107-ე აუდიტორია

ყევლაზე კარგი დროა საწერად. კიბეზე ვარ ჩამომჯდარი. მუსიკას ვუსმენ. ჩემ წინ სტუდენტები ირევიან, მაგრამ  ფიქრში ხელს ვერ მიშლიან. პირიქით შთამაგონებენ კიდეც.  უცნაურად კარგად ვგრძნობ თავს. უცნაურად აღმაგზნებს მათი ინტერესი,  რაღაცნაირად აზარტში ვარ. ხომ შეიძლება ვიღაცამ  წაიკითხოს ჩემი ნაწერერები.

..კალამი მიკანკალებს. ვგრძნობ როგორ ილევა სიტყვება. თითქოს ლაბირინთში ვარ, გამოსვლას ვცდილობ და  სული მეხუთება. მეშინია… მეშინია, რომ გამაკოტროლებენ.. მეშინია, რომ მუსიკა დამთავრდება და ყველაფერი განელდება…  მეშინია რომ აუდიტორიის კარები გაიხსნება და გეოლოგიის ლექციდან გამოსული სტუდენტები წაიღებენ ჩემს აზრებს… მეშინია, რომ ისევ გავჩუმდები, ისევ დავიღლები…

ისინი დადიან აქეთ-იქით..  მათ არ ვუყურებ, მაგრამ ყველა მოძრაობას ვგრძნობ.. ვიცი რომ უკვირთ ჩემი საქციელი, მეც მიკვირს მათი… ყველაფერი მიკვირს, ჩაცმულობიდან დაწყებული აზროვნებით დამთავრებული..

მარჯვნივ, ფანაჯარსთან გოგო და ბიჭი დგანან. ორივე აღფრთოვანებით უმტკიცებს ერთმანეთს რაღაცას.. ორივე აქტიურად იყენებს ხელებს საუბრისას, ერთმანეთს იწვევენ კამათში,   გაუჩერებლად ლაპარაკობენ და ვერ ხვდებიან რა შესამჩნევია უცხო თვალისთვის მათი არშიყი ერთმანეთის მიმართს.. ეს ხომ უკვე ძველი და გაცვეთილი ხერხია-მოახდინო პარტნიორზე შთაბეჭდილება, აგრძნობინო, რომ უფრო მაგარი ხარ, დააინტერესო როგორმე, შეეწანაღმდეგო მაშინაც კი, როცა  გუნებაში მის აზრს იზიარებ..

ეზოდან ბიჭების სიცილი ისმის.. იქ რაღაც ხდება.. სიგარეტის კვამლი ბუნდოვნად აღწევს ჩემამდე და ორგანიზმს უჩნდება… მუსიკა კულმინაციურ მომენტს აღწევს.. ვეღარავის ვხედავ და აღარფერი მესმის.. მოვწყდი, გავითიშე.. მე ვარ სამყაროს ცენტრში. ყველა და ყველაფერი ტრიალებს ჩემ გარშემო,  რის გამოც მესხმის თავბრუ.. ვხვდები როგორ იზრდება მასშტაბები..

მე გადავდივარ სხვა განზომილებებში…

***

ისევ ავადმყოფური რეჟიმი მაქვს, ღამე ნორმალურად არ მძინავს, დილით ლექციებზე მაგვიანდება, გამუდმებით რაღაც მავიწყდება და სადღაც მაგვიანდება.. დედა მეუბნება, რომ თვამოუბმელი ვარ.. ასეც არის. მე ისევ ვერ ვანაწილებ დროს და ისევ არ მაინტერესებს რას ფიქრობენ ჩემზე ახალი სახეები..

გაცდა მელოდია კულმინაციას…

ახლა პიანოში გრძელდება ყველაფერი…

იღება 107-ე აუდიტორიის კარები. სტუდენტების ტალღა აწვება ფიქრებს… ბევრნი არიან, დასათვლელდ ზედმეტად ბევრნი, თუმცა კი იმ ბევრში მაინც ვხედავ იმ ერთის სახეს, ვისაც ამდენ ხანს ველოდი….

ბიოლოგეის კორპუსი
ხუთშაბათი
01/12/2011
14:00 
 
სულ დამავიწყდა მეთქვა რომ პოსტი ერთ ჩემს ერთგულ მკითხველს ეძღვენება❤

4 thoughts on “107-ე აუდიტორია

  1. როდესაც შენს პოსტებს ვკითხულობ, დიდ მსგავსებას ვხედავ ჩვენს აზრებს შორის და ამიტომაც მსიამოვნებს მათი გაზიარება. თითქოს შენც ამას განიცდი, არ მაკმაყოფილებს არსებული რეალობა, მინდოდა ცხოვრება უფრო მეტი ყოფილიყო ვიდრე უნივერსიტეტი, სახლი, კონსპექტები და წიგნები, აუღებელი ბილეთი ავტობუსში და ეს უაზრო არშიყი, შენ რომ “გაცვეთილი ხერხი” უწოდე. მესმის შენი… ისიც ვიცი მე რა მინდა და იმაზე ვფიქრობ, მასაც თუ შეუძლია გამიგოს😦

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s