დღეს

მთელი დილა პირობების დადებასა და საკუთარი თავის ლანძღვაში გავატარე. მიზეზი ჩვეულებრივია, წუხელ გვიანობამდე ვიჯექი კომპიუტერთან, დილას ჩამეძინა და დღევანდელი ქიმიის გამოცდისთვის ვერცერთი საკითხი ვერ მოვასწარი. ქიმია ფეხებზე მეკიდა, უბრალოდ არ მინდოდა ქულის გაფუჭება.

მთელი გზა თვალებზე კონსპექტები მქონდა აფარებული, გადავურჩი რამდენიმე ადამიანთან და ქუჩაში მდგარ ბოძებთან შეჯახებას,  ვირბინე სკამაოდ დიდი მანძილი,  და რაც მთავარია: ვერ მოვასწარი ჭამა, ნორმალურად ჩაცმა და სხვა რამდენიმე საყოფაცხოვრებო საქმის გაკეთება, თუნდაც ისეთის როგორიცაა, ლოგინის ალაგება:)

მისვლა ადრეც კი მომივიდა. ჯერ შასასვლელში დავჯექი, თუმცა სანამ მე  ერთმანეთში აბურდულ ფორმულებს  ვიმეორებდი, ბიბლიოთეკასთან  სასიკეთო ამბები ხდებოდა. ბევრი რომ არ ვიბაასო, გამოცდა გადაიდო, ეს ხომ იშვიათად ხდება, ან საერთოდ არ ხდება, მაგრამ დღეს მოხდა, სწორედ მაშინ, როცა არაფერი არ ვიცოდი, ღმერთო, მართლაც არსებობს რაღაც!

კურსელებმა უაზროდ ვიბოდიალეთ, საბოლოოდ კი იქ მივედით სადაც ლიტერატურული ცეცხლი “გიზგიზებდა”:)

გურამ დოჩანაშვილის საღამო გაიმართა მერვე კორპუსში. მერე რა, თუ ნახევარი არ მესმოდა, ან რაც მესმოდა მაინც არ იყო დიდად მნიშვნელოვანი, იმას მაინც ივხვდი რომ ჩვენთვის არ არსებობს არც ავტობუსი, არც ტაძარი, არც უნივერსიტეტი, არც კონცერტი, ყველგან თავებზე უნდა შემოვასხდეთ ერთმანეთს, იქნებ არაადამიანურ ჭეჭყვაში ვინმე შემოგვაკვდეს კიდეც:)

თვითონ საღამო არ ვარგოდა, მიუხედავად იმისა, რომ უდიდეს პატივს ვცემ გურამ დოჩანაშვილს, და სწორედ მაგ პატივით ვიდექი ერთი საათი ფეხეზე, გადატენილ აუდიტორიაში, მაინც  ვფიქრობ, რომ არსებითი არაფერი წამომიღია. შიგადაშიგ იყო თეატრალური დასის  ბავშვების მონოლოგები.  არც ეს მომეწონა, მაგარმ არა იმიტომ, რომ კრიტიკულად ვარ განწყობილი, არა, უბრალოდ იმდენად პათეტიკურად კითხულობდნენ და იმდენად ცუდია ამის მოსმენა, მაშინ, როცა უკვე გაქვს ნანახი ეროსის მიერ შესრულებული იგივე როლი, რთულია მოგეწონოს. ერთადერთი რის გამოც არ ვნანობ მისვლას, ეს ის  ტაშია, რაც მთელი ძალით დავუკარი  ბატონი გურამის შემოსვლისას, რა ვქნა, სხვა გზით ვერ ვაგრძნობინებ როგორ მომწონს მისი ნაწარმოებები:)

All in All,  წამოვედი ავტობუსით, წკიპზე გადავურჩი მესამედ დაჯარიმებას (ჯერ მეორეც არ გადამიხდია) და რაღაცნაირად ბუკინისტების მაღაზიაში აღმოვჩნდი. გავიცანი მეპატრონეების მთელი ოჯახი, (ყავაზეც კი მიმიწვიეს:)), ვუთარგმნე წიგნების სათაურები, რომლებიც ახლა ჩამოუვიდათ ინგლისიდან და რომლებისაც თვითონ ვერაფერი გაეგოთ და ბოლოს ერთი წიგნი შევიძინე, ინგლისურადაა, ეველინ ვოს, “პროზა, მოგონებეი და ესეები”, რაღა დაგიმალოთ, ეს ავტორი არ გამიგია, თუმცა დამეხმარა ბატონი  google, საკამოდ საინტერესო მწერალი ჩანს.  ამის გარდა ვიყიდე ძალიან ლამაზი ბლოკნოტი, ისეთი კი არა, ჭყეტელა ფერები რომ აქვთ, ნწ, ეს სერიოზულ ვიდზეა :დ

მოკლედ, ფრიად კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით, გამოცდა გადაიდო, ბატონ გურამს ტაში დავუკარი და ორი, ჩემი აზრით საკმაოდ  ძვირფასი ნივთი შევიძინე^^

პ.ს. ვუყურე კარგ ფილმს (“მოხვდე ათეულში”) და კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ რაღაც უნდა შევცვალო:)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s