ჩემი სამსახური

ბოლო პერიოდში ყველა დილა ერთნაირად იწყება: ადრე ვდგები, ვიცვამ  და სამსახურში მივდივარ. სამსახურში მივდივარ მაშინაც, როცა მცივა,  ან სიცხე მაქვს, ან მახველებს, ან უბრალოდ მეზარება და მეძინება, იმიტომ რომ ის ჩემი სამსახურია, ანუ ვალდებული ვარ.  ძალიან, რომ  არ დაგაინტრიგოთ, 18 წლის გამოუცდელი გოგო მარტო პოპულში მიმიღეს მოლარედ. თუმცა პოპულში მუშაობა ნიშნავს იმას, რომ ხარ მოლარეც, კონსულტანტიც, ადმინისტრატორიც და ხან მენეჯერიც კი, ნუ დამლაგებბლობაზე აღარაფერს ვამბობ. პოპულში მუშაობა ნიშნავს, რომ ყოველთვის იცი როდის უნდა წახვიდე სამსახურში, მაგრამ არასოდეს იცი, როდის უნდა წამოხვიდე. ყოველთვის იცი, რომ ყველა წესი თუ კანონი მომხმარებლის მხარესაა, შენ არაფერი გიცავს, და მხოლოდ კეთილ მომხმარებელზე ხარ დამოკიდებული. (აბა ერთმა კაცმა ლამის მაგინა 5 თეთრიანები რომ ჩავუთვალე:))

ალბათ გგონიათ, რომ რაიმე გარკვეული მიზნით  ვმუშაობ, სიმართლე გითხრათ მეც ასე მეგონა, მაგრამ ვხვდები, რომ ზოგადად არაფერი ისე არ ხდება, როგორც ადრე ადრე. მაგალითად უკვე აღარ ვიცი რაში უნდა დავხარჯო ჯერ აუღებელი ხელფასი:) არ ვიცი, საერთოდ რა მინდა, რატომ ვიტანჯავ თავს. იგივე კითხვას სხვები რომ მისვამენ,  ვეუბნები, რომ ხელფასზე მეტად გამოცდილება მჭირდება, მაგრამ სინამდვილეში, ამ წუთას ან ერთი რად მინდა, ან მეორე ვერ ვხვდები :)) სექტემბრიდან მაქვს აკვიატებული სამსახური უნდა ვიშოვო-თქო,  უამრავ უაზრო გასაუბრებაზე დავკარგე დრო სანამ აქ არ მოვედი. მოკლედ, სწავლა+სამსახური, არც ისე მარტივი რამე ყოფილა, მიტუმეთეს თუ ორივეგან ფეხებზე კიდიათ შენი მეორე ცხოვრება:))

ამ ეტაპზე კი მოლარე ვარ, ვუძლებ დიდ რიგებს, უკმაყოფილო სახეებს, იმიტომ რომ ვცდილობ დაკვირვებით ვაკეთო საქმე, რის გამოც ვერ ვჩქარობ, “დავამუღამე” რამდენიმე ფრაზა “სხვა ფული ხომ არ გექნებათ? “გამარჯობა”, “მადლობა”, “კარგად ბრძანდებოდეთ” და ასე შემდეგ. ხანდახან განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებია, სალაროსთან მზე აჭერს,  კომპიუტერზე გამოსახული რიცხვები ირეკლება, შენ დიდ ფულს გაწვდიან, გრძნობ, რომ იძაბები, ცდილობ კონცენტრირდე, გვერდით იყურები და ხედავ, რომ შენი რიგი მათემატიკურად უსასრულობისკენ მიისწრაფვის, გინდა იყვირო, ყველაფერი აიღო და სახეში მიაყარო კლიენტს, უთხრა, რომ მასზე არაფრით ნაკლები არ ხარ, მაგრამ რაღაც გაკავებს.. არა, ზრდილობა არაფერ შუაშია,  ეს ალბათ უფრო შეგნებაა, იმიტომ რომ უკანსკნელ მომენტშიც კი  გესმის, რომ ვალდებული ხარ, რომ ეს შენი სამსახურია, შენი საქმეა, რომ აქ შენი ნებით მოხვედი, შენ აიკვიატე სამსახური მინდაო და ცხოვრებაში პირველად, უკვე სერიოზულად მზად ხარ პასუხი აგო საკუთარ მოქმედებებზე.  ადექი, დაყარე, იწივლე, იკივლე 8 საათიანი მუშაობის მერე, ამით საკუთარ თავს მხოლოდ იმას დაუმტკიცებ, რომ მხდალი ხარ, ნებისყოფა არ გაგაჩნია, და ასე შემდეგ. მოკლედ, ჩერდები,  მშვიდად ახურდავებ და მიუხედავად იმისა, რომ არ გემეტება, მაინც ეუბნები ” დიდი მადლობა, კიდევ შემოგვიარეთ”.

საბოლოდდ კი ასეთ რამეს ვიღებ, გაჭირვება(ნუ, არა მატერიალური რა თქმა უნდა)+მოთმინება=გამძლეოაბს :))))ჩემს სამსახურს უამრავი დადებითი და უამრავი უარყოფითი თვისება აღმოაჩნდა, მაგრამ ყველაფრის მიუხედავდ, მაინც ვიცი რომ ეს სამსახურიც, ეს უკმაყოფილებაც თუ ეს წარმატებაც მე მეკუთვნის, მე მაქვს ჩემი დამოუკიდებელი ცხოვრება, რომლებსაც  სხვებს მხოლოდ ვუზიარებ, ალბათ საბოლოოდ სწორედ ეს მხიბლავს.

პ.ს. ყოველი დღე რაღაცით საინტერესოა ხოლმე, ამიტონაც, თუ კიდევ გამოვწოვე საკუთარ თავს პოსტი, აუცილებლად მოვყვები სხვა ამბებსაც🙂

19 thoughts on “ჩემი სამსახური

  1. წარმატებები ჩემო კარგო =)არც სხვა სამსახურები გეგონოს უკეთესი,ყველაგან არის ის,რაც არ გაგისწორდება რაც არ უნდა კარგ გარემოში იმუშავო,რა თქმა უნდა თუ უფროსი შენ არ ხარ=))

  2. “ყოველი დღე რაღაცით საინტერესოა ხოლმე” _ ზუსტაად :))

    “…ცხოვრება ყოველთვის კარგია, რაკიღა ყოველთვის შეიძლება უარესი იყოს.” : )))

  3. ჩემის აზრით ის რომ 18 წლის ხარ და მუშაობა გადაწყვიტე, იპოვე სამსახური და დღემდე მუშაობ ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია.

    პირადად მეც მიმუშავია სუპერმარკეტში კონსულტანტად (3 საათამდე ვსწავლობდი და მერე 4-10 ვმუშაობდი) და ვფიქორობ რომ მსგავსი სამუშაო ძალიან დიდ გამოცდილებას იძლევა რომელიც შემდგომში შეიძლება გამოიყენო. რამოდენიმე შენ თავად დაწერე – ამტანიანობა, მოთმენის უნარი, სტრესის და კონფლიქტების კონტროლის უნარი და ა.შ. კიდევ ვფიქრობ რომ მსგავს სამუშაოზე ადამიანებთან ურთიერთობას ვსწავლობთ რაც ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერ ადგილას ნებისმიერ სიტუაციაში.

    ხოდა წარმატებას გისურვებ.

    პ.ს. ფული თუ არ იცი რაში დახარჯო, მოაგროვე და მერე შენ თავს კარგი საჩუქარი გაუკეთე🙂

  4. პ.ს. სწავლას და სამსახურს რაც შეეხება. ხანდახან მაგვიანდებოდა ხოლმე სამსახურში, მაგრამ მათტვის იმდენად ძვირფასი თანამშრომელი გავხდი რომ მოდიოდნენ დათმობებზე და დაგვინებების გამო არც ხელფას მიჭრიდნენ და არც საყვედურს მაძლევდნენ.

    ხელფას რაც შეეხება ერთი თვე 100 ლარზე ვმუშაობდი (10 წლის უკან🙂 ), კვირაში 1 დღე დასვენება🙂 მაგრამ დღესაც ვფიქრობ რომ სწორი გადაწყვეტილება იყო.

    1. ჭეშმარიტად მადლიერი ვარ ამ კომენტარისტვის, თუნდაც იმიტომ რომ უმრავლესობის აზრს, და კითხვას”მერე უნივერსიტეტს როგორ უთავსებ” არ იაზირებ, ხო კიდევ კარგი გამახსენე, ადამიანებთან ურთიერთობას მართლაც დიდი დოზით ვსწავლობ და ვეჩვვი, თანაც ყველა ტიპის ადამიანებთან, რის გამოც კიდევ ერთი დიდი პლიუსი სამსახურს:)) ისე დამაინტერესა ეხლა სად მუშაობ?:) მე 240 ლარზე ვმუშაობ, ფაქტობრივად მაშინდელი შენი 100 ლარის ტოლია, ნკლები თუ არა:))))

      1. ახლა არსად ვმუშაობ.
        მეორე დიპლომს ვწერ და იმედია ზაფხულის დასაწყისისთვის ლეგიტიმირებული ოკუპაციური თერაპევტი ვიქნები.

  5. კი იცი ჩემი აზრი ამ ყველაფრის შესახებ. ვამაყობ შენით! :* გილოცავ ახალ წელს და ბედნიერებას გისურვებ! :*

  6. @Toma ხო ვნახე შენი ბლოგი და მივხვდი, რომ რაღაც მასეთში ხარ:დდ ჩინური მომეწონა ძალიან, ისე მინდა ვისწავლო, ეხლა იაპონურს ვსწავლობ ცოტას ჩემით<3

  7. მშვენიალური პოსტია, გულახდილი და სუფთა =). რაც შეეხება მუშაობას, მცირე ასაკში დაწყებული ეგრედწოდებული წინ გადადგმული ნაბიჯი სამუშაოს მხრივ, ცოტა არ იყოს რთულია, ცოტა კი არა ძალიან რთულია. ადამიანი განიცდის რაღაცეების დანაკარგს, ასევე იტაცებს ახალს და ასე ვთქვათ განვითარების პერიოდშია. მეც 18 წლის ვარ, 19 თითქმის, 2 ადგილას ვმუშაობ, 1) Gesco Group 2) Tbilisi Creative სარეკლამო სააგენტო, საერთო ჯამში ვითომდაც ეს მშვენიერია, მაქვს სამუშაო, მაქვს ხელფასი, მაქვს 4 კვირის ბოლოს სურვილების ასრულების შანსი, მაგრამ არ მაქვს? თავისუფლება, ძილი, მრავალფეროვნება, ის რაც ჩემში სადღაც სამუშაოს და გარე სამყაროს უკანაა, ყველაზე მეტად რაც მიჭირს ეს “რეჟიმია”, შემდეგ ახირებული და ვითომდაც ბრძენი უფროსები, ბანალური კითხვებით და ავტორიტეტის მოპოვებით, რომელაც ეგრეწოდებული ძალაუფლება “თქვენ დათხოვილი ხართ სამსახურიდან” აქვთ, ხანდახან მეც ვერ ვხვდები რისთვის? რატომ? > ხელფასი? გამოცდილება? ჯამში ორივენიცა მოდის, ერთგვარად კი ეს შემიძლია შევადარო ფრაზას > “ჩვენ არ ვცხოვრობთ იმისთვის, რომ ვჭამოთ. ჩვენ ვჭამთ იმისთვის, რომ ვიცხოვროთ” კარგია მუშაობა, კარგია ფულიც. კარგია მუშაობა, კარგია გამოცდილებაც. ეს ერთგვარი ჩვენი საკვებია ადამიანების რომელიც გარემობაზე არის აგებული. მაგრამ ერთ რამეს ვხვდები, არ ვიცი ვინ როგორ აღიქვავს ამას საკუთარ თავში, მაგრამ ის რაც ღირებულია, შინაგანში ნელ-ნელა იკარგება ჩემში და ჩვენში. “დრო” რომელიც არსებობს ჩვენთვის, უეცრად ქრება, დრო რომელსაც ვახმარდი ღირებულებებს, ნელ-ნელა ლპება და ა.შ, ძაან პესიმისტურად გამომივიდა,😀 და რატომ? რადგან ჩემი აზრით ადამიანი ამ ეტაპზე, (18) არ არის მზად, შეხვდეს მსგავს (Works), რადგან ხშირ შემთხვევაში ვერც კი აცნობირებს, ვისთვის, რისთვის, რატომ აკეთებს ამას. ამასობაში კი … მოვრჩები აქ !😀

    1. დაგეწერა კიდე კაცო, რა მოხდა, პირიქით, ისე მიყვარს დიდი კომენტარები რომ მხვედება<3 სხვათაშორის შევნიშნე ამ ბოლო დროს ფეისბუქაზე რო აღარ შემოდიოდი ისე აქტიურად ::)) სამსახურს რაც შეეხება გეთანხმები, შეიძლება ადრე არც არის, მაგრამ ჩვენ ცოტა სხვანაირად გვიზრდიან საქართველოში, ანუ თავიდანვე არ გვაჩვევნ იმას, რომ შემდეგ ეს ცხოვრება ჩვენი გასატანი გახდება, ვინც მუშაობს ჩვენს ასაკში ის კიდევ მხოლოდ საკუტარი სურვილით. მეორეს მხრივ მეც ისე მეშლება ხოლმე ნერვები, სხვებივით ძილის და გართობის დრო რომ არ მრჩება, რომ თვრამეტი წლის ასაკში, მაშინ როცა ალბათ ყველაზე მეტი უნდა იგრძნო, დახატო, წაიკითხო, ზიხარ მთელი დღით სამსახურში და უფროსის ბრძანებებს ასრულებ :დ მაგრამ როცა მეცალა და არ ვმუშაობდი მაშინ ისე ცუდად ვგრძნობდი თავს, დროს უაზროდ რომ ვკარგავდი😦 მოკლედ აღარ ვიცი რა სჯობს, მივყვები ცხოვრებას და აღარ ვსვამ კითხვებს(რაც ალბათ ყველაზე ცუდია:))

  8. პოპული…
    ვმუშაობდი მანდ და იცი რამდენი ხანი? 2 დღე :))))))))))
    ძალიან ვაფასებ ყველა მანდ მომუშავე ადამიანს, რომელიც არსებულ რეჟიმს უძლებს… არ ვიცი მე შემხვდა ეგეთი “ადმინისტრაცია” თუ რა იყო, მაგრამ 5 წუთი დაჯდომის უფლებას არ მაძლევდნენ, ეს კი 18 წლის გოგოსთვის არც ისე ადვილი იყო, მითუმეტეს მანამდე ძალიან განებივრებული ვყავდი ოჯახს საოჯახო საქმეების ამბავში.. კიდევ ერთი პატარა ისტორიაც მოხდა, მაგ 2 დღეში და მოკლედ წამოვედი…
    რაც შეეხება შენ სამსახურს, წარმატებებს გისურვებ და ძალიან ძლიერი ხარ და კარგი რომ პასუხისმგებლობით ეკიდები სამსახურს და შენ ცხოვრებას. წარმატებები: *

    1. რომელ ფილიალში იყავი? თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, მაინც ყველგან მასეთი სიტუაციაა, მეც ვერ ვჯდები და მსგავს რამეებს სახლში არც მე ვაკეთებდი, მაგრამ მენეჯერის დავალებები და საკუთარ თავთან ბრძოლა ერთგვარ გამოწვევად მივიღე, რის გამოც გავძელი ალბათ ამდენ ხანს:) დიდი მადლობა კარგი სურვილებისთვის და იგივეს გისურვებ შენც<3

  9. Mec mqonda analogiuri samsaxuri romelsac kaparchxana menejeri
    da
    gabgendzili parlamentarebisatvis halstux perangis morgeba emateboda pulis tvlasa da angarishtan ertad:\ 1 weli mec shennairi shtagonebit gavdzeli :)))

    1. ჰაჰა :დ მალე წამოვედი მე, სიმართლე გითხრა მაქედან წამოსვლამ გამაბედნიერა კიდეც, მაგრამ ხან ვფიქრობ რომ უბრალოდ გამოვიქეცი და ეს გაქცევა მაღიზიანებს:/ ვეძებ ეხლა კიდე რამეს :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s