავ, სულ მინიმუმ უნდა აღნიშნო ადამიანმა. ის დავწერე რასაც მე შევესწარი, არავის ნათქვამი არ გადმომიცია და არც ჩემი ინტერპრეტაციით დამიწერია რამე, მემგონი იქამდე სანამ ევროპაში შევალთ, “ნატოს კარს გავაღებთ”, საკუთარ თავს უფრო მეტად დავიტვირთავტ იმ ამბიციით, რომ “ყველაზე მაგერბი ვართ”, სჯობს ერთმანეთის, თუნდაც სულ უცნობი ადამიანების პატივისცემა ვისწავლოთ და მოვეშვათ საკუთარი თავის სხვაზე მაღლა დაყენებას.

პ.ს. ბეიჯზე მარტო სახელი და თანამდებობა მეწერა, ბოდიშით, რომ ვერ დავიწერ გვარი, სასწავლებელი, გრანტი და ასე შემდეგ რაღაცები რითაც თქვენს თვალში უფრო მაგარი გამოვჩნდებოდი, ვიდრე მოლარის სკამზე ვიყავი.  სასაცილოა, რომ კიდევ ასეთ რაღაცებზე გვიწევს ფიქრი და ელემნტარული შენიშვნის მიცემა, ისწავლონ ზრდილობა:)

12 thoughts on “გაბღენძილი და თვითდარწმუნებული ერი

  1. სამაგიეროდ მომავალში, როცა შენ იქნები მომხმარებელი მასე არასოდე მოექცევი მომსახურე პერსონალს. ასეთი უზრდელი საზოგადოების ნაწილი ვართ და ესეც მალე შეიცვლება. ახალი თაობა შრომის დაფასებას რომ ისწავლის. მეამაყები და არასდროს მოიცილო ღიმილი სახიდან.🙂

    1. არადა მართლა ტკბილი ხარ (იმ გაცვეთილ “ვითომ შხამიანოს” აღას ვწერ🙂

  2. “პოპულის” მიმართ პირადად მე არცთუ თბილი დამოკიდებულება მაქვს, იმიტომ, რომ ჩემი ნაცნობი პატ. მოლარემ ორჯერ მოატყუა ანგარიშში, პირადად მე ძველი სალათის შემოტენვას მიპირებდნენ და წონაშიც დამაბოლეს, მაგრამ ამ შემთხვევაში პოსტი “პოპულზე” არ არის და მესმის, რასაც ამბობ…
    ქართველებმა, ეტყობა, არ იციან, რომ სუპერმარკეტი თავისი არსით თვითომსახურების მაღაზიაა და მოლარის მოვალეობა სულაც არაა პარკში პროდუქტების ჩალაგება და მომხმარებლისთვის ბაფთით დამშვენებული მირთმევა. ისე, ეს სუპერმარკეტის მენეჯმენტის პრობლემაცაა ალბათ… მე არსად შემხვედრია, რომ მოლარეს ჩაელაგებინოს პროდუქტები🙂
    ბღვერა და შენობით მიმართვა ალბათ, მასობრივი უზრდელობის სენია ან თვითგამოხატვის საშუალება. ერთი ეგაა, მაინცდამაინც სახარბიელო კუთხით არ წარმოჩინდები🙂

    1. თამარა იმედია არ გეწყინება როცა გეტყვი, რომ შენი დასკვნები სისტემაში ჩაუხედავობის გამო გამოიტანე, სალათზე არ გეკამათები, მაგრამ მოლარისთვის კარგი არც თანხის მეტობაა და არც ნაკლებობა, თუ შენი დაქალი მოატყუეს ამით მარტო პოპული გამდიდრდებოდა, არცერთი მოლარე კი არ მოატყებს მომხმარებელს, რომელიც შეიძლება უკან მოუბრუნდეს, შენს დაქალს რომ ეთქვა მომატყუესო, დამიჯერე მენეჯერიც და ადმინისტრატორიც მის მხარეს იქნებოდნენ, ვიდეო თვალით გაადაღებულ კადრებს თავიდან ნახავდნენ, ჩეკს გაანულებდნენ და შენ დაქალს თანხას ზუსტად მისცემდნენ, დიდ ბოდიშსაც მოუხდიდნენ, აი თავად მოლარე კი მაგრად გაილანძღებოდა:) დაანრჩენში გეთანხმები, ხალხი უბრალოდ ვერ აანალიზებს, რომ თუნდაც პარკში თვითონ უნდა ჩაიწყონ, ამიტომაც გვიწევს ჩვენ:)

      1. ნამდვილად არ მეწყინება, ნათია, და ის მოლარეც გაილანძღა, მაგრამ ოცდაათი ლარის სხვაობა, მგონი, არ არის ხელწამოსაკრავი შემთხვევა… მით უმეტეს, როცა ბევრი პროდუქტი მოგაქვს და მომხმარებელმა შეიძლება, თავად არც კი გამოითვალოს მიახლოებითი ფასი… დანარჩენის კი რა გითხრა, მართალი ხარ აბსოლუტურად🙂

  3. ”მოყვარეს პირში უძრახე, მტერს – პირს უკანაო”…
    ხოდა რატო იმართლებ თავს ქართველებს არ ვლანძღავო არ მესმის. არაფერი თავის გასამართლებელი.
    რამე არ მოგწონს, ხოდა რასაკვირველია უნდა თქვა.

    1. :დდ უბრალდო არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ მეც სხვაზე მაღლა ვაყენებ თავს, ესაა და ეს🙂

      1. მასეთებს ყურადღება არ უნდა მიაქციო.
        ისედაც მოახერხებს მაგის დანახვა რო უნდოდეს.

  4. ახლა აღმოვაჩინე ეს ბლოგი და ძალიან მომეწონა, რაც შეეხება პოსტს, ეს თვისებები ქართველ ერს სისხლსი გვაქვს გამჯდარი და ძალიან რთული გადასაჩვევი იქნება, მეც ნერვებს მიშლიან ასეთი ადამიანები (გაბღენძილი ქართველები).

    1. მადლობა, მეც მომეწონა შენი,კიდე იქ ვარ და რაღაცებს ვკითხულობ :დ გენებს კი ვერ შევიცვლით, ასე რომ რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს საკუთარ მანკიერებებს სჯობს დავძლიოთ, ჩვენი უბედურებების უმეტესება ჩემი აზრით სწორედ მაქედან მოდის:)

  5. გეთანხმები ყველაფერში.. მე, როგორც მომხმარებელი, ხშირად გავბრაზებულვარ სხვაზე უხეში ტონის გამო.. მაგრამ ლეონიძის პოპულში ერთი მოლარეა, ისეთი სახით მიყურებს ხოლმე, რომ მინდება ბოდიში მოვუხადო, რომ რაღაც შევიძინე :)))

    1. oh maseti molarec da konsultantic mec bevri shemxvedria, populis bralia, ver aregulirebs samushao kadrebs, imitom rom sakmaod mdzimea mand mushaob da mudmividav ganaxleba mimdinareobs, amitmca uchirt yvelas kontroli, tan erti an otxi treningit karg momsaxure pesonals ver sheadgen/.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s