women without men!

„ჩვენ არ დავემორჩილებით კანონებს, რომელთა მიღებაშიც არანაირი წვლილი არ მიგვიძღვის და რომლებიც სრულიად არ წარმოადგენს ჩვენს ინტერესესს“

აბიგეილ სმიტ ადამსი, პირველი საყოველთაოდ აღიარებული ფემინისტი ქალი.

1848 წელს შტატ ნიუ-იორკში პირველად დაიწყო გამოსვლები ლოზუნგით „ქალები და მამაკაცები თანასწორები არიან“.

მიღებული იქნა ეგრეთ წოდებული „გრძნობათა დეკლარაცია“ რომელიც ითვალისწინებდა გენდერულ თანასწორობას საკუთრების, ქონების, ხმის მიცემის, პროფესიის არჩევისა და სხვა საკითხებში. ამ დეკლარაციამ სათავე მეოცე საუკუნის ერთ-ერთ მიმდინარეობას, ფემინიზმს დაუდო. მოძრაობას მიმდევრები მამაკაცთა შორისაც გამოუჩნდენენ. მაგალითად ისეთი მოაზროვნეები როგორებიც არიან: თეოდოდრ ადორნო, ჰერბერტ  მაკკუზი, ლოკი, მილი და სხვები.

შეიქმნა ფემინიზმის ისტორია. სოციოლოგებმა ქვეყნების ფემინისტურ და მასკულინურ საზოგადოებებად დაყოფა დაიწყეს.

წესით, დასავლურ  საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის გარჩევვის თემაც აღარ უნდა იყოს. დღეს არავინ ჩაგრავს ქალს, იმიტომ რომ ის ქალია-მეტიც ფემინისტური და რასისტული მოძრაობების აღზევიბის შემდეგ აშშ-ში უკვე ხუმრობდნენ კიდეც, რომ ყველაზე უფლებო ფენა საშუალო ასაკის თეთრკანიანი მამკაცია.

1956 წელს გერმანიაში დაბადებული ებრაული წარმოშობის ამერიკელი ფსიქოლოგი, ერიხ ფრომი საზოგადოებას გენდერული თანასწორობის მარაზმში გაასვლასა და ქალისა და მამაკაცის მოვალეობების და ფუნქციების აღრევაში ადანაშულებს (რასაც მთელი რიგი სოციალური პრობლემბის გამომწვევად ასახელებს).

როგორც არ უნდა იყოს, ყევლაფერი ეს მხოლოდ დასავლურ ცივილიზაციაში ხდება, აღმოსავლეთში ფემინიზმის მიმდევრები კვლავ იდევნებიან და ხშირად საკუთარი თავის რეალიზაციას სწორედ დასავლეთში ახდენენ.

ჰოლივუდის (2010 წლისთვის) სამი ყველაზე ძვირადღირებული ფილმის (რობ მარშალის NINE ტიმ ბერტონის ALICE IN WONDER LAND, ტიმ ბერტონის ROBIN HOOD) პარალელურად აშშ-ს კინო დარბაზებში ირანელი რეჟისორი ქალის, შირინ ნეშატის „ქალები მამაკაცების გარეშე“ გამოვიდა.

პარადოქსი, ან პირიქით კანონზომიერება-რაც გნებავთ ის უწოდეთ, მაგრამ ფაქტია, რომ კომერციული კინოს წარმოების ლიდერ ქვეყნებში, სადაც კინოსტუდიები ერთმანეთს საბიუჯეტო თანხაში ციფრების სიმრავლით ეჯიბრებიან, ჰოლივუდის სამი გიგანტის((რობ მარშალი,ტიმ ბერტონი, ტიმ ბერტონი) ფილმები, აქამდე უცნობი ირანელი ქალის, ბევრდ მცირებიუჯეტიანმა ფილმმა სრულიად დაჩრდილა.

ფილმი კასაბლანკაშია გადაღებული და 1953 წელს თეირანში ანგლო-ამერიკელების მიერ მუჰამედ მოსადეღის დემოკრატიულად არჩეული მთავრობის გადაგდებისა და შაჰის დიქატატორად გამოცხადების ფონზე 4 ირანელი ქალის ისტორიას მოგვითხორბს,

ოთხივე მათგანი განსხვავებული სოციალური ფენის წარმომადგენელია. მეძავ ზარინს, 30 წლის გაუთხოვარ მუნისს, მის ძმაზე შეყვარებულ ახალგაზრდა ფაეზესა და 50 წლის შეძლებულ ქალბატონს,  ფახრის ერთი რამ აერთიანებთ-საზოგადოებაში საკუტარ როლთან სრული გაუცხოება. ერთმანეთს ალეგორიულ ედემის ბაღში ხვდებიან და დროებით აღიდგენენ  ბედნიერებას,.  თუმცა ეს ეპიზოდი ყველაზე ხანმოკლე ზარინისთის აღმოჩნდება რომელიც მალე ლოგინად ჩავარდება და ფილმის თითქმის მთელი მეორე ნაწილი სიკვდილს ებრძვის. ყველაზე დასამახსოვრებელი ეს პერსონაჟი აბანოს სცენით ხდება როცა თითქმის სისხლის დადენამდე იხეხავს ტანს „,მამაკაცთა მოდგმის ჭუჭყისგან“ გასასუფთავებლად, სწორედ ამის შემდეგ მიემართება იგი ფახრის ედემის ბაღში.

„თურქული აბანოს“ სცენა, ფილმის ყევლაზე ფემინისტური ეპიზოდია და ოთხივე ქალის მთავარ მიზანზე მოგვითხრობს.

ნეშატი რევულიციიდან 4 წლის შემდეგ დაიბდა, 1979 წელს ნიო-იორკში გადასახლდა, ფილმის სცენარი სკაუთარ მეუღლესთან შოჯა აზარისთან ერთად შექმნა.  თავისი შეხედულებების გამო, იარნში 1996 წელს პერსონა-ნონგრადატ დაასახელეს.

ირანელი რეჟისორის ფილმის ასეთი წარმატება ერთი მხრივ ალბათ სხვა ჰოლივუდელი რეჟისორების ბრალია. მაყურებელს ყელში ამოუვიდა მოლაპარაკე ყვავილების, მფრინავი რობოტების ყურება და მიწიერი, ადამიანური პრობლემების სამყაროში არჩიეს დაბრუნება,. შესაძლებელია თავად რეჟისორებსაც აღარ დარჩათ სათქმელი, ან უბრალოდ გამოხატვის საშუალებები ამოეწურათ. „რა“-ზე მნიშვნელოვანი ხომ ყოველთვის „როგორ“ არის და უმეტეს შემთხვევებში რეაქცია სწორედ ამ უკანასკნელს მოჰყვება.

6 thoughts on “women without men!

  1. დარწმუნეული ვარ მომეწონება, ფემინისტური გადახრები დიდიხანია რაც ჩემს თავში აღმოვაჩინე ;D

  2. ფემინისტებიც კატეგორიებად იყოფიან=)) მეც ვუთმობ მაგრამ თუ ჩემს თავზე ავიღებდი ალბათ უკეთ იქნებოდა ყველაფერი :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s