როცა რეალობა ყელშია ამოსული…

როცა რეალობა ყელშია ამოსული ყველა და ყველაფერი ერთნაირი გეჩვევენება. კარგავ ადამინების ნდობას და ეჭვის თვალით უყურებ მიმდინარე მოვლენებს.

როცა რეალობა ყელშია ამოსული, გინდა რომ გაიქცე, ან უბრალოდ დაიმალო. ოღონდაც აღარავის მოხვდე თვალში. გინდა გააქრო და დაივიწყო ვალდებულებები. ყველაფერს იმაზე  მარტვად შეხედო ვიდრე ის სინამდვილეში არის, გინდა დაჯდე ხის ძირში, ძველი რვეული ამოიღო და ყველა სიტყვა, ყველა ემოცია, ყველა გრძნობა დაწერო რაც კი გაგიგია ან განგიცდია.

როცა რეალობა ყელშია ამოსული გინდა შეაფურთხო ადამიანებს ყველა წყენისთვის,გინდა თვალები დახუჭო და უბრალოდ მიიღო შენთვის სრულყოფილი სამყარო.

როცა რეალობა ყელშია მოსული გინდა გახდე ისევ ისეთი ამაყი, გინდა აღარავის მოუხარო ქედი, გინდა ყველა იდიოტს ამოაგლიჯო ენა, აღარ დააცადო მეტი სისულელის თქმა, გინდა გახდე  უფრო მეტად დაუნდობელი, ცივი, გულქვა, უგძნობი..

როცა რეალობა ყელშია ამოსული-გინდა იყვირო, იწივლო, ვიღაცას მინც მოსთხოვო პასუხი.. გინდა გაგიჟდე, გადაირიო, ოღოდაც მეორედ აღარ გაიმეორო შეცდომები, ოღონდაც თავი მსოფლიოში  ყველაზე დიდ  იდიოტად აღარ იგრძნო…

როცა რეალობა ყელშია ამოსული, გინდა გათავისუფლედე პირადი ცხოვრებისგან, დიდი ამბიციებისგან და ისევ დ აისე, გამხმარი ხის ძირას მიეგდო ძველ რვეულთან ერთად… გინდა აღარავინ გკითხოს რა ხდება შენთავს..

როცა რეალობა ყელშია ამოსული, გინდა ერთხელ მაინც იცოდე, მართლაც და რა ხდება შენ თავს?,,,

გინდა ერთხელ მაინც იცოდე რა გინდა და ერთხელ მაინც გააკეთო ის რაც სინამდვილეში გინდა…

2 thoughts on “როცა რეალობა ყელშია ამოსული…

  1. როგორც ჩანს ძალიან დაიღალე და დასვენება და პოზიტივი არ გაწყენდა ,ეგებ მერე სხვა თვალით დაინახავდი ყველაფერს🙂
    ან ვინმე უნდა ცემო და მთელი ჯავრი იყარო–მერე ალბათ მოგეშვება და ციხეში ’დაგასვენებენ’ 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s