არისტოტელე და 21-ე საუკუნე

  • სათანადო მორალური საფუძვლების გარეშე ადამიანი ხდება ყოვლად უკაცური და მხეცური,მდაბალი, თავისი სქესობრივი და გემოვნების ინსტინქტების ამყოლი.

  • ყველაზე დიდი რამ რაც მცირეში არის მოთავსებული-საღი გონებაა ადამიანის სხეულში.

როგორც მოგეხსენებათ და შეიძლება ნაწილს არც მოგეხსენებათ, ამჟამად ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ვსწავლობ ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. შესაბამისად უფრო მეტად ტექნიკურ საგნებს გავდივარ(კალკულუსს, ფიზიკას, ქიმიას, გეოგრაფიას, ბიოლოგიასა და კომპიუტერულ მეცნიერებებს). სანამ გავსტუდენტდებოდი იქამდეც კარგად ვიცოდი ვინ იყო და რას წარმოადგენდა არისტოტელე, მაგრამ რაც მეცნიერებებში უკეთესად “გავერკვიე” უფრო გამიმყარდა წარმოდგენა მსოფლიო დონის ფილოსოფოსზე.  ლექციები იწყება და მთავრდება არისტოტელეთი, ბავშვები უკვე იმას ვამბობთ, რომ არისტოტელეს საკითხი არ დარჩენია რაზეც ან აზრი არ გამოუთქვამს ან თხზულება არ დაუწერია. გაოგნებული ვარ, როგორ შეიძლება ადამიანს ყველაფერი ერთნაირად შეგეძლოს და ერთნაირად გაინტერესებდეს, არა, ალბათ  რაღაც მომენტში ეგეც შეიძლება:),

არისტოტელეს თხზულებები ეხებოდა ცოდნის თითქმის ყველა დარგს. მან შემოიტანა ხმარებაში და დააფუძნა სიტყვა “ფიზიკა”. ბევრ ფუნდამენტურ საკითხს ჩაუყარა საფუძველი მეცნიერების ამ დარგში, ასევე მნიშვნელოვანი შედეგბი აქვს მათემატიკაში, ფილოსოფიაში, ეთიკაში, ლოგიკაში, მეტეოროლოგიაში, ორგანული ბუნების შესწავლის დარგში და სხვ.

მაგრამ ის რომ 20 და 19 საუკუნით ადრე გამოთქვა ისეთი აზრები, რომელსაც გალილეო გალილეი და სხვა მეცნიერები დიდი შრომის შემდეგ  დაამტკიცებენ მართლა შეუძებელია. ამ დროს ვფიქრობ ხოლმე მის გონებრივ შესაძლებლობებზე, ნეტავ რამდენი იქნებოდა მისი  IQ?🙂 ერთი რამ კი ფაქტია, მაშინ როცა გენიოსები უნდა იბადებოდნენ, მაშინ როცა სწავლისა და განვითარების  ყველა პირობაა, და ქართველი ახალგაზრდები ასე წარმატებით აბარებენ გამოცდებს უნარებში, ჩვენი ცოდნა და დარწმუნებული ვარ გონებრივი   IQ-იც  კიდევ დიდხანს ვერ მოვა 23 საუკუნით ადრე მცხოვრებ არისტოტელეს შესაძლებლობეთან.

რა არის ეს, თუ არა მარაზმი!🙂

არისტოტელე (ძვ. წ. 384-322)

არისტოტელე დაიბადა მაკედონიის ქ.სტიგარში, ბერძნულ კოლონიაში. მამამისი – ნიკომახე იყო ექიმი და მეგობარი მაკედონიის მეფის – ფილიპეს მამის – ამნისტისა. მან შეასწავლე ბუნებისმეტყველება, რასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა არისტოტელეს მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში. მამა დრე მოუკვდა და 17 წლამდე იგი ვინმე პროკსენმა აღზარდა. შემდეგ არისტოტელე 18 წლის ასაკში ჩადის ათენში სადაც 20 წლის განმავლობაში სწავლობს პლატონის სკოლაში. არისტოტელეს ძალიან უყვარდა თავისი მასწავლებელი, თუმცა მისი საწინააღმდეგო თვალსაზრისიც კი შეიმუშავა, იგი ამბობდა: მიყვარს პლატონი, მაგრამ კიდევ უფრო მეტად მიყვარს ჭეშმარიტებაო.

პლატონის სიკვდილის შემდეგ არისტოტელე წავიდა მცირე აზიაშის ადაც 3 წელი დაჰყო. შემდეგ იყო ქ. მიტილენაში სადაც მოიყვანა ცოლი და საცხოვრებლად ათენში გადავიდა სადაც რიტორიკული სკოლა გახსნა. თუმცა 343-342 წელს იგი ფილიპემ მიიწვია 13 წლის ალექსანდრე მაკედონელის აღმწრდელად. არისტოტელე მას ასწავლიდა 3 წელიწადს გამეფებამდე. შემდეგ დაბრუნდა ათენში და დაარსა სკოლა-ლიცეუმი (ლიკეიონი) სადაც 15 წელიწადს ასწავლიდა. გადმოცემით ამ პერიოდში მან დაწერა 1000 თხზულება. ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ მას დაუწყეს დევნა იგი იძულებული იქნა გაქცეულიყო ევბეზეწ ქ.ქალკიდაში, სადაც ძველი წერლთაღრიცხვით 322 წელს კუჭის ავადმყოფობით გარაიცვალა.

არისტოტელეს თხზულებებს სამ ჯგუფად ყოფენ:
1) “გამოქვეყნებული შრომები”, დიალოგები, რომლებიც, თურმე, შეიცავდა შესანიშნავ აზრებს და დაწერილი იყო ბრწყინვალე ენით. ამ თხზულებებიდან არც ერთი არ არის შემონახული.
2) კრებულები (ყველა დაკარგულია)
3) სასწავლო თხზულებები, რომლის მხოლოდ მეექვსედი ნაწილია შემონახული.
არისტოტელეს თხზულებები დარჩა მის მოწაფეს, თეოფრასტეს, რომელმაც გადასცა ისინი ნელეას. ამან კი პერგამენტები გადაიტანა ტროაში, ქ. სკეფსისში. ნელეას შთამომავლებმა ისინი შეინახეს სარდაფში, სადაც სინესტემ და თაგვებმა დააზიანეს ხელნაწერები. შემდგომ არისტოტელეს თხზულებები გაყიდულ იქნა ათენში, საიდანაც სულამ რომში წაიღო. აქ ანდრონიკე როდოსელის დახმარებით გრამატიკოსმა ტირანიონმა 60-50 წწ. (ძვ.წ.) გამოსცა ეს თხზულებანი. შემდგომში არისტოტელეს ნაშრომთა კრებული ბერძნულად გამოსცა ალდუს მანუციუსმა ვენეციაში 1491-1498. უახლესია მ. ბეკერის გამოცემა 1831-1870. არისტოტელეს ნაშრომთა ციტირება მიღებულია ამ გამოცემის მიხედვით.

არისტოტელეს თხზულებები ეხებოდა ცოდნის თითქმის ყველა დარგს. მან შემოიტანა ხმარებაში და დააფუძნა სიტყვა “ფიზიკა”. ბევრ ფუნდამენტურ საკითხს ჩაუყარა საფუძველი მეცნიერების ამ დარგში, ასევე მნიშვნელოვანი შედეგბი აქვს მათემატიკაში, ფილოსოფიაში, ეთიკაში, ლოგიკაში, მეტეოროლოგიაში, ორგანული ბუნების შესწავლის დარგში და სხვ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s